პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ისტორიული შესაძლებლობაა" - რა განცხადებას ავრცელებს ევროპული საბჭო შარლ მიშელისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შემდეგ
"ეს ისტორიული შესაძლებლობაა" - რა განცხადებას ავრცელებს ევროპული საბჭო შარლ მიშელისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შემდეგ

"სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვის მი­ნი­ჭე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რო­მე­ლიც ხე­ლი­დან არ უნდა იქ­ნას გაშ­ვე­ბუ­ლი", - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში წე­რია.

"პრე­ზი­დენ­ტი მი­შე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ბრი­უ­სელ­ში 2023 წლის 1 სექ­ტემ­ბერს შეხ­ვდა. ლი­დე­რებ­მა ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­ნი­ხი­ლეს ისე­ვე, რო­გორც რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე უფრო ფარ­თო მოვ­ლე­ნე­ბი და უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის ომის შე­დე­გი სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­სა და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის­თვის.

პრე­ზი­დენ­ტმა მი­შელ­მა ხაზი გა­უს­ვა ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს მიერ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­გორც ის­ტო­რი­ულ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც ხე­ლი­დან არ უნდა იქ­ნას გაშ­ვე­ბუ­ლი.

მან გა­ი­მე­ო­რა ევ­რო­კავ­ში­რის ერ­თგუ­ლე­ბა, მხა­რი და­უ­ჭი­როს სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვის ევ­რო­პულ გზა­ზე. მან ასე­ვე ხაზი გა­უს­ვა ქვეყ­ნის სა­ჭი­რო­ე­ბას კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვოს რე­ფორ­მე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­მარ­თლის, დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის, კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლი­სა და მე­დი­აპ­ლუ­რა­ლიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც ახლა არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა. დე­პო­ლა­რი­ზა­ცია და ინ­კლუ­ზი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა ასე­ვე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა.

პრე­ზი­დენ­ტი მი­შე­ლი ქე­ბით შეხ­ვდა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვის პროგ­რე­სი­სად­მი პი­რად ერ­თგუ­ლე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით და­ფას­და ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს დღის წეს­რიგ­ზე მისი ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ფო­კუ­სი და მისი როლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო გან­ხილ­ვებ­ში, პი­როვ­ნე­ბის შე­წყა­ლე­ბის უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში, რა­მაც ხელი შე­უ­წყო დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ას. პრე­ზი­დენ­ტმა მი­შელ­მა კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა ევ­რო­კავ­ში­რის ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სად­მი მის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში. მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ევ­რო­კავ­ში­რი რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მდგრა­დო­ბის გაზ­რდის ერ­თგუ­ლი“, - წე­რია ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეიი
6

გაგიჟდით? რა არის ისტორიული, სურათებით პოზიორობა? აბა სხვა რა, მოხდა რამე განსაკუთრებული და ვერ გავიგეთ???

k
42

1. პრემიერი აშშ-შია.

2. მოლაპარაკებები მიდის მიშას გათავისუფლებასა და ბიძოს ყადაღაზე.

3. გვაბოლებენ იმპიჩმენტით, რომ გარიგება გადაფარონ და სალომეს ხელით მიშა გამოუშვან.ვითომ დაიწყო ილმპიჩმენტისთვის ხმების აგროვება, ვითომ ნაცები ევაჭრებიან სალომეს და ქოცებს მიშად თაობაზე...

4. მიშა გამოდის, ბიძო იბრუნებს...

5. ნაცები მოვლენ სათავეში, იწყება ომი რუსეთთან და ყველა იმას იღებს, რაც უნდოდათ...

6. წაგებული რჩება ქვეყანა, მოგებული თქვენც იცით ვინც.

7. ღმერთის იმედი გვქონდეს?! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ეს ისტორიული შესაძლებლობაა" - რა განცხადებას ავრცელებს ევროპული საბჭო შარლ მიშელისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შემდეგ

"ეს ისტორიული შესაძლებლობაა" - რა განცხადებას ავრცელებს ევროპული საბჭო შარლ მიშელისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შემდეგ

"საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.

"პრეზიდენტი მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ბრიუსელში 2023 წლის 1 სექტემბერს შეხვდა. ლიდერებმა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს ისევე, როგორც რეგიონში მიმდინარე უფრო ფართო მოვლენები და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგი საქართველოსთვისა და სამხრეთ კავკასიისთვის.

პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას, როგორც ისტორიულ შესაძლებლობას, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული.

მან გაიმეორა ევროკავშირის ერთგულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს თავის ევროპულ გზაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის საჭიროებას კიდევ უფრო გააღრმავოს რეფორმები, განსაკუთრებით სამართლის, დეოლიგარქიზაციის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და მედიაპლურალიზმის მიმართულებით, რომლებიც ახლა არსებითი მნიშვნელობისაა. დეპოლარიზაცია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის მშენებლობა ასევე პრიორიტეტული მნიშვნელობისაა.

პრეზიდენტი მიშელი ქებით შეხვდა საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს ევროპული პერსპექტივის პროგრესისადმი პირად ერთგულებას. განსაკუთრებით დაფასდა ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგზე მისი ძლიერი პოლიტიკური ფოკუსი და მისი როლი საკანონმდებლო განხილვებში, პიროვნების შეწყალების უფლების გამოყენებაში, რამაც ხელი შეუწყო დეპოლარიზაციას. პრეზიდენტმა მიშელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს მდგრადობის გაზრდის ერთგული“, - წერია ევროპული საბჭოს განცხადებაში.