უკვე ოფიციალურად დადასტურდა რომ ევროპის ტო საფეხბურთო ლიგაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, საბა საზონოვი "ტორინოს" ფეხბურთელია.
ინფორმაციას კლუბი სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. საზაონოვის სატრანსფერო ფასი 3 მილიონი ევროა.
საბა საზონოვი სანქტ-პეტერბურგში გაიზარდა. მას დედა ქართველი ჰყავს - სამტრედიელი ნინო ნიშნიანიძე. მოსკოვის "დინამოში“ სათამაშოდ 2020 წელს გადავიდა სანქტ-პეტერბურგის "ზენიტიდან“ და რუსეთის ჩემპიონატის გასულ ათ ტურში, რვა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. 2022 წლის სექტემბრიდან კი საქართველოს ნაკრებში გადმოვიდა სათამაშოდ.
2022 წლის 17 ნოემბერს კი საქართველოს ნაკრებში საბა საზანოვის დებიუტი შედგა. საბა საზანოვს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. 2023 წლის აპრილში რუსულ გამოცემა Sport24-თან ინტერვიუში მშობლებზე ისაუბრა.
ახალგაზრდა ცენტრალური მცველის სიმაღლე 194 სანტიმეტრია, ევროპის ახალაგაზრდულ ჩემპიონატზე მისმა თამაშმა განსაკუთრებულად მაღალი შეფასება მიიღო.
ღმერთმა ინებოს, რომ ევროპის წამყვან გუნდებში ბევრი ქართველი ფეხბურთელი გვენახოს, ეს უდაოდ წაადგება საქართველოს ნაკრებსაც. რაც შეეხება "წაქცეულ" ქართულ ლიგას, აქ კი ფედერაციის დიდი წმენდა უნდა ჩატარდეს!
სასიამოვნოა, წარმატებებს ვუსურვებთ!