სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შესაძლოა, მოხდეს იმ უკრაინელების ექსტრადიცია, რომლებიც საზღვარგარეთ სამხედრო სამსახურისათვის "უვარგისობის“ შესახებ ყალბი ცნობებით წავიდნენ" - დავით არახამია
"შესაძლოა, მოხდეს იმ უკრაინელების ექსტრადიცია, რომლებიც საზღვარგარეთ სამხედრო სამსახურისათვის "უვარგისობის“ შესახებ ყალბი ცნობებით წავიდნენ" - დავით არახამია

უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი­სათ­ვის „უვარ­გი­სო­ბის“ შე­სა­ხებ ყალ­ბი ცნო­ბე­ბი შე­ი­ძი­ნეს, ამის­თვის პა­სუხს აგე­ბენ და შე­საძ­ლოა, გან­ხორ­ცი­ელ­დეს იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ექ­სტრა­დი­ცია, რომ­ლე­ბიც სა­ზღვარ­გა­რეთ ასე­თი დო­კუ­მენ­ტე­ბით წა­ვიდ­ნენ, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნელ­მა დე­პუ­ტატ­მა, ფრაქ­ცია „ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით არა­ხა­მი­ამ გა­ნა­ცხა­და.

“ადა­მი­ა­ნებ­მა გა­და­ი­ხა­დეს 3000-დან 15 000 დო­ლა­რამ­დე, რათა მი­ე­ღოთ დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც მათ ჯარ­ში გაწ­ვე­ვას დრო­ე­ბით აფერ­ხებს ან სა­მუ­და­მოდ აჩე­რებს“, - აღ­ნიშ­ნა არა­ხა­მი­ამ.

მისი თქმით, მა­თე­მა­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზით შე­იძ­ლე­ბა დას­კვნის გა­კე­თე­ბა, რომ სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის დროს უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ხარ­ჯეს შე­სა­ბა­მი­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მოს­ყიდ­ვა­ზე.

კი­თხვა­ზე, თუ რა ბედი ეწე­ვათ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც ყალ­ბი ცნო­ბე­ბი შე­ი­ძი­ნეს, არა­ხა­მი­ამ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ მათ კა­ნო­ნით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რე­ბათ „ქრთა­მის მი­ცე­მის­თვის, დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ყალ­ბე­ბის­თვის, მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის­თვის თა­ვის არი­დე­ბის გამო“.

„მათ იყი­დეს ეს ცნო­ბე­ბი და ამ ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით წა­ვიდ­ნენ სა­ზღვარ­გა­რეთ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ახლა მათ­თან წვდო­მის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ვაძ­ლი­ე­რეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში (რუ­სე­თის გარ­და) ჩვენს სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს შე­უძ­ლი­ათ მო­ი­თხო­ვონ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის ექ­სტრა­დი­ცია და ჩა­მო­იყ­ვა­ნონ ისი­ნი უკ­რა­ი­ნა­ში, რათა შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­როთ“, - გა­ნა­ცხა­და არა­ხა­მი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგა
9

ქალებს არ შეეხო! კაცები წაიყვანე რამდენიც გინდა იმდენი!!!

მადი
6

ეს რატომ არ არის ფრონტის ხაზზე, არ შეგერგება....

ავტორი:

"შესაძლოა, მოხდეს იმ უკრაინელების ექსტრადიცია, რომლებიც საზღვარგარეთ სამხედრო სამსახურისათვის "უვარგისობის“ შესახებ ყალბი ცნობებით წავიდნენ" - დავით არახამია

"შესაძლოა, მოხდეს იმ უკრაინელების ექსტრადიცია, რომლებიც საზღვარგარეთ სამხედრო სამსახურისათვის "უვარგისობის“ შესახებ ყალბი ცნობებით წავიდნენ" - დავით არახამია

უკრაინელები, რომლებმაც სამხედრო სამსახურისათვის „უვარგისობის“ შესახებ ყალბი ცნობები შეიძინეს, ამისთვის პასუხს აგებენ და შესაძლოა, განხორციელდეს იმ მოქალაქეების ექსტრადიცია, რომლებიც საზღვარგარეთ ასეთი დოკუმენტებით წავიდნენ, - ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა.

“ადამიანებმა გადაიხადეს 3000-დან 15 000 დოლარამდე, რათა მიეღოთ დოკუმენტი, რომელიც მათ ჯარში გაწვევას დროებით აფერხებს ან სამუდამოდ აჩერებს“, - აღნიშნა არახამიამ.

მისი თქმით, მათემატიკური ანალიზით შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ სრულმასშტაბიანი მობილიზაციის დროს უკრაინის მოქალაქეებმა ათეულობით მილიონი დოლარი დახარჯეს შესაბამისი თანამდებობის პირების მოსყიდვაზე.

კითხვაზე, თუ რა ბედი ეწევათ იმ ადამიანებს, რომლებმაც ყალბი ცნობები შეიძინეს, არახამიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ კანონით პასუხისმგებლობა დაეკისრებათ „ქრთამის მიცემისთვის, დოკუმენტების გაყალბებისთვის, მობილიზაციისთვის თავის არიდების გამო“.

„მათ იყიდეს ეს ცნობები და ამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით წავიდნენ საზღვარგარეთ. სამართალდამცავებს ახლა მათთან წვდომის საშუალება არ აქვთ, მაგრამ მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების მიმართულება. ფაქტობრივად, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში (რუსეთის გარდა) ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ მოითხოვონ ასეთი ადამიანების ექსტრადიცია და ჩამოიყვანონ ისინი უკრაინაში, რათა შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროთ“, - განაცხადა არახამიამ.