ავტორი:

"მუშტისხელა სეტყვა მოდის" - სტიქია თელავში: სეტყვამ რამდენიმე სოფლის მოსახლეობა დააზარალა (ვიდეო)

"მუშტისხელა სეტყვა მოდის" - სტიქია თელავში: სეტყვამ რამდენიმე სოფლის მოსახლეობა დააზარალა (ვიდეო)

კახეთში სეტყვამ და ქარიშხალმა რამდენიმე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზიანა, მათ შორის, თელავი, ახმეტა, ყვარელი და გურჯაანი.

ადგილობრივების თქმით, სეტყვა და ძლიერი ქარი დაახლოებით, 20 წუთს გრძელდებოდა.

განადგურებულია ვენახების ნაწილი, საზამთროს და ნესვის ბაღები. ასევე, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ელექტრო გადამცემი ხაზები დააზიანა.

"მუშტისხელა სეტყვა მოდის" - აცხადებს ადგილობრივი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.