ტაივანში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველად იმძლავრა ტაიფუნმა. ძლიერი ქარიშხლის გამო ათასობით ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა. ტაიფუნ ჰაიკუის მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავებულთა ოფიციალური რიცხვი 40-ს აღემატება.
ყველაზე დიდი ზარალი ტაივანის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებმა განიცადეს, დედაქალაქ ტაიბეიში კი მხოლოდ ძლიერი წვიმა დაფიქსირდა.
200 კმ/სთ სიჩქარით მოძრავმა ქარიშხალმა ხეები ძირფესვიანად ამოძირკვა. ტაიფუნს კუნძულზე არსებული შენობებისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია, მაგრამ ბიზნესცენტრები, სკოლები და სხვა დაწესებულებები დროებით დაიკეტა. გადაიდო ფრენებიც.
ტაიფუნი ჰაიკუი ამ დროისთვის უკვე შესუსტებულია და ის ჩინეთის სამხრეთ სანაპიროსკენ მიემართება. ქარიშხალი ჩინეთში ადგილობრივი დროით ორშაბათს ღამით მიაღწევს.
VIDEO: 🇹🇼 Taiwan residents prepare for Typhoon Haikui
— AFP News Agency (@AFP) September 3, 2023
Haikui made landfall in eastern Taiwan on Sunday, unleashing torrential downpours, whipping winds and plunging thousands into darkness as the first major storm to directly hit the island in four years ➡️… pic.twitter.com/yQYjP6Enwr
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
სენსორები არ ჰქონდათ გადაგეს მთავრობა და სასწრაფოდ გოდოლაძე მრჩევლად ტაივანში
რუსეთის ბრალია