ავტორი:

ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები რეპეტიტორთან მომზადების გარეშე მიიღო

ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები რეპეტიტორთან მომზადების გარეშე მიიღო

ნია შამათავა იმ იშვიათ აბიტურიენტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელმაც ეროვნულ გამოცდებში, რამდენიმე საგანში უმაღლესი შეფასება რეპეტიტორთან მომზადების გარეშე აიღო.

ნია მომავალ აბიტურიენტებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და იმ მთავარ ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც, მისი შეფასებით, წარმატებისთვის აუცილებელია.

"ვსწავლობ 143-ე საჯარო სკოლაში, წარმოშობით ვარ სამეგრელოდან, ვცხოვრობ თბილისში. ორ საგანში ქართულსა და მათემატიკაში ავიღე მაქიმალური ქულა მოუმზადებლად. დედაჩემი დაწყებითების მასწავლებელი იყო და ძალიან კარგი უნარები გამოგვიმუშავა. შემაყვარა სწავლა. ოქროს მედლოსანი ვარ, სკოლაში კარგად ვსწავლობდი. როცა ჩაბარების დრო დადგა, დადგა საკითხი, მოვმზადებულიყავით თუ არა. ჯერ ჩემმა დამ ჩააბარა 100%-იანი გრანტით მოუმზადებლად და მერე ჩემს მომზადებაზე აღარც დავფიქრებულვარ. ვიცოდი, რომ არ მინდოდა. მეთერთმეტე კლასში რომ გადავდიოდი, დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა. ორი ზაფხულის არდადეგები არ მომისვენია. თქვენ ასე არ ქნათ.

რეკომენდაციები ასეთია:

  • შეადგინეთ განრიგი
  • სწორ ლიტერატურასთან წვდომა უნდა გქონდეთ
  • მაქსიმალურად წამოიღეთ მასწავლებლიდან, რასაც გასწავლიან
  • თავდაჯერებულობა და ნებისყოფა აუცილებელია
  • სკოლაშიც თუ ისწავლით თავის დროზე, კარგი იქნება, რადგან ზოგად განათლებას გიყალიბებთ.

ავირჩიე სამედიცინო, რადგან რთულია, მაზოხისტი ხარო მეუბნებიან. სირთულები მომწონს. მაგრამ მხოლოდ სამედიცინო არ მინდა. ლექსებს ვწერ კარგად და წიგნის დაწერაზეც ვფიქრობ. ყველას გისურვებთ, რომ საკუთარი თავი გეპოვოთ," - ამბობს ნია შამათავა.