რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მთავარმა სამმართველომ რუსეთის სახალხო არტისტის, ლია ახეჯაკოვას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მას რუსული არმიის "დისკრედიტაციაში“ ადანაშაულებენ - ამის შესახებ ინფორმაციას TASS-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ მსახიობმა ივნისი ბოლოს ბრემენში სპექტაკლში "ჩემი შვილიშვილი ბენიამინი" ითამაშა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ სცენაზე უკრაინის დროშით გამოჩნდა.
შედეგად, რუსეთის უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალურმა სამსახურმა 85 წლის მსახიობის წინააღმდეგ რუსული არმიის "დისკრედიტაციისთვის“, ღალატის მუხლით, საქმის აღძვრა და მისთვის ყველა ჯილდოს ჩამორთმევა მოითხოვა.
ასევე იხილეთ: