პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმის გაზრდა იგეგმება: რას ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილება და რა სანქციებია განსაზღვრული კანონდრღვევისთვის
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმის გაზრდა იგეგმება: რას ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილება და რა სანქციებია განსაზღვრული კანონდრღვევისთვის

მმარ­თვე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა აკუს­ტი­კუ­რი ხმა­უ­რის და­საშ­ვე­ბი ნორ­მე­ბის გა­და­მე­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ დარ­ღვე­ვებ­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­და­ხედ­ვას გეგ­მავს.

"ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი ინი­ცი­რე­ბის­თვის მზად არის, რო­მე­ლიც ბი­უ­როს 4 სექ­ტემ­ბრის სხდო­მა­ზე წა­რედ­გი­ნე­ბა.

ცვლი­ლე­ბა კო­დექ­სის 77/1 მუხ­ლში შე­დის. კერ­ძოდ, დრო­ის ნე­ბის­მი­ერ მო­ნაკ­ვეთ­ში სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი/სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის შე­ნო­ბა­ში აკუს­ტი­კუ­რი ხმა­უ­რის და­საშ­ვე­ბი ნორ­მე­ბის გა­და­მე­ტე­ბა პირ­ვე­ლი­ვე შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 150 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­წარ­მის შემ­თხვე­ვა­ში, 1500 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რი­მე­ბას.

გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა ფი­ზი­კურ პი­რებ­ზე 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით იქ­ნე­ბა, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­წარ­მის შემ­თხვე­ვა­ში - 5000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

ამის შემ­დეგ, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სახ­დელ­და­დე­ბუ­ლი პი­რის მიერ იმა­ვე ქმე­დე­ბის მე­სა­მე და ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო ჩა­დე­ნა, ფი­ზი­კუ­რი პი­რი­სათ­ვის გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­წარ­მის შემ­თხვე­ვა­ში 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტორ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­სე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კა ამ ტი­პის სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვებ­თან მი­მარ­თე­ბით შემ­დე­გია: - 2021 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით შედ­გა 148 ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა ოქმი, 2022 წელს ეს რა­ო­დე­ნო­ბა 253-მდე გა­ი­ზარ­და, რაც შე­ე­ხე­ბა მიმ­დი­ნა­რე, 2023 წლის მო­ნა­ცე­მებს, მხო­ლოდ იან­ვა­რი-ივ­ლი­სის თვის ჩათ­ვლით, შედ­გე­ნი­ლია 344 სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქმი.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი ცხად­ყოფს, რომ არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის ფონ­ზე, დამ­რღვე­ვი პი­რე­ბი დად­გე­ნილ ჯა­რი­მებს არ ერი­დე­ბი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, პრობ­ლე­მის აღ­მო­ფხვრის ეფექ­ტუ­რი გზა და­წე­სე­ბუ­ლი ჯა­რი­მე­ბის გო­ნივ­რულ რა­ო­დე­ნო­ბამ­დე გაზ­რდაა, რა­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლია უფრო ეფექ­ტუ­რი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღოს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში.

"ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტე­ბი არი­ან.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაიკო
0

მანქანების სამრეცხაოებზე თუ მოქმედებს ეგ კანონი?მთელი ღამე რო გამწარებულიგვაქ მაგათ ხმაურში შუა სოფლებშიც კი სადღეღამისოები გახსნეს

ნია
1

გზაზე ხმაური როგორ გაკონტროლდება. ერთი ნატახტარში იცხოვრეთ ტრაილერების და მანქანების ხმაურში 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმის გაზრდა იგეგმება: რას ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილება და რა სანქციებია განსაზღვრული კანონდრღვევისთვის

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმის გაზრდა იგეგმება: რას ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილება და რა სანქციებია განსაზღვრული კანონდრღვევისთვის

მმართველი უმრავლესობა აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გადახედვას გეგმავს.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესაბამისი ცვლილებების პროექტი ინიცირებისთვის მზად არის, რომელიც ბიუროს 4 სექტემბრის სხდომაზე წარედგინება.

ცვლილება კოდექსის 77/1 მუხლში შედის. კერძოდ, დროის ნებისმიერ მონაკვეთში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, 1500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკურ პირებზე 500 ლარის ოდენობით იქნება, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 5000 ლარის ოდენობით.

ამის შემდეგ, ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენა, ფიზიკური პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 10 000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის ინიციატორთა ინფორმაციით, არსებული სტატისტიკა ამ ტიპის სამართალდარღვევებთან მიმართებით შემდეგია: - 2021 წლის მონაცემებით შედგა 148 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, 2022 წელს ეს რაოდენობა 253-მდე გაიზარდა, რაც შეეხება მიმდინარე, 2023 წლის მონაცემებს, მხოლოდ იანვარი-ივლისის თვის ჩათვლით, შედგენილია 344 სამართალდარღვევის ოქმი.

"აღნიშნული ცხადყოფს, რომ არსებული რეგულაციის ფონზე, დამრღვევი პირები დადგენილ ჯარიმებს არ ერიდებიან. შესაბამისად, პრობლემის აღმოფხვრის ეფექტური გზა დაწესებული ჯარიმების გონივრულ რაოდენობამდე გაზრდაა, რამაც შესაძლებელია უფრო ეფექტური პრევენციული ხასიათი მიიღოს", - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების ინიციატორები "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან.