კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაგნიტური ქარიშხლების პროგნოზი 2023 წლის სექტემბრისთვის: რომელია ყველაზე სახიფათო დღეები და როგორ დავიცვათ თავი?
მაგნიტური ქარიშხლების პროგნოზი 2023 წლის სექტემბრისთვის:  რომელია ყველაზე სახიფათო დღეები და როგორ დავიცვათ თავი?

მზის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას გე­ო­მაგ­ნი­ტუ­რი შტორ­მე­ბის - ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ აფრ­თხი­ლე­ბენ, რაც ჩვე­უ­ლებ­რივ თვე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ხდე­ბა. დე­და­მი­წა­ზე მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხლე­ბის უმე­ტე­სო­ბა სუს­ტია, მაგ­რამ მა­ინც უსი­ა­მოვ­ნოა ამინ­დზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის.

  • რა არის მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხა­ლი

მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხა­ლი - ეს არის დე­და­მი­წის მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლის რყე­ვა, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია მზე­ზე აფეთ­ქე­ბე­ბით. ამ დროს აქ­ტი­ურ­დე­ბა და მზი­დან კოს­მოს­ში გა­ის­რო­ლე­ბა პლაზ­მა. სწო­რედ ამას უწო­დე­ბენ მზის ქარს. მზის ქარი აქ­ტი­უ­რად მოძ­რა­ობს და როცა დე­და­მი­წას უახ­ლოვ­დე­ბა, მისი სიჩ­ქა­რე ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. რაც უფრო დი­დია ამოფრქვე­ვა, სიჩ­ქა­რეც უფრო მე­ტია. სა­ერ­თოდ, მზის ქარი რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ აღ­წევს დე­და­მი­წას და აქ­ტი­ურ ურ­თი­ერთქმე­დე­ბას იწყებს დე­და­მი­წის მაგ­ნი­ტურ სფე­რო­სა და ატ­მოს­ფე­როს­თან. სწო­რედ ამ რყე­ვებს უწო­დე­ბენ მაგ­ნი­ტურ ქა­რიშ­ხალს. ასეთ­მა რყე­ვებ­მა კი შე­იძ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დოს რო­გორც სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სის­ტე­მე­ბის მუ­შა­ო­ბა­ზე, ასე­ვე ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე.

  • მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხლე­ბის პროგ­ნო­ზი 2023 წლის სექ­ტემ­ბრის­თვის

მეც­ნი­ერ­თა თქმით, მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხლე­ბი სექ­ტემ­ბერ­ში არ­ცთუ ძლი­ე­რი იქ­ნე­ბა.

2023 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მაგ­ნი­ტუ­რი შტორ­მე­ბი სულ 9 დღეს გაგ­რძელ­დე­ბა, მაგ­რამ ისი­ნი არა­თა­ნაბ­რად არის გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. თვის ყვე­ლა­ზე გრძე­ლი შტორ­მი ზე­დი­ზედ 5 დღეს - 6-დან 10 სექ­ტემ­ბრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. მაგ­ნი­ტუ­რი შტორ­მი 6-ში იქ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძლავ­რის (5 ქულა), და­ნარ­ჩენ დღე­ებ­ში სუს­ტი (3-4 ქულა).

მზის აქ­ტი­ვო­ბის გაზ­რდა მო­სა­ლოდ­ნე­ლია 26-დან 28 სექ­ტემ­ბრამ­დე. 26-ში შტორ­მის სიმ­ძლავ­რე 5-ბა­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბა, ხოლო 27-28-ში - 4-ქუ­ლი­ა­ნი.

ბოლო ყვე­ლა­ზე სუს­ტი მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხა­ლი მო­სა­ლოდ­ნე­ლია 30 სექ­ტემ­ბერს. ძლი­ე­რი მაგ­ნი­ტუ­რი შტორ­მე­ბი ამ თვე­ში არ არის ნა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი.

  • რო­გორ მოქ­მე­დებს მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხა­ლი ადა­მი­ა­ნებ­ზე?

ზო­გი­ერ­თი კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ ამინ­დზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ამ პე­რი­ოდ­ში გა­ნიც­დი­ან უსი­ა­მოვ­ნო სიმპტო­მებს.

მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი ასეთ დღე­ებ­ში თავს ცუ­დად გრძნობს. ყვე­ლა­ზე ხში­რად, ქა­რიშ­ხლის ზე­მოქ­მე­დე­ბას გა­ნიც­დი­ან ამინ­დი­სად­მი მგრძნო­ბი­ა­რე პი­როვ­ნე­ბე­ბი, მო­ხუ­ცე­ბი, ორ­სუ­ლი ქა­ლე­ბი და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი.

  • რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მაგ­ნი­ტურ შტორმს გრძნობს?

მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხა­ლის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სიმპტო­მე­ბია:

თა­ვის ტკი­ვი­ლი

გუ­ლის­რე­ვა და ღე­ბი­ნე­ბა

ტკი­ვი­ლი მუც­ლის არე­ში

სის­ხლის მა­ღა­ლი წნე­ვა

ძი­ლი­ა­ნო­ბა ან უძი­ლო­ბა

ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამ­წვა­ვე­ბა

  • რო­გორ და­ვიც­ვათ თავი მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხლის­გან

მო­სა­ლოდ­ნე­ლი ქა­რიშ­ხლის დღე­ებ­ში და­ი­ცა­ვით შემ­დე­გი წე­სე­ბი და ამ ფე­ნო­მე­ნის უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბი თქვენ­ზე არ იმოქ­მე­დებს.

  • უარი თქვით ცხი­მი­ან, გა­მო­ცხო­ბილ, ცხა­რე საკ­ვებ­სა და ფასთფუდ­ზე.
  • მი­ირ­თვით მეტი სე­ზო­ნუ­რი ბოსტნე­უ­ლი და ხილი, მწვა­ნი­ლი, თხი­ლი, თევ­ზი.
  • და­ლი­ეთ დღე­ში მი­ნი­მუმ 1,5 ლიტ­რი სი­თხე, მათ შო­რის ჩაის და კომ­პო­ტე­ბის სა­ხით.
  • სა­ხი­ფა­თო დღე­ებ­ში უარი თქვით ყა­ვა­ზე, ალ­კოჰოლ­ზე და ენერ­გე­ტი­კულ სას­მე­ლებ­ზე, ეცა­დეთ ნაკ­ლე­ბი მო­წი­ოთ.
  • გა­ზარ­დეთ ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, ივარ­ჯი­შეთ მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხლის დღე­ებ­ში.
  • მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ გა­რეთ და ია­რეთ ფე­ხით.
  • რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­ა­ნი­ა­ვეთ ოთა­ხი, გან­სა­კუთ­რე­ბით ძი­ლის წინ.
  • და­კავ­დით ჰო­ბით ან რა­ი­მე სა­სი­ა­მოვ­ნო რა­მით, იყო­ლი­ეთ სი­ახ­ლო­ვეს ცხო­ვე­ლე­ბი.
  • მო­ე­რი­დეთ სტრესს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, ნუ ჩა­ე­რე­ვით კონ­ფლიქ­ტებ­ში.
  • და­ი­ძი­ნეთ ერ­თსა და იმა­ვე დროს. იძი­ნეთ დღე­ში მი­ნი­მუმ 7 სა­ა­თი.
  • თუ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უ­ა­რეს­და, აი­ღეთ ერ­თდღი­ა­ნი შვე­ბუ­ლე­ბა.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

მაგნიტური ქარიშხლების პროგნოზი 2023 წლის სექტემბრისთვის: რომელია ყველაზე სახიფათო დღეები და როგორ დავიცვათ თავი?

მაგნიტური ქარიშხლების პროგნოზი 2023 წლის სექტემბრისთვის:  რომელია ყველაზე სახიფათო დღეები და როგორ დავიცვათ თავი?

მზის ლაბორატორიის თანამშრომლები მოსახლეობას გეომაგნიტური შტორმების - ჯანმრთელობისთვის საშიში მოვლენის შესახებ აფრთხილებენ, რაც ჩვეულებრივ თვეში რამდენჯერმე ხდება. დედამიწაზე მაგნიტური ქარიშხლების უმეტესობა სუსტია, მაგრამ მაინც უსიამოვნოა ამინდზე დამოკიდებული ადამიანებისთვის.

  • რა არის მაგნიტური ქარიშხალი

მაგნიტური ქარიშხალი - ეს არის დედამიწის მაგნიტური ველის რყევა, რაც გამოწვეულია მზეზე აფეთქებებით. ამ დროს აქტიურდება და მზიდან კოსმოსში გაისროლება პლაზმა. სწორედ ამას უწოდებენ მზის ქარს. მზის ქარი აქტიურად მოძრაობს და როცა დედამიწას უახლოვდება, მისი სიჩქარე ძალიან მაღალია. რაც უფრო დიდია ამოფრქვევა, სიჩქარეც უფრო მეტია. საერთოდ, მზის ქარი რამდენიმე დღის შემდეგ აღწევს დედამიწას და აქტიურ ურთიერთქმედებას იწყებს დედამიწის მაგნიტურ სფეროსა და ატმოსფეროსთან. სწორედ ამ რყევებს უწოდებენ მაგნიტურ ქარიშხალს. ასეთმა რყევებმა კი შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს როგორც საკომუნიკაციო სისტემების მუშაობაზე, ასევე ადამიანის ჯანმრთელობაზე.

  • მაგნიტური ქარიშხლების პროგნოზი 2023 წლის სექტემბრისთვის

მეცნიერთა თქმით, მაგნიტური ქარიშხლები სექტემბერში არცთუ ძლიერი იქნება.

2023 წლის სექტემბერში მაგნიტური შტორმები სულ 9 დღეს გაგრძელდება, მაგრამ ისინი არათანაბრად არის განაწილებული მთელი თვის განმავლობაში. თვის ყველაზე გრძელი შტორმი ზედიზედ 5 დღეს - 6-დან 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. მაგნიტური შტორმი 6-ში იქნება საშუალო სიმძლავრის (5 ქულა), დანარჩენ დღეებში სუსტი (3-4 ქულა).

მზის აქტივობის გაზრდა მოსალოდნელია 26-დან 28 სექტემბრამდე. 26-ში შტორმის სიმძლავრე 5-ბალიანი იქნება, ხოლო 27-28-ში - 4-ქულიანი.

ბოლო ყველაზე სუსტი მაგნიტური ქარიშხალი მოსალოდნელია 30 სექტემბერს. ძლიერი მაგნიტური შტორმები ამ თვეში არ არის ნაწინასწარმეტყველები.

  • როგორ მოქმედებს მაგნიტური ქარიშხალი ადამიანებზე?

ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ამინდზე დამოკიდებული ადამიანები ამ პერიოდში განიცდიან უსიამოვნო სიმპტომებს.

მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანების ნაწილი ასეთ დღეებში თავს ცუდად გრძნობს. ყველაზე ხშირად, ქარიშხლის ზემოქმედებას განიცდიან ამინდისადმი მგრძნობიარე პიროვნებები, მოხუცები, ორსული ქალები და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები.

  • რა სიმპტომები ახასიათებს ადამიანს, რომელიც მაგნიტურ შტორმს გრძნობს?

მაგნიტური ქარიშხალის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

თავის ტკივილი

გულისრევა და ღებინება

ტკივილი მუცლის არეში

სისხლის მაღალი წნევა

ძილიანობა ან უძილობა

ქრონიკული დაავადებების გამწვავება

  • როგორ დავიცვათ თავი მაგნიტური ქარიშხლისგან

მოსალოდნელი ქარიშხლის დღეებში დაიცავით შემდეგი წესები და ამ ფენომენის უარყოფითი შედეგები თქვენზე არ იმოქმედებს.

  • უარი თქვით ცხიმიან, გამოცხობილ, ცხარე საკვებსა და ფასთფუდზე.
  • მიირთვით მეტი სეზონური ბოსტნეული და ხილი, მწვანილი, თხილი, თევზი.
  • დალიეთ დღეში მინიმუმ 1,5 ლიტრი სითხე, მათ შორის ჩაის და კომპოტების სახით.
  • სახიფათო დღეებში უარი თქვით ყავაზე, ალკოჰოლზე და ენერგეტიკულ სასმელებზე, ეცადეთ ნაკლები მოწიოთ.
  • გაზარდეთ ფიზიკური აქტივობა, ივარჯიშეთ მაგნიტური ქარიშხლის დღეებში.
  • მეტი დრო გაატარეთ გარეთ და იარეთ ფეხით.
  • რეგულარულად გაანიავეთ ოთახი, განსაკუთრებით ძილის წინ.
  • დაკავდით ჰობით ან რაიმე სასიამოვნო რამით, იყოლიეთ სიახლოვეს ცხოველები.
  • მოერიდეთ სტრესს თქვენს ცხოვრებაში, ნუ ჩაერევით კონფლიქტებში.
  • დაიძინეთ ერთსა და იმავე დროს. იძინეთ დღეში მინიმუმ 7 საათი.
  • თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, აიღეთ ერთდღიანი შვებულება.