მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალა პუგაჩოვას რუსულ სასამართლოში უჩივიან
ალა პუგაჩოვას რუსულ სასამართლოში უჩივიან

რუ­სუ­ლი მე­დი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალა პუ­გა­ჩო­ვას კომ­პა­ნია "გა­ზპ­რომ მეჟ­რე­გი­ონ­გაზ­მა" მოს­კო­ვის გა­რე­უ­ბან­ში მდე­ბა­რე აგა­რაკ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გამო სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლა. საქ­მე შე­ე­ხე­ბა 15 000 რუბ­ლის გა­და­სა­ხადს, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 150 დო­ლა­რია.

ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ მომ­ღე­რალს სა­სა­მარ­თლო­ში უჩი­ვი­ან: მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ის­ში მის წი­ნა­აღ­მდეგ სოლ­ნეჩ­ნო­გორსკის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ქო­ნე­ბის მარ­თვის კო­მი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა საქ­მე აღ­ძრეს. სარ­ჩე­ლის თა­ნახ­მად, მომ­ღე­რალს 44,5 ათა­სი რუბ­ლი ემარ­თა სო­ფელ ბე­რეჟკ­ში მი­წის ნაკ­ვე­თის და­ქი­რა­ვე­ბის­თვის. 74 წლის პუ­გა­ჩო­ვა აღ­ნიშ­ნულ სარ­ჩე­ლებ­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თებს.

რუ­სე­თის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, მომ­ღე­რა­ლი სამ­შობ­ლო­ში მა­ის­ში ჩა­ვი­და მისი ახლო მე­გობ­რის, დი­ზა­ი­ნერ ვა­ლენ­ტინ იუ­დაშ­კი­ნის დაკ­რძალ­ვა­ზე.

პუ­გა­ჩო­ვას მე­გობ­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ის­რა­ელ­ში გა­და­ბარ­გე­ბულ პრი­მა­დო­ნას რუ­სე­თი ენატ­რე­ბა და ადრე თუ გვი­ან აუ­ცი­ლებ­ლად დაბ­რუნ­დე­ბა. მომ­ღერ­ლის ახლო მე­გო­ბარ­მა სტი­ლის­ტმა ჯორჯ რო­ვალსმა მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ მოვა დრო როცა შე­საძ­ლოა სოლო კონ­ცერ­ტიც კი გა­მარ­თოს.

"ის აუ­ცი­ლებ­ლად დაბ­რუნ­დე­ბა, მას სამ­შობ­ლო არ გა­უ­ყი­დია. დაბ­რუნ­დე­ბა და სა­კად­რის პა­სუხს გას­ცემს მათ, ვინც ამას იმ­სა­ხუ­რებს"

პუ­გა­ჩო­ვას ქმარ­მა მაქ­სიმ გალ­კი­ნი რამ­დე­ნი­მე დღით ადრე გა­ნა­ცხა­და, რომ მისი კონ­ცერ­ტე­ბი ყა­ზა­ხეთ­ში გა­უქ­მდა და ეს "სა­ხელ­მწი­ფო დო­ნე­ზე" გა­და­წყდა. მა­ნამ­დე ეს­ტო­ნეთ­შიც გა­უქ­მდა არ­ტის­ტის სპექ­ტაკ­ლი, რო­მე­ლიც სა­ჯა­როდ აკ­რი­ტი­კებს უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკო
13

სამუდამოსაც მიუსჯიან! ალას როგორც პიროვნებას ვერაფრით ვერ მოერივნენ! ვერც ელცინის დროს მითუმეტეს ვერც მანამდე! ეხლა 74 წლის ასაკში კიდევ ალას რომ ებრძვის პუტინის კლანი ეს იმაზე მეტყველენს ქალს რამხელა ავტორიტეტი აქვს ხალხში. აშავებენ მეორე წელია და მიზანი ნულოვანია.... ბრავო ბარისოვნა!

ანი
12

ალა გენიოსია❤️

ავტორი:

ალა პუგაჩოვას რუსულ სასამართლოში უჩივიან

ალა პუგაჩოვას რუსულ სასამართლოში უჩივიან

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალა პუგაჩოვას კომპანია "გაზპრომ მეჟრეგიონგაზმა" მოსკოვის გარეუბანში მდებარე აგარაკზე არსებული დავალიანების გამო სასამართლოში უჩივლა. საქმე შეეხება 15 000 რუბლის გადასახადს, რაც დაახლოებით 150 დოლარია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უცხოეთში მცხოვრებ მომღერალს სასამართლოში უჩივიან: მიმდინარე წლის მაისში მის წინააღმდეგ სოლნეჩნოგორსკის ადმინისტრაციის ქონების მართვის კომიტეტის წარმომადგენლებმა საქმე აღძრეს. სარჩელის თანახმად, მომღერალს 44,5 ათასი რუბლი ემართა სოფელ ბერეჟკში მიწის ნაკვეთის დაქირავებისთვის. 74 წლის პუგაჩოვა აღნიშნულ სარჩელებზე კომენტარს არ აკეთებს.

რუსეთის დატოვების შემდეგ, მომღერალი სამშობლოში მაისში ჩავიდა მისი ახლო მეგობრის, დიზაინერ ვალენტინ იუდაშკინის დაკრძალვაზე.

პუგაჩოვას მეგობრები ამტკიცებენ, რომ ისრაელში გადაბარგებულ პრიმადონას რუსეთი ენატრება და ადრე თუ გვიან აუცილებლად დაბრუნდება. მომღერლის ახლო მეგობარმა სტილისტმა ჯორჯ როვალსმა მედიასთან განაცხადა, რომ მოვა დრო როცა შესაძლოა სოლო კონცერტიც კი გამართოს.

"ის აუცილებლად დაბრუნდება, მას სამშობლო არ გაუყიდია. დაბრუნდება და საკადრის პასუხს გასცემს მათ, ვინც ამას იმსახურებს"

პუგაჩოვას ქმარმა მაქსიმ გალკინი რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ მისი კონცერტები ყაზახეთში გაუქმდა და ეს "სახელმწიფო დონეზე" გადაწყდა. მანამდე ესტონეთშიც გაუქმდა არტისტის სპექტაკლი, რომელიც საჯაროდ აკრიტიკებს უკრაინაში მიმდინარე ომს.