Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიწის გამო მომიკლა შვილი, ეს რა გამიკეთა..." - გურჯაანში სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელი მოკლეს: რას ამბობს მოკლულის მამა?
"მიწის გამო მომიკლა შვილი, ეს რა გამიკეთა..." - გურჯაანში სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელი მოკლეს: რას ამბობს მოკლულის მამა?

მკვლე­ლო­ბა გურ­ჯა­ან­ში. 89 წლის კაც­მა 35 წლის მე­ზო­ბელს სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან ეს­რო­ლა. და­ნა­შა­უ­ლი სო­ფელ ვე­ჯინ­ში მოხ­და. მოკ­ლუ­ლია სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი ბექა ჯა­ნი­აშ­ვი­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პენ­სი­ო­ნერ მე­ზო­ბელს და ჯა­ნი­აშ­ვილს კონ­ფლიქ­ტი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­წის ნაკ­ვე­თის გამო ჰქონ­და.

შემ­თხვე­ვამ­დეც მათ შო­რის სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა სწო­რედ ამ მი­ზე­ზით მოხ­და.

"წინ­და­წინ იყ­ვნენ მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი, ჩა­უ­საფ­რდა და ისე მოკ­ლა... მი­წის გამო გვქონ­და დავა, გამ­გე­ო­ბა­შიც იცოდ­ნენ. მა­ნამ­დე შვეხ­ვდით, მკვლე­ლის შვილ­მა თქვა, ვი­ღა­ცა უნდა მოკ­ვდე­სო... მე ვუ­თხა­რი, რას ამ­ბობ-მეთ­ქი. ერთი გა­სო­ლის ხმა გა­ვი­გე, ვა­ი­მე, შვი­ლო ბექა, ხომ არ გეს­რო­ლა - მეთ­ქი, გა­ვი­ქე­ცი და უკვე უკონ­ტაქ­ტო იყო, სულ სის­ხლი­ა­ნი იყო, პულ­სი უკვე არ ესინ­ჯე­ბო­და. მი­წის გამო მო­მიკ­ლა შვი­ლი, ეს რა გა­მი­კე­თა... სა­ხელ­მწი­ფო ტე­რი­ტო­რია იყო, სა­ერ­თო გზა გა­დი­ო­და ჩვენს ნაკ­ვე­თებს შო­რის. რა მეშ­ვე­ლე­ბა მე­ო­რე შვი­ლი დავ­კარ­გე..." - გა­ნა­ცხა­და მოკ­ლუ­ლის მა­მამ.

გარ­დაც­ვლი­ლის მე­ზო­ბე­ლი მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ჰყვე­ბა:

"ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჰქონ­დათ დავა, ნუ და­დი­ხარ, აქ ჩემი ტე­რი­ტო­რი­ა­აო. ბე­ქას დიდი მან­ქა­ნა ჰქონ­და, შე­მო­დი­ო­და ხოლ­მე და თი­ვას დებ­და იმ ად­გი­ლას, რო­მელ­ზეც მე­ზო­ბე­ლი ეუბ­ნე­ბო­და, რომ ჩემი ტე­რი­ტო­რი­ა­აო. ბო­ლოს გა­უ­ბა ღობე, რათა არ გა­და­სუ­ლი­ყო იქეთ მხა­რეს. მო­ვი­და ბექა და ღო­ბის გახ­სნას აპი­რებ­და, რომ გა­სუ­ლი­ყო და თივა და­ე­დო. ეს კაცი ჩა­საფ­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა. ამო­ი­ღო თოფი და ეს­რო­ლა. ბე­ქამ ცოტა მან­ძი­ლი ფე­ხით გა­ი­ა­რა თა­ვი­სი სახ­ლის­კენ და შემ­დეგ გო­ნე­ბა და­კარ­გა. მა­მა­მის­საც გა­უ­გო­ნია სრო­ლის ხმა და გა­მო­სუ­ლა გა­რეთ ამ ხმა­ზე. მკვლელს მი­მალ­ვა არ უც­დია, და­კა­ვე­ბუ­ლია..." - აცხა­დებს მე­ზო­ბე­ლი.

სოსო სი­ბაშ­ვი­ლი, სო­ფელ ვე­ჯი­ნის მკვიდ­რი:

"ვფიქ­რობ, რომ წი­ნას­წარ ჰონ­და გან­ზრა­ხუ­ლი ამის გა­კე­თე­ბა. იჩხუ­ბეს თუ არა მა­ნამ­დე, არ ვიცი, მაგ­რამ თქვეს, რომ როცა მოკ­ლა, შემ­დეგ კარ­გა ხანს თა­ვის კარ­თან იდგა თო­ფი­თო. არ ვიცი, კი­დევ ვინ­მეს მოკ­ვლას აპი­რებ­და თუ რა იყო".

მომ­ხდარ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 96 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sos!
3

მკვლელობა ყოვლად გაუმართლებელია, მაგრამ როცა ადამიანი სამართალს ვერ პოულობს , ინსტაციიდან ინტამციამდე დადის , საკრებლოდან გამგეობამდე და რავიცი ათასი რამე კიდე, ვერავისგან ადეკვატურ პასუხს ვერ მიიღებს და იძულებულია სამართალი თვითონ აღასრულოს და ჩადის უდიდეს დანაშაულს! მაგასთან ერთად უნდა გაასამართლონ ისინიც სადაც სამართალი ვერ იპოვა, შენ ხარ ჩემი პატონი!

ჰმ ...
7

შემთხვევა ხომ უბედურებაა, ერთი დიდი უბედურება კიდევ კომენტარებში და შეფასებებშია.

 იმიტომაც მოიმატა ასეთმა შემთხვევებმა. 

კაცის კვლა და ქათმის კვლა ერთი გახდა. 

მერე იტყვიან ქრისტიანები ვართო და პირჯვარს დაიწერენ. 

ავტორი:

"მიწის გამო მომიკლა შვილი, ეს რა გამიკეთა..." - გურჯაანში სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელი მოკლეს: რას ამბობს მოკლულის მამა?

"მიწის გამო მომიკლა შვილი, ეს რა გამიკეთა..." - გურჯაანში სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელი მოკლეს: რას ამბობს მოკლულის მამა?

მკვლელობა გურჯაანში. 89 წლის კაცმა 35 წლის მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა. დანაშაული სოფელ ვეჯინში მოხდა. მოკლულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელი ბექა ჯანიაშვილი. ადგილობრივების ინფორმაციით, პენსიონერ მეზობელს და ჯანიაშვილს კონფლიქტი წლების განმავლობაში მიწის ნაკვეთის გამო ჰქონდა.

შემთხვევამდეც მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება სწორედ ამ მიზეზით მოხდა.

"წინდაწინ იყვნენ მომზადებულები, ჩაუსაფრდა და ისე მოკლა... მიწის გამო გვქონდა დავა, გამგეობაშიც იცოდნენ. მანამდე შვეხვდით, მკვლელის შვილმა თქვა, ვიღაცა უნდა მოკვდესო... მე ვუთხარი, რას ამბობ-მეთქი. ერთი გასოლის ხმა გავიგე, ვაიმე, შვილო ბექა, ხომ არ გესროლა - მეთქი, გავიქეცი და უკვე უკონტაქტო იყო, სულ სისხლიანი იყო, პულსი უკვე არ ესინჯებოდა. მიწის გამო მომიკლა შვილი, ეს რა გამიკეთა... სახელმწიფო ტერიტორია იყო, საერთო გზა გადიოდა ჩვენს ნაკვეთებს შორის. რა მეშველება მეორე შვილი დავკარგე..." - განაცხადა მოკლულის მამამ.

გარდაცვლილის მეზობელი მომხდარის შესახებ ჰყვება:

"ტერიტორიაზე ჰქონდათ დავა, ნუ დადიხარ, აქ ჩემი ტერიტორიააო. ბექას დიდი მანქანა ჰქონდა, შემოდიოდა ხოლმე და თივას დებდა იმ ადგილას, რომელზეც მეზობელი ეუბნებოდა, რომ ჩემი ტერიტორიააო. ბოლოს გაუბა ღობე, რათა არ გადასულიყო იქეთ მხარეს. მოვიდა ბექა და ღობის გახსნას აპირებდა, რომ გასულიყო და თივა დაედო. ეს კაცი ჩასაფრებული ყოფილა. ამოიღო თოფი და ესროლა. ბექამ ცოტა მანძილი ფეხით გაიარა თავისი სახლისკენ და შემდეგ გონება დაკარგა. მამამისსაც გაუგონია სროლის ხმა და გამოსულა გარეთ ამ ხმაზე. მკვლელს მიმალვა არ უცდია, დაკავებულია..." - აცხადებს მეზობელი.

სოსო სიბაშვილი, სოფელ ვეჯინის მკვიდრი:

"ვფიქრობ, რომ წინასწარ ჰონდა განზრახული ამის გაკეთება. იჩხუბეს თუ არა მანამდე, არ ვიცი, მაგრამ თქვეს, რომ როცა მოკლა, შემდეგ კარგა ხანს თავის კართან იდგა თოფითო. არ ვიცი, კიდევ ვინმეს მოკვლას აპირებდა თუ რა იყო".

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.