მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს გოგოსთვის განსაკუთრებით რთულია..." - სად არიან ზელენსკის შვილები და რას ჰყვება ოლენა ზელენსკა 19 წლის ქალიშვილისა და 10 წლის ვაჟის შესახებ
"ეს  გოგოსთვის განსაკუთრებით რთულია..." - სად არიან ზელენსკის შვილები  და რას ჰყვება ოლენა ზელენსკა 19 წლის ქალიშვილისა და 10 წლის ვაჟის შესახებ

სად არი­ან ახლა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის შვი­ლე­ბი, სად სწავ­ლო­ბენ და რა­ტომ არ ჩნდე­ბი­ან სა­ჯა­რო სივ­რცე­ში უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის შემ­დეგ? რას ამ­ბობს პირ­ვე­ლი ლედი, ოლე­ნა ზე­ლენ­სკა ბავ­შვებ­ზე და პრე­ზი­დენ­ტი მამა - ამ თე­მა­ზე უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ა­ში ვრცე­ლი სტა­ტია ქვეყ­ნდე­ბა.

სად არი­ან უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლე­ბი? - ეს კი­თხვა ყო­ველ­თვის ჰქონ­დათ უკ­რა­ი­ნე­ლებს, თუმ­ცა ახლა კი­დევ უფრო დიდი ინ­ტე­რე­სია ამ თე­მის მი­მართ, რად­გან ზო­გი­ერ­თმა ბიზ­ნეს­მენ­მა და პო­ლი­ტი­კოს­მა, რო­მელ­თაც ზრდას­რუ­ლი ვა­ჟე­ბი ჰყავ­დათ, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს იმის­თვის, რათა შვი­ლე­ბი ფრონტზე არ მოხ­ვედ­რი­ლიყ­ვნენ. ცნო­ბი­ლია, რომ ბევ­რმა შვი­ლებს უკა­ნო­ნოდ, ყალ­ბი სა­ბუ­თე­ბით გა­და­აკ­ვე­თი­ნა სა­ზღვა­რი.

  • თუმ­ცა რო­გორც უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერს, იგი­ვე არ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ზე­ლენ­სკის შვი­ლებ­ზე, 10 წლის ვაჟ­ზე, კი­რილ­სა და 19 წლის ქა­ლიშ­ვილ ალექ­სან­დრა­ზე. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს თემა თა­ვად ზე­ლენ­სკის ოჯა­ხის­თვის ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლია.

"მე მიყ­ვარს ისი­ნი და რა თქმა უნდა - ჩემი მე­უღ­ლე. ჩემი შვი­ლე­ბი ჩემ­თვის მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. მათ ხში­რად არ ვნა­ხუ­ლობ. სა­ერ­თოდ ვერ ვხე­დავ", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა ერთ-ერთ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

ზე­ლენ­სკის შვი­ლე­ბის შე­სა­ხებ ცოტა რამ არის ცნო­ბი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის და­წყე­ბამ­დე, უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბო­და.

ახლა ალექ­სან­დრას შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბი უახ­ლო­ეს­მა მე­გობ­რებ­მაც კი არ იცი­ან.

ზე­ლენ­სკიმ ომის და­წყე­ბის მე­ო­რე დღეს თქვა, რომ მის­მა ოჯახ­მა არ და­ტო­ვა უკ­რა­ი­ნა, მაგ­რამ ისი­ნი უსაფრ­თხო ად­გი­ლას არი­ან, რად­გან პრე­ზი­დენ­ტის ოჯა­ხი მტრის ნო­მერ მე­ო­რე სა­მიზ­ნეა (პირ­ველს უწო­დე­ბენ სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­ურს).

მა­შინ მთელ ოჯახს აუკ­რძა­ლეს ინ­ტერ­ნე­ტით და ზო­გა­დად, ტე­ლე­ფო­ნე­ბით სარ­გებ­ლო­ბა. რო­დე­საც უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი შემ­სუ­ბუქ­და, ალექ­სან­დრა მა­ინც არ დაბ­რუ­ნე­ბია სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბას. იმის შე­სა­ხებ, თუ სად არი­ან ახლა ის და მისი ძმა, მშობ­ლე­ბი მოკ­ლე ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში სა­უბ­რო­ბენ. კერ­ძოდ, გერ­მა­ნუ­ლი გა­ზეთ Bild-ის ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში ზე­ლენ­სკიმ გულ­წრფე­ლად უპა­სუ­ხა კი­თხვას, გა­იყ­ვა­ნა თუ არა თა­ვი­სი შვი­ლე­ბი ქვეყ­ნი­დან სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის დროს.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, მისი ქა­ლიშ­ვი­ლი და ვაჟი, მი­უ­ხე­და­ვად არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, უკ­რა­ი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

"ჩემი შვი­ლე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში არი­ან, ჩემი ვაჟი 10 წლი­საა და უკ­რა­ი­ნა­შია, სა­ზღვარ­გა­რე­თაც შე­იძ­ლე­ბო­და წაყ­ვა­ნა, მაგ­რამ არც მე და არც ჩემი ცოლი ამა­ზე არც ვფიქ­რობთ. სა­ნამ სხვა ბავ­შვე­ბი კვდე­ბი­ან, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ უნდა წა­ვიდ­ნენ და გა­ი­რუ­ჯონ სა­ნა­პი­რო­ზე? ეს იქ­ნე­ბა უსა­მარ­თლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა.

  • რა არის ცნო­ბი­ლი ზე­ლენ­სკის ქა­ლიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ?

ცოტა ხნის წინ ალექ­სან­დრამ 19 წლის იუ­ბი­ლე აღ­ნიშ­ნა. გო­გო­ნამ უარი თქვა უცხო­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბა­ზე და ახლა დე­და­ქა­ლა­ქის ერთ-ერთ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლობს. ოლე­ნა ზე­ლენ­სკამ BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ქა­ლიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე, მომ­ზა­დე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა:

"ყვე­ლა­ზე რთუ­ლი, ვფიქ­რობ, ქა­ლიშ­ვი­ლის­თვის ბოლო თვე­ე­ბი იყო, რად­გან სკო­ლა და­ამ­თავ­რა და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა და სა­ერ­თოდ, ეს ის ასა­კია, როცა გო­გოს­თვის რთუ­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლია ახლა, ამ პი­რო­ბებ­ში. თა­ვი­დან ვნერ­ვი­უ­ლობ­დით სკო­ლის დას­რუ­ლე­ბა­ზე, შემ­დეგ ყვე­ლა გა­მოც­და­ზე, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა, მერე ვნერ­ვი­უ­ლობ­დით, რა იქ­ნე­ბო­და, რო­გორ აღიქ­ვამ­დნენ მას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, გა­სა­გე­ბია, რომ ყვე­ლა მიხ­ვდე­ბა, ვინ არის მისი მამა. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მის­თვის ეს და­ძა­ბუ­ლო­ბა ჩა­ცხრა, რად­გან იპო­ვა მე­გობ­რე­ბი და დიდი შთა­გო­ნე­ბით და­ი­წყო სწავ­ლა. მას მოს­წონს ეს პრო­ცე­სი", - ამ­ბობს უკ­რა­ი­ნის პირ­ვე­ლი ლედი.

  • რა არის ცნო­ბი­ლი ზე­ლენ­სკის ვა­ჟის შე­სა­ხებ?

პრე­ზი­დენ­ტის უმ­ცრო­სი შვი­ლის შე­სა­ხებ კი­დევ უფრო ცო­ტაა ცნო­ბი­ლი, ის სკო­ლის მოს­წავ­ლეა. ომის და­წყე­ბამ­დე დე­და­ქა­ლა­ქის ერთ-ერთ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რის თქმით, ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში არ იგ­რძნო­ბო­და, რომ მათ სკო­ლა­ში პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლე­ბი სწავ­ლობ­დნენ.

"ჩემი შვი­ლის­თვის ახლა ალ­ბათ უფრო რთუ­ლია, ვიდ­რე ორი წლის წინ იყო, რად­გან ის იზ­რდე­ბა, მას ეს­მის იმ ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვის, რო­მელ­საც მა­მა­მი­სი აწყდე­ბა. ადრე მხო­ლოდ მი­სით ამა­ყობ­და. რო­დე­საც ვო­ლო­დი­მი­რი პრე­ზი­დენ­ტი გახ­და, (შვი­ლი - რედ.) უბ­რა­ლოდ ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო ჩვენს ოჯახ­ში, რად­გან მა­მას ჩემ­პი­ო­ნად აღიქ­ვამ­და. არ ეს­მო­და, რომ ამის შემ­დეგ მამა სახ­ლში თით­ქმის აღარ იქ­ნე­ბო­და, რომ უფრო გა­უ­ჭირ­დე­ბო­და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა", - გა­ნა­ცხა­და პირ­ველ­მა ლე­დიმ.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
11

იიი, ლატომ იბძვიშ უკრაინა?! აბა, რა უნდა ქნას? თქვენ თუ არაფრის თავი არ გაქვთ, სხვის ბრძოლას მაინც ნუ გაუფასურებთ.

მინდია
10

სლავა უკრაინისტებო, გადახედეთ ლაიქებს და მიხვდებით ქართველი ხალხის განწყობას. მგონი, დასავლეთის მხარდამჭერების და გულაცრუებულების ბალანსიც ასევე გამოიყურება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ეს გოგოსთვის განსაკუთრებით რთულია..." - სად არიან ზელენსკის შვილები და რას ჰყვება ოლენა ზელენსკა 19 წლის ქალიშვილისა და 10 წლის ვაჟის შესახებ

"ეს  გოგოსთვის განსაკუთრებით რთულია..." - სად არიან ზელენსკის შვილები  და რას ჰყვება ოლენა ზელენსკა 19 წლის ქალიშვილისა და 10 წლის ვაჟის შესახებ

სად არიან ახლა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შვილები, სად სწავლობენ და რატომ არ ჩნდებიან საჯარო სივრცეში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ? რას ამბობს პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა ბავშვებზე და პრეზიდენტი მამა - ამ თემაზე უკრაინულ მედიაში ვრცელი სტატია ქვეყნდება.

სად არიან უკრაინის პრეზიდენტის შვილები? - ეს კითხვა ყოველთვის ჰქონდათ უკრაინელებს, თუმცა ახლა კიდევ უფრო დიდი ინტერესია ამ თემის მიმართ, რადგან ზოგიერთმა ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა, რომელთაც ზრდასრული ვაჟები ჰყავდათ, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა შვილები ფრონტზე არ მოხვედრილიყვნენ. ცნობილია, რომ ბევრმა შვილებს უკანონოდ, ყალბი საბუთებით გადააკვეთინა საზღვარი.

  • თუმცა როგორც უკრაინული მედია წერს, იგივე არ შეიძლება ითქვას ზელენსკის შვილებზე, 10 წლის ვაჟზე, კირილსა და 19 წლის ქალიშვილ ალექსანდრაზე. სინამდვილეში, ეს თემა თავად ზელენსკის ოჯახისთვის ყველაზე მტკივნეულია.

"მე მიყვარს ისინი და რა თქმა უნდა - ჩემი მეუღლე. ჩემი შვილები ჩემთვის მთავარი ადამიანები არიან. მათ ხშირად არ ვნახულობ. საერთოდ ვერ ვხედავ", - განაცხადა პრეზიდენტმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე.

ზელენსკის შვილების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, უფროსი ქალიშვილის შესახებ ინფორმაციის მოპოვება სოციალური ქსელის საშუალებითაც შეიძლებოდა.

ახლა ალექსანდრას შესახებ დეტალები უახლოესმა მეგობრებმაც კი არ იციან.

ზელენსკიმ ომის დაწყების მეორე დღეს თქვა, რომ მისმა ოჯახმა არ დატოვა უკრაინა, მაგრამ ისინი უსაფრთხო ადგილას არიან, რადგან პრეზიდენტის ოჯახი მტრის ნომერ მეორე სამიზნეა (პირველს უწოდებენ სახელმწიფოს მეთაურს).

მაშინ მთელ ოჯახს აუკრძალეს ინტერნეტით და ზოგადად, ტელეფონებით სარგებლობა. როდესაც უსაფრთხოების ზომები შემსუბუქდა, ალექსანდრა მაინც არ დაბრუნებია საზოგადოებრივ ცხოვრებას. იმის შესახებ, თუ სად არიან ახლა ის და მისი ძმა, მშობლები მოკლე ინტერვიუებში საუბრობენ. კერძოდ, გერმანული გაზეთ Bild-ის ჟურნალისტებთან საუბარში ზელენსკიმ გულწრფელად უპასუხა კითხვას, გაიყვანა თუ არა თავისი შვილები ქვეყნიდან სრულმასშტაბიანი ომის დროს.

პრეზიდენტის თქმით, მისი ქალიშვილი და ვაჟი, მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, უკრაინაში იმყოფებიან.

"ჩემი შვილები უკრაინაში არიან, ჩემი ვაჟი 10 წლისაა და უკრაინაშია, საზღვარგარეთაც შეიძლებოდა წაყვანა, მაგრამ არც მე და არც ჩემი ცოლი ამაზე არც ვფიქრობთ. სანამ სხვა ბავშვები კვდებიან, ჩვენი შვილები საზღვარგარეთ უნდა წავიდნენ და გაირუჯონ სანაპიროზე? ეს იქნება უსამართლობა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

  • რა არის ცნობილი ზელენსკის ქალიშვილის შესახებ?

ცოტა ხნის წინ ალექსანდრამ 19 წლის იუბილე აღნიშნა. გოგონამ უარი თქვა უცხოურ უნივერსიტეტში ჩაბარებაზე და ახლა დედაქალაქის ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს. ოლენა ზელენსკამ BBC-სთან ინტერვიუში ქალიშვილის ცხოვრების ახალ ეტაპზე, მომზადებისა და გამოცდილების შესახებ ისაუბრა:

"ყველაზე რთული, ვფიქრობ, ქალიშვილისთვის ბოლო თვეები იყო, რადგან სკოლა დაამთავრა და უნივერსიტეტში ჩააბარა და საერთოდ, ეს ის ასაკია, როცა გოგოსთვის რთულია. განსაკუთრებით რთულია ახლა, ამ პირობებში. თავიდან ვნერვიულობდით სკოლის დასრულებაზე, შემდეგ ყველა გამოცდაზე, რომელიც წარმატებით ჩააბარა, მერე ვნერვიულობდით, რა იქნებოდა, როგორ აღიქვამდნენ მას უნივერსიტეტში, გასაგებია, რომ ყველა მიხვდება, ვინ არის მისი მამა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მისთვის ეს დაძაბულობა ჩაცხრა, რადგან იპოვა მეგობრები და დიდი შთაგონებით დაიწყო სწავლა. მას მოსწონს ეს პროცესი", - ამბობს უკრაინის პირველი ლედი.

  • რა არის ცნობილი ზელენსკის ვაჟის შესახებ?

პრეზიდენტის უმცროსი შვილის შესახებ კიდევ უფრო ცოტაა ცნობილი, ის სკოლის მოსწავლეა. ომის დაწყებამდე დედაქალაქის ერთ-ერთ სკოლაში სწავლობდა, დაწესებულების დირექტორის თქმით, ყოველდღიურ ცხოვრებაში არ იგრძნობოდა, რომ მათ სკოლაში პრეზიდენტის შვილები სწავლობდნენ.

"ჩემი შვილისთვის ახლა ალბათ უფრო რთულია, ვიდრე ორი წლის წინ იყო, რადგან ის იზრდება, მას ესმის იმ ყველა გამოწვევის, რომელსაც მამამისი აწყდება. ადრე მხოლოდ მისით ამაყობდა. როდესაც ვოლოდიმირი პრეზიდენტი გახდა, (შვილი - რედ.) უბრალოდ ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო ჩვენს ოჯახში, რადგან მამას ჩემპიონად აღიქვამდა. არ ესმოდა, რომ ამის შემდეგ მამა სახლში თითქმის აღარ იქნებოდა, რომ უფრო გაუჭირდებოდა მასთან ურთიერთობა", - განაცხადა პირველმა ლედიმ.