პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის, ვინც პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ხელს მოაწერს, საკუთარ პოლიტიკურ სუიციდს მოაწერს ხელს" - გია ხუხაშვილი
"ის, ვინც პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ხელს მოაწერს, საკუთარ პოლიტიკურ სუიციდს მოაწერს ხელს" - გია ხუხაშვილი

ვფიქ­რობ, ის ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია, რო­მე­ლიც იმ­პიჩ­მენტზე ხელს მო­ა­წერს, სა­კუ­თარ პო­ლი­ტი­კურ სუ­ი­ციდს მო­ა­წერს ხელს იმი­ტომ, რომ სრუ­ლი აბ­სურ­დია, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა, გია ხუ­ხაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­სის და­წყე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვას სა­ბო­ლო­ოდ ასა­მა­რებს.

"ვე­ლო­დე­ბი, რომ შე­იძ­ლე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ ვი­ღა­ცებ­მა იმ­პიჩ­მენტს ხელი არ აუ­წი­ონ, ისე­თი აბ­სურ­დია. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს აქტი ჩვენ ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვას სა­ბო­ლო­ოდ და­ა­სა­მა­რებს, განა იმი­ტომ, რომ სა­ლო­მე ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რაა, იმი­ტომ, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და­სავ­ლუ­რი ანუ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­გე­ბით, ვინც ჩვენ სტა­ტუ­სი უნდა მოგ­ვა­ნი­ჭონ, არის ცენ­ტრა­ლუ­რი ფი­გუ­რა. დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად თუ და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად, ეს მე­ო­რე სა­კი­თხია, მაგ­რამ მო­ცე­მუ­ლო­ბა არის ასე­თი. შე­სა­ბა­მი­სად, თუ მის იმ­პიჩ­მენტს ვინ­მე მხარს და­უ­ჭერს, ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ი­ცი­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, არა მხო­ლოდ ოპო­ზი­ცი­ის­თვის. სამ­წუ­ხა­როდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ თა­მაშ­ზე მი­დის“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მისი შე­ფა­სე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამო­ცა­ნაა, თუ ქვე­ყა­ნამ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო, ეს სა­კუ­თარ გა­მარ­ჯვე­ბად გა­მო­ა­ცხა­დოს და თუ ვერ მი­ი­ღო, ოპო­ზი­ცი­ას და­აბ­რა­ლოს და შემ­დეგ სა­ბო­ტი­რე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლოს.

"შე­სა­ბა­მი­სად, ამ პო­ლი­ტი­კურ და ტაქ­ტი­კურ მო­ნა­ხაზ­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ვე­რა­ნა­ი­რად ვერ ჯდე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ფე­ხებ­ში ებ­ლან­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ბუ­ნებ­რი­ვია, ეს აღი­ზი­ა­ნებს, მი­თუ­მე­ტეს იმ ფონ­ზე, რო­დე­საც ღა­რი­ბაშ­ვილს ფაქ­ტობ­რი­ვად, ვიქ­ტორ ორ­ბა­ნის გარ­და, ევ­რო­პა­ში ხელს არა­ვინ არ­თმევს. სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის დაბ­რა­ლე­ბა და სა­კუ­თარ დამ­სა­ხუ­რე­ბად გა­მო­ცხა­დე­ბა ძა­ლი­ან პრობ­ლე­მა­ტუ­რია, ეს იმ ფონ­ზე ხდე­ბა, რო­დე­საც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ევ­რო­პა­ში ყვე­ლა გულ­ში იხუ­ტებს. მა­ღა­ლია რის­კი იმი­სა, რომ, მეტი დამ­სა­ხუ­რე­ბა მი­ე­წე­როს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, ვიდ­რე ღა­რი­ბაშ­ვილს. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია და წმინ­და პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სის პრიზ­მა­ში უყუ­რე­ბენ ამ ყვე­ლა­ფერს, ნერ­ვი­უ­ლო­ბენ და შე­სა­ბა­მი­სად იქ­ცე­ვი­ან“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ექ­სპერ­ტის აზ­რით, ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბის თვალ­თა­ხედ­ვით, ამ სა­კი­თხზე სე­რი­ო­ზუ­ლი კი­თხვე­ბი ჩნდე­ბა, რად­გან მათ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ უკ­რძა­ლავს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პრე­ზი­დენტს ვი­ზი­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

"ვფიქ­რობ, ეს არის თემა, რომ­ლის პო­ლი­ტი­კუ­რად მო­გე­ბა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს შე­უძ­ლია, ყვე­ლა ინ­სტრუ­მენ­ტი და არ­გუ­მენ­ტი აქვს ამის­თვის. ოპო­ზი­ცი­ა­საც შე­უძ­ლია, რომ ამა­ზე აა­გოს მის­თვის პო­ზი­ტი­უ­რი გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი, მაგ­რამ ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ სკეპ­ტი­ციზ­მის სა­ფუძ­ვე­ლიც გვაქვს. ასე­თი შან­სი ოპო­ზი­ცი­ას არა­ერ­თხელ მის­ცე­მია, მაგ­რამ ოპო­ზი­ცია ვერ იყე­ნებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პროგ­ნოზს ვერ გა­ვა­კე­თებ, რო­გორ დამ­თავ­რდე­ბა ეს პრო­ცე­სი. რა თქმა უნდა, შან­სი არ­სე­ბობს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს რა­უნ­დი წა­ა­გოს იმი­ტომ, რომ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 85% მხარს უჭერს ევ­რო­პერ­სპექ­ტი­ვას“, - აღ­ნიშ­ნა ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ის ფიქ­რობს, თუ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს ამო­ცა­ნა არის კონ­სტი­ტუ­ცი­ის სწო­რი ინ­ტერპრე­ტი­რე­ბა, მან პო­ლი­ტი­კუ­რი რის­კე­ბის­გან ქვე­ყა­ნა უნდა და­ა­ზღვი­ოს და სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს.

"ფაქ­ტობ­რი­ვად, მთავ­რო­ბამ პრე­ზი­დენ­ტი შე­ზღუ­და სა­კუ­თა­რი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში. 78-ე მუხ­ლში პირ­და­პირ წე­რია, რომ ყვე­ლა ინ­სტი­ტუტ­მა ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თოს იმის­თვის, რომ ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცია დაჩ­ქარ­დეს და ასე შემ­დეგ. პრე­ზი­დენ­ტის გა­ნა­ცხა­დი იყო ასე­თი, რომ ის მი­დი­ო­და ვი­ზი­ტით ამ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ვა­ლე­ო­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აუკ­რძა­ლა მას სა­კუ­თა­რი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა და კონ­სტი­ტუ­ცი­ის სხვა მუხ­ლი მო­იშ­ვე­ლია. ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვენ გვაქვს გარ­კვე­უ­ლი კო­ლი­ზია კონ­სტი­ტუ­ცი­ის 2 ნორ­მას შო­რის. ამ პი­რო­ბებ­ში, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ შე­სა­ბა­მი­სი კომ­პრო­მი­სუ­ლი გან­მარ­ტე­ბე­ბი უნდა გა­ა­კე­თოს, ეს კო­ლი­ზია რო­გორ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან. ვფიქ­რობ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს შე­უძ­ლია ერ­თა­დერ­თი სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მოთ­ქმულ მო­საზ­რე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის თე­მით "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბერ­კე­ტი გა­უჩ­ნდა, ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, ამა­ზე სა­უ­ბა­რი "ძა­ლი­ან დიდი უღირ­სო­ბაა“.

ეს არის ამო­რა­ლუ­რი, თუმ­ცა არ მიკ­ვირს. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არი­ან ის პარ­ტი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე აზ­როვ­ნე­ბენ. სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სის პრიზ­მა­ში უყუ­რე­ბენ ამ სა­ხელ­მწი­ფოს. ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. თა­ვის­თა­ვად ის, რომ ეს სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­ში დად­გა, ეს უკვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფაა. რაზე ვაჭ­რო­ბენ? სტა­ტუ­სით ივაჭ­რონ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გაშ­ვე­ბა­ზე? ივაჭ­რონ და რი­თაც დამ­თავ­რდე­ბა, ნა­ხა­ვენ - დამ­თავ­რდე­ბა იმით, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ასეთ გა­რი­გე­ბა­ში არ შევა. ამით კი­დევ უფრო მე­ტად მო­ი­გებს, კი­დევ უფრო მე­ტად გა­ერ­კვე­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ ეს ორი პარ­ტია, სა­ბო­ლო­ოდ, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი რუ­კი­დან მო­სა­შო­რე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, პო­ლი­ტო­ლო­გი ჩო­ხა­ტა­ურ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტსაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­დაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ცნო­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” აქ­ტი­ვის­ტე­ბი მათ წარ­მო­მად­გენ­ლებს თავს და­ესხნენ და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

"კონ­ფლიქ­ტის თემა ცემა-ტყე­პით გა­და­ი­ფა­რა. ეს არის ამ ორი პარ­ტი­ის ზნე. სხვა სა­კი­თხია, რომ მუშ­ტი-კრი­ვი არის კრი­მი­ნა­ლი და ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე უნდა და­ი­სა­ჯოს. ეს ორი პარ­ტია სა­ნამ იარ­სე­ბებს, ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კა ში­ნა­არ­სის­გან იქ­ნე­ბა დაც­ლი­ლი“, -გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
2

ხუხა ანუ არა უშავს კონსტიტუცია,რომ დაარღვია ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა?აგენტებზე მოსულა?

გფ
2

მზე ვარ მზეეოოო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ის, ვინც პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ხელს მოაწერს, საკუთარ პოლიტიკურ სუიციდს მოაწერს ხელს" - გია ხუხაშვილი

"ის, ვინც პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ხელს მოაწერს, საკუთარ პოლიტიკურ სუიციდს მოაწერს ხელს" - გია ხუხაშვილი

ვფიქრობ, ის ოპოზიციური პარტია, რომელიც იმპიჩმენტზე ხელს მოაწერს, საკუთარ პოლიტიკურ სუიციდს მოაწერს ხელს იმიტომ, რომ სრული აბსურდია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას საბოლოოდ ასამარებს.

"ველოდები, რომ შეიძლება "ქართული ოცნებიდან“ ვიღაცებმა იმპიჩმენტს ხელი არ აუწიონ, ისეთი აბსურდია. ფაქტობრივად, ეს აქტი ჩვენ ევროპულ პერსპექტივას საბოლოოდ დაასამარებს, განა იმიტომ, რომ სალომე ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი დასავლური ანუ იმ ადამიანების გაგებით, ვინც ჩვენ სტატუსი უნდა მოგვანიჭონ, არის ცენტრალური ფიგურა. დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, ეს მეორე საკითხია, მაგრამ მოცემულობა არის ასეთი. შესაბამისად, თუ მის იმპიჩმენტს ვინმე მხარს დაუჭერს, ეს არის პოლიტიკური სუიციდი ხელისუფლებისთვის, არა მხოლოდ ოპოზიციისთვის. სამწუხაროდ, ხელისუფლება ამ თამაშზე მიდის“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი შეფასებით, ხელისუფლების ამოცანაა, თუ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, ეს საკუთარ გამარჯვებად გამოაცხადოს და თუ ვერ მიიღო, ოპოზიციას დააბრალოს და შემდეგ საბოტირებაში დაადანაშაულოს.

"შესაბამისად, ამ პოლიტიკურ და ტაქტიკურ მონახაზში სალომე ზურაბიშვილი ვერანაირად ვერ ჯდება. შეიძლება ითქვას, ფეხებში ებლანდება ხელისუფლებას და ბუნებრივია, ეს აღიზიანებს, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ღარიბაშვილს ფაქტობრივად, ვიქტორ ორბანის გარდა, ევროპაში ხელს არავინ ართმევს. სტატუსის მიღების დაბრალება და საკუთარ დამსახურებად გამოცხადება ძალიან პრობლემატურია, ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც სალომე ზურაბიშვილს ევროპაში ყველა გულში იხუტებს. მაღალია რისკი იმისა, რომ, მეტი დამსახურება მიეწეროს სალომე ზურაბიშვილს, ვიდრე ღარიბაშვილს. ბუნებრივია, ეს ხელისუფლებისთვის მიუღებელია და წმინდა პოლიტიკური ინტერესის პრიზმაში უყურებენ ამ ყველაფერს, ნერვიულობენ და შესაბამისად იქცევიან“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტის აზრით, ევროპელი ლიდერების თვალთახედვით, ამ საკითხზე სერიოზული კითხვები ჩნდება, რადგან მათთვის გაუგებარია, რატომ უკრძალავს საქართველოს ხელისუფლება პრეზიდენტს ვიზიტების განხორციელებას.

"ვფიქრობ, ეს არის თემა, რომლის პოლიტიკურად მოგება სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ყველა ინსტრუმენტი და არგუმენტი აქვს ამისთვის. ოპოზიციასაც შეუძლია, რომ ამაზე ააგოს მისთვის პოზიტიური გარკვეული პოლიტიკური პროცესი, მაგრამ ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ სკეპტიციზმის საფუძველიც გვაქვს. ასეთი შანსი ოპოზიციას არაერთხელ მისცემია, მაგრამ ოპოზიცია ვერ იყენებს. აქედან გამომდინარე, პროგნოზს ვერ გავაკეთებ, როგორ დამთავრდება ეს პროცესი. რა თქმა უნდა, შანსი არსებობს, რომ ხელისუფლებამ ეს რაუნდი წააგოს იმიტომ, რომ ქვეყნის მოსახლეობის 85% მხარს უჭერს ევროპერსპექტივას“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

ის ფიქრობს, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს ამოცანა არის კონსტიტუციის სწორი ინტერპრეტირება, მან პოლიტიკური რისკებისგან ქვეყანა უნდა დააზღვიოს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.

"ფაქტობრივად, მთავრობამ პრეზიდენტი შეზღუდა საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებაში. 78-ე მუხლში პირდაპირ წერია, რომ ყველა ინსტიტუტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია დაჩქარდეს და ასე შემდეგ. პრეზიდენტის განაცხადი იყო ასეთი, რომ ის მიდიოდა ვიზიტით ამ კონსტიტუციური მოვალეობის შესასრულებლად. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ აუკრძალა მას საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობის შესრულება და კონსტიტუციის სხვა მუხლი მოიშველია. ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს გარკვეული კოლიზია კონსტიტუციის 2 ნორმას შორის. ამ პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი კომპრომისული განმარტებები უნდა გააკეთოს, ეს კოლიზია როგორ ავიცილოთ თავიდან. ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება გამოთქმულ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის თემით "ნაციონალურ მოძრაობას“ სალომე ზურაბიშვილზე ზემოქმედების მნიშვნელოვანი ბერკეტი გაუჩნდა, ხუხაშვილის თქმით, ამაზე საუბარი "ძალიან დიდი უღირსობაა“.

ეს არის ამორალური, თუმცა არ მიკვირს. "ნაციონალური მოძრაობა“ და "ქართული ოცნება“ არიან ის პარტიები, რომლებიც ასე აზროვნებენ. საკუთარი ინტერესის პრიზმაში უყურებენ ამ სახელმწიფოს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თავისთავად ის, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა, ეს უკვე საზოგადოების შეურაცხყოფაა. რაზე ვაჭრობენ? სტატუსით ივაჭრონ მიხეილ სააკაშვილის გაშვებაზე? ივაჭრონ და რითაც დამთავრდება, ნახავენ - დამთავრდება იმით, რომ სალომე ზურაბიშვილი ასეთ გარიგებაში არ შევა. ამით კიდევ უფრო მეტად მოიგებს, კიდევ უფრო მეტად გაერკვევა საზოგადოება, რომ ეს ორი პარტია, საბოლოოდ, ქართული პოლიტიკური რუკიდან მოსაშორებელია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

გარდა ამისა, პოლიტოლოგი ჩოხატაურში მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, "ქართული ოცნების” აქტივისტები მათ წარმომადგენლებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"კონფლიქტის თემა ცემა-ტყეპით გადაიფარა. ეს არის ამ ორი პარტიის ზნე. სხვა საკითხია, რომ მუშტი-კრივი არის კრიმინალი და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ეს ორი პარტია სანამ იარსებებს, ჩვენი პოლიტიკა შინაარსისგან იქნება დაცლილი“, -განაცხადა ხუხაშვილმა.