სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” შემოდგომის (სექტემბერ-ნოემბრის) ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” შემოდგომის (სექტემბერ-ნოემბრის) ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, “ის­ტო­რი­ა­ნის” შე­მოდ­გო­მის ნო­მე­რი #3 (129), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

  • სი­მენ­სე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო­ზე გა­მა­ვა­ლი ინ­დო­ევ­რო­პუ­ლი ტე­ლეგ­რა­ფი

XIX სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ტე­ლეგ­რა­ფო ის­ტო­რია უშუ­ა­ლოდ უკავ­შირ­დე­ბა ძმებ სი­მენ­სე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში ძმე­ბის მუ­შა­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი ამი­ერ­კავ­კა­სი­ას უკავ­შირ­დე­ბა. მათ ეს­მო­დათ, რო­გო­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა ჰქონ­და ტფი­ლისს, რო­გორც მთე­ლი კავ­კა­სი­ის ცენ­ტრს, ხოლო კავ­კა­სი­ას, რო­გორც ევ­რო­პი­სა და აზი­ის შე­მა­ერ­თე­ბელ რე­გი­ონს. ამი­ტომ მათ ჯერ კი­დევ XIX სა­უ­კუ­ნე­ში გან­სა­ზღვრეს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ოს­ტრა­ტე­გი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა და მისი, რო­გორც და­სავ­ლეთ­სა და აღ­მო­სავ­ლეთს შო­რის სა­ინ­ფორ­მა­ციო დე­რეფ­ნის და­მა­კავ­ში­რებ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი. ამი­ტო­მაც სი­მენ­სებ­მა, ვე­ნი­სა და სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის შემ­დეგ, თა­ვი­ან­თი ფირ­მის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ფი­ლი­ა­ლი სწო­რედ ტფი­ლის­ში და­ა­ფუძ­ნეს. მათ და­ი­ნა­ხეს, რომ ქვეყ­ნის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა შე­საძ­ლე­ბელს გახ­დი­და ტფი­ლი­სი­დან ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­სა და შო­რე­ულ ინ­დო­ეთ­თან კავ­ში­რის გაბ­მას. სი­მენ­სებ­მა ასე­ვე ფო­თი­სა და ბა­თუ­მის პორ­ტე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­მო­ი­ყე­ნეს სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტის­თვის.

ვერ­ნერ სი­მენ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­ჯერ (1865, 1868, 1890 წლებ­ში) ჩა­მო­ვი­და და შემ­დგომ და­წე­რა ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი “მო­გო­ნე­ბე­ბი“. წიგნ­ში მო­ცე­მუ­ლია კავ­კა­სი­ის რუკა, რო­მელ­ზეც და­ტა­ნი­ლია ინ­დო­ევ­რო­პუ­ლი ტე­ლეგ­რა­ფის სქე­მა. რუ­კა­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლია სო­ხუმ­სა და ქერჩს შო­რის ჩა­დე­ბუ­ლი წყალ­ქვე­შა სა­ტე­ლეგ­რა­ფო კა­ბე­ლი და სო­ხუ­მი­დან თბი­ლის­ზე გავ­ლით ჯულ­ფამ­დე მი­მა­ვა­ლი სა­ტე­ლეგ­რა­ფო ტრა­სა. ავ­ტო­რი დაწ­ვრი­ლე­ბით წერს ინ­დო­ევ­რო­პუ­ლი ტე­ლეგ­რა­ფის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში, შავ ზღვა­ში კა­ბე­ლის გაყ­ვა­ნის სა­მუ­შა­ო­ებ­ზე; გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გილს უთ­მობს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს - სო­ხუ­მის, ფო­თის, ქუ­თა­ი­სის, თბი­ლი­სი­სა და კა­ხე­თის მდე­ბა­რე­ო­ბი­სა და ბუ­ნე­ბის აღ­წე­რას...

  • გე­რის წმინ­და გი­ორ­გის სა­ლო­ცა­ვი და გე­რის­თო­ბა

ქარ­თულ სო­ფელ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლად უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იყო ხალ­ხუ­რი სა­სოფ­ლო დღე­ო­ბა-დღე­სას­წა­უ­ლე­ბი. ქარ­თლში თი­თო­ე­ულ სო­ფელს მამა-პა­პი­დან გად­მო­ცე­მუ­ლი თა­ვი­სი დღე­ო­ბა ჰქონ­და. ერთი ასე­თი დღე­ო­ბა გე­რის­თო­ბაა. მთელ ქარ­თლში დიდი ძა­ლი­სა და რწმე­ნის სა­ლო­ცა­ვია გერი - გე­რის წმინ­და გი­ორ­გი და დღე­ო­ბა. გერი და გე­რის­თო­ბა დიდი რწმე­ნი­სა და შთა­გო­ნე­ბის მოვ­ლე­ნა იყო. მისი ძალა ზემო იმე­რეთ­ში, გარე კა­ხეთ­სა და სხვა კუ­თხე­ებ­შიც გა­და­დი­ო­და.

გე­რის­თო­ბა შიდა ქარ­თლის რამ­დე­ნი­მე მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლის ყო­ველ­წლი­უ­რი, ტრა­დი­ცი­უ­ლი დღე­ო­ბა იყო და არის. ეს სოფ­ლე­ბია: არბო, ქორ­დი, დიცი, მე­რე­თი და ქსუ­ი­სი. გე­რის­თო­ბას სამი სწო­რი ჰქონ­და: თავ­გე­რის­თო­ბა, რო­მე­ლიც მა­რი­ა­მო­ბის შემ­დგომ კვი­რას მო­დი­ო­და; შუ­ა­გე­რის­თო­ბა, სექ­ტემ­ბრის პირ­ველ კვი­რას. ეს უკვე ნახ­სე­ნე­ბი სოფ­ლე­ბის სა­სოფ­ლო დღე­ო­ბა იყო და ბოლო გე­რის­თო­ბა - მე­სა­მე კვი­რას.

XIX სა­უ­კუ­ნე­ში გერ­ში სწი­რავ­და სა­სუ­ლი­ე­რო პირი ია­კობ ლო­მო­უ­რი. ლო­მო­უ­რე­ბი პა­ტა­რა ლი­ახ­ვის ხე­ო­ბე­ლე­ბი არი­ან. ბო­ლოს სო­ფელ არ­ბო­ში სახ­ლობ­დნენ. წარ­მო­შო­ბით კი სო­ფე­ლი სა­თი­ხა­რი იყო მათი სამ­კვიდ­რო. ახლა სა­თი­ხა­რი ოსუ­რი სო­ფე­ლია... გე­რის სა­ლო­ცა­ვი, ეკ­ლე­სია გუ­დი­სის მთის სამ­ხრეთ კალ­თის თხემ­ზე, ყვა­ვილ-ბა­ლა­ხით მო­სილ ზე­გან­ზე მდე­ბა­რე­ობს. ზღვის დო­ნი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 2000 მეტ­რი­დან გად­მოჰ­ყუ­რებს შიდა ქარ­თლის ბარს. თით­ქმის 30 წე­ლი­წა­დია, ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა ვე­ღარ მი­დის გერ­ში მო­სა­ლო­ცად...

  • უძ­ვე­ლე­სი და­სუ­რა­თე­ბუ­ლი სა­ხა­რე­ბა ეთი­ო­პი­ა­შია

გა­რი­მას კო­დექ­სი ანუ გა­რი­მას ორი სა­ხა­რე­ბა უძ­ვე­ლე­სი შე­მო­ნა­ხუ­ლი ეთი­ო­პუ­რი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნე­ბია. ეს მა­ნუს­კრიპ­ტე­ბი ინა­ხე­ბა ეთი­ო­პი­ის ქა­ლაქ ადუ­ას მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე წმინ­და გა­რი­მას მო­ნას­ტერ­ში. ერთ-ერთი ხელ­ნა­წე­რი - გა­რი­მა 2 წარ­მო­ად­გენს ყვე­ლა­ზე ძველ ილუ­მი­ნი­რე­ბულ, ანუ ფე­რა­დი მი­ნი­ა­ტი­უ­რე­ბი­თა და ორ­ნა­მენ­ტე­ბით შემ­კულ ქრის­ტი­ა­ნულ მა­ნუს­კრიპტს. წიგ­ნე­ბი და­თა­რი­ღე­ბუ­ლია რა­დი­ო­ნახ­შირ­ბა­დუ­ლი ანა­ლი­ზით 330 და 650 წლებს შო­რის პე­რი­ო­დით. ძვე­ლე­თი­ო­პუ­რი აქ­სუ­მის სა­მე­ფო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა გახ­და, ვინც ქრის­ტი­ა­ნო­ბა მი­ი­ღო IV სა­უ­კუ­ნე­ში. მა­ნუს­კრიპ­ტე­ბი გა­რი­მა 1 და გა­რი­მა 2 სხვა­დას­ხვა კა­ლიგ­რა­ფი­ით არის გა­და­წე­რი­ლი, თუმ­ცა ერთ სტილ­შია შემ­კო­ბი­ლი. პირ­ველ წიგნ­ში 348 გვერ­დია, რო­მელ­თა­გან პირ­ვე­ლი 11 გვერ­დი მე­ტად მდიდ­რუ­ლად არის ილუსტრი­რე­ბუ­ლი. მე­ო­რე წიგ­ნი 322 გვერ­დის­გან შედ­გე­ბა, სა­დაც მი­ნი­ა­ტი­უ­რე­ბით ილუსტრი­რე­ბუ­ლია პირ­ვე­ლი 17. მათ შო­რის არის ოთხი მო­ცი­ქუ­ლი - მათე, მარ­კო­ზი, ლუკა და იო­ა­ნე. ასე­ვე, იე­რუ­სა­ლი­მის ტაძ­რის უჩ­ვე­უ­ლო გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა...

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

  • სი­ახ­ლე. ექ­ვთი­მეს შვი­ლო­ბი­ლი ლიდა, ანუ ციმ­ბი­რე­ლი თა­ყა­იშ­ვი­ლე­ბი
  • უცხო­ე­ლე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო. იდა პფა­ი­ფე­რის მოგ­ზა­უ­რო­ბა კავ­კა­სი­ა­ში (და­სას­რუ­ლი)
  • უცხო­უ­რი პრე­სა სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ. 1991 წლის 17 მარ­ტის სა­კავ­ში­რო რე­ფე­რენ­დუ­მი და სა­ქარ­თვე­ლო
  • უახ­ლე­სი ის­ტო­რია. რა ხდე­ბო­და ბრეჟნე­ვის მმარ­თვე­ლო­ბი­სას / ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ეროვ­ნუ­ლი ერ­თო­ბი­სა და თვით­შეგ­ნე­ბის დაც­ვის­თვის ბრძო­ლის ის­ტო­რი­ი­დან (1925-1975 წწ.)
  • ეთ­ნო­ლო­გია. მა­რი­ა­მო­ბა
  • ქარ­თვე­ლე­ბი უცხო­ეთ­ში. თა­მარ დე ლეტე-ვაჩ­ნა­ძე - “ერ­თგუ­ლი სა­კუ­თა­რი ფეს­ვე­ბი­სა” / მხატ­ვრი­სა და მო­ცეკ­ვა­ვის გრძე­ლი გზა აღი­ა­რე­ბის­კენ ბრა­ზი­ლი­ა­სა და საფ­რან­გეთ­ში (და­სას­რუ­ლი)
  • ის­ტო­რი­ის ლა­ბი­რინ­თებ­ში. მითი და სი­ნამ­დვი­ლე მსხვერ­პლშე­წირ­ვის შე­სა­ხებ
  • ქარ­თუ­ლი ალ­პი­ნიზ­მი - 100. მყინ­ვარწვერ­ზე ას­ვლის ნაც­ვლად
  • ბრძო­ლა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის. მე­ო­რე ზამ­თრის ლაშ­ქრო­ბა, ანუ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი არ ნებ­დე­ბი­ან!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” შემოდგომის (სექტემბერ-ნოემბრის) ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” შემოდგომის (სექტემბერ-ნოემბრის) ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” შემოდგომის ნომერი #3 (129), რომელშიც წაიკითხავთ:

  • სიმენსები და საქართველოზე გამავალი ინდოევროპული ტელეგრაფი

XIX საუკუნის საქართველოს სატელეგრაფო ისტორია უშუალოდ უკავშირდება ძმებ სიმენსების საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში. რუსეთის იმპერიაში ძმების მუშაობის დიდი ნაწილი ამიერკავკასიას უკავშირდება. მათ ესმოდათ, როგორი მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა ჰქონდა ტფილისს, როგორც მთელი კავკასიის ცენტრს, ხოლო კავკასიას, როგორც ევროპისა და აზიის შემაერთებელ რეგიონს. ამიტომ მათ ჯერ კიდევ XIX საუკუნეში განსაზღვრეს საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა და მისი, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის საინფორმაციო დერეფნის დამაკავშირებლის მნიშვნელოვანი როლი. ამიტომაც სიმენსებმა, ვენისა და სანქტ-პეტერბურგის შემდეგ, თავიანთი ფირმის ერთ-ერთი პირველი ფილიალი სწორედ ტფილისში დააფუძნეს. მათ დაინახეს, რომ ქვეყნის ადგილმდებარეობა შესაძლებელს გახდიდა ტფილისიდან ახლო აღმოსავლეთსა და შორეულ ინდოეთთან კავშირის გაბმას. სიმენსებმა ასევე ფოთისა და ბათუმის პორტების პოტენციალი გამოიყენეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქციის ექსპორტისთვის.

ვერნერ სიმენსი საქართველოში სამჯერ (1865, 1868, 1890 წლებში) ჩამოვიდა და შემდგომ დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი “მოგონებები“. წიგნში მოცემულია კავკასიის რუკა, რომელზეც დატანილია ინდოევროპული ტელეგრაფის სქემა. რუკაზე აღნიშნულია სოხუმსა და ქერჩს შორის ჩადებული წყალქვეშა სატელეგრაფო კაბელი და სოხუმიდან თბილისზე გავლით ჯულფამდე მიმავალი სატელეგრაფო ტრასა. ავტორი დაწვრილებით წერს ინდოევროპული ტელეგრაფის მშენებლობაზე საქართველოში, შავ ზღვაში კაბელის გაყვანის სამუშაოებზე; განსაკუთრებულ ადგილს უთმობს საქართველოში გატარებული დღეების შთაბეჭდილებებს - სოხუმის, ფოთის, ქუთაისის, თბილისისა და კახეთის მდებარეობისა და ბუნების აღწერას...

  • გერის წმინდა გიორგის სალოცავი და გერისთობა

ქართულ სოფელში ტრადიციულად უმნიშვნელოვანესი იყო ხალხური სასოფლო დღეობა-დღესასწაულები. ქართლში თითოეულ სოფელს მამა-პაპიდან გადმოცემული თავისი დღეობა ჰქონდა. ერთი ასეთი დღეობა გერისთობაა. მთელ ქართლში დიდი ძალისა და რწმენის სალოცავია გერი - გერის წმინდა გიორგი და დღეობა. გერი და გერისთობა დიდი რწმენისა და შთაგონების მოვლენა იყო. მისი ძალა ზემო იმერეთში, გარე კახეთსა და სხვა კუთხეებშიც გადადიოდა.

გერისთობა შიდა ქართლის რამდენიმე მეზობელი სოფლის ყოველწლიური, ტრადიციული დღეობა იყო და არის. ეს სოფლებია: არბო, ქორდი, დიცი, მერეთი და ქსუისი. გერისთობას სამი სწორი ჰქონდა: თავგერისთობა, რომელიც მარიამობის შემდგომ კვირას მოდიოდა; შუაგერისთობა, სექტემბრის პირველ კვირას. ეს უკვე ნახსენები სოფლების სასოფლო დღეობა იყო და ბოლო გერისთობა - მესამე კვირას.

XIX საუკუნეში გერში სწირავდა სასულიერო პირი იაკობ ლომოური. ლომოურები პატარა ლიახვის ხეობელები არიან. ბოლოს სოფელ არბოში სახლობდნენ. წარმოშობით კი სოფელი სათიხარი იყო მათი სამკვიდრო. ახლა სათიხარი ოსური სოფელია... გერის სალოცავი, ეკლესია გუდისის მთის სამხრეთ კალთის თხემზე, ყვავილ-ბალახით მოსილ ზეგანზე მდებარეობს. ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრიდან გადმოჰყურებს შიდა ქართლის ბარს. თითქმის 30 წელიწადია, ქართველი მოსახლეობა ვეღარ მიდის გერში მოსალოცად...

  • უძველესი დასურათებული სახარება ეთიოპიაშია

გარიმას კოდექსი ანუ გარიმას ორი სახარება უძველესი შემონახული ეთიოპური ხელნაწერი წიგნებია. ეს მანუსკრიპტები ინახება ეთიოპიის ქალაქ ადუას მახლობლად მდებარე წმინდა გარიმას მონასტერში. ერთ-ერთი ხელნაწერი - გარიმა 2 წარმოადგენს ყველაზე ძველ ილუმინირებულ, ანუ ფერადი მინიატიურებითა და ორნამენტებით შემკულ ქრისტიანულ მანუსკრიპტს. წიგნები დათარიღებულია რადიონახშირბადული ანალიზით 330 და 650 წლებს შორის პერიოდით. ძველეთიოპური აქსუმის სამეფო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, ვინც ქრისტიანობა მიიღო IV საუკუნეში. მანუსკრიპტები გარიმა 1 და გარიმა 2 სხვადასხვა კალიგრაფიით არის გადაწერილი, თუმცა ერთ სტილშია შემკობილი. პირველ წიგნში 348 გვერდია, რომელთაგან პირველი 11 გვერდი მეტად მდიდრულად არის ილუსტრირებული. მეორე წიგნი 322 გვერდისგან შედგება, სადაც მინიატიურებით ილუსტრირებულია პირველი 17. მათ შორის არის ოთხი მოციქული - მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე. ასევე, იერუსალიმის ტაძრის უჩვეულო გამოსახულება...

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • სიახლე. ექვთიმეს შვილობილი ლიდა, ანუ ციმბირელი თაყაიშვილები
  • უცხოელები და საქართველო. იდა პფაიფერის მოგზაურობა კავკასიაში (დასასრული)
  • უცხოური პრესა საქართველოს შესახებ. 1991 წლის 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმი და საქართველო
  • უახლესი ისტორია. რა ხდებოდა ბრეჟნევის მმართველობისას / ქართველი ხალხის ეროვნული ერთობისა და თვითშეგნების დაცვისთვის ბრძოლის ისტორიიდან (1925-1975 წწ.)
  • ეთნოლოგია. მარიამობა
  • ქართველები უცხოეთში. თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე - “ერთგული საკუთარი ფესვებისა” / მხატვრისა და მოცეკვავის გრძელი გზა აღიარებისკენ ბრაზილიასა და საფრანგეთში (დასასრული)
  • ისტორიის ლაბირინთებში. მითი და სინამდვილე მსხვერპლშეწირვის შესახებ
  • ქართული ალპინიზმი - 100. მყინვარწვერზე ასვლის ნაცვლად
  • ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. მეორე ზამთრის ლაშქრობა, ანუ უკრაინელები არ ნებდებიან!