ავტორი:

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ სახელმწიფო სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის მზად არის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ  სახელმწიფო  სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის მზად არის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" მზად არის, მევენახე ფერმერებისგან მიიღოს და გადაამუშავოს სეტყვით დაზიანებული ყურძენი და 1 კილოგრამში 0.90 ლარი გადაუხადოს.

უწყების ინფორმაციით, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა.

"რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.

სახელმწიფო არ დატოვებს მევენახე-ფერმერებს სტიქიით მიყინებული ზარალის პირისპირ მარტო და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ: