ევროპარლამენტარი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით, აბსურდულ ნაბიჯად აფასებს.
"სრულიად აბსურდული ნაბიჯით, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას არ აქვს ინტერესი არც პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარების და არც საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ“, - წერს ევროპარლამენტარი.