პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდასხმები მოსკოვზე, აფეთქებები, განადგურებული თვითმფრინავები და ა.შ. - რას წარმოადგენს დრონები, რასთანაც რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას გამკლავება უჭირს?
თავდასხმები მოსკოვზე, აფეთქებები, განადგურებული თვითმფრინავები და ა.შ. - რას წარმოადგენს დრონები, რასთანაც რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას გამკლავება უჭირს?

რუს ოკუ­პან­ტებს სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დრო­ნე­ბით თავ­დას­ხმის მო­გე­რი­ე­ბა სულ უფრო და უფრო ხში­რად უწევთ. დღე არ გავა, მოს­კოვ­სა თუ სხვა და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­ში ახალ-ახა­ლი აფეთ­ქე­ბე­ბის ამ­ბა­ვი არ გახ­მა­ურ­დეს. ასე­ვე სულ უფრო ხში­რად ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში მდე­ბა­რე აე­რო­პორ­ტე­ბი სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის საფრ­თხის გამო შე­ზღუდ­ვით მუ­შა­ო­ბენ. ბრი­ტა­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის თა­ნახ­მად, 30 აგ­ვის­ტოს რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნე­ბის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი იყო. სულ მცი­რე, ხუთი დრო­ნი და­ეს­ხა თავს სხვა­დას­ხვა სა­მიზ­ნე­ებს მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით - მოს­კოვ­ში, ბრი­ანსკში, რი­ა­ზან­ში, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი დარ­ტყმა გან­ხორ­ცი­ელ­და ფსკო­ვის სამ­ხედ­რო აე­რო­პორ­ტში რუ­სეთ-ეს­ტო­ნე­თის სა­ზღვარ­თან. ეს უკანსკნე­ლი ყვე­ლა­ზე შე­დე­გი­ა­ნიც გა­მოდ­გა - გა­ნად­გურ­და 4 ერ­თე­უ­ლი Ил-76 ტი­პის სამ­ხედ­რო-სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვი, და­ზი­ან­და კი­დევ რამ­დე­ნი­მე. სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმა ასე­ვე გან­ხორ­ცი­ელ­და იმა­ვე ფსკოვ­ში მდე­ბა­რე სამ­ხედ­რო ნა­წილ­ზე, სა­დაც ფსკო­ვის მე­დე­სან­ტე­თა ყვე­ლა­ზე ელი­ტუ­რი შე­ნა­ერ­თი-სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მე-2 ცალ­კე­უ­ლი ბრი­გა­დაა დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი.

თავ­დას­ხმა ფსკო­ვის აე­როდ­რომ­ზე

ბრი­ტა­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვას უკ­რა­ი­ნულ დრო­ნებ­თან გამ­კლა­ვე­ბა უჭირს, შე­სა­ბა­მი­სად, ბრი­ტა­ნე­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა უკვე და­ი­წყეს უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრე­ბის სი­ახ­ლო­ვეს სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სტრა­ტე­გი­ის გა­და­ხედ­ვა. ასე­ვე მოს­კოვ­სა და ქვეყ­ნის სხვა და­სავ­ლეთ და სამ­ხრეთ რე­გი­ო­ნებ­ში დრო­ნე­ბის თავ­დას­ხმის უფრო ეფექ­ტი­ა­ნად მო­სა­გე­რი­ებ­ლად. ამას­თა­ნა­ვე უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის თავ­დას­ხმებ­მა რუ­სე­თი აი­ძუ­ლა საბ­რძო­ლო თვითმფრი­ნა­ვე­ბი უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრე­ბი­დან შე­და­რე­ბით მო­შო­რე­ბულ ბა­ზებ­ზე გა­ნა­თავ­სოს.

უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ამ თავ­დას­ხმებ­ზე ძი­რი­თა­დად ძუნ­წად ლა­პა­რა­კო­ბენ, თუმ­ცა, ფაქ­ტია, უკ­რა­ი­ნას უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის სო­ლი­დუ­რი არ­სე­ნა­ლი და­უგ­როვ­და. მათ ნა­წილს ისი­ნი თა­ვი­სუ­ფალ ბა­ზარ­ზე, მათ შო­რის ჩი­ნეთ­ში ყი­დუ­ლო­ბენ, ნა­წილს კი პარტნი­ო­რი ნატო-ს წევ­რი ქვეყ­ნე­ბი აწ­ვდი­ან.

ხან­ძა­რი კრემ­ლის ერთ-ერთ ქონ­გურ­ზე, დრო­ნით თავ­დას­ხმის შემ­დეგ

რო­გორც წესი, ისი­ნი იღე­ბენ არა მზა დრო­ნებს, არა­მედ კომ­პო­ნენ­ტებს და ელექტრო­ნი­კას, რო­მე­ლიც შემ­დეგ თვი­თონ უნდა აა­წყონ. ომის და­წყე­ბი­დან და დრო­ნე­ბის გა­და­ცე­მის დღი­დან, ქვე­ყა­ნა­ში იყ­ვნენ და­სავ­ლე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­გი­ლობ­რი­ვებს ამ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან მუ­შა­ო­ბას ას­წავ­ლიდ­ნენ. დღეს კი, ომის და­წყე­ბი­დან თით­ქმის 1.5 წლის შემ­დეგ, უკვე უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც იწარ­მო­ე­ბა დრო­ნე­ბის ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტე­ბი.

Bober

საბ­რძო­ლო უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის ორი ტიპი არ­სე­ბობს - ერთი, რომ­ლი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ი­ა­რა­ღე­ბის ჩა­მოგ­დე­ბა და მე­ო­რე, სა­დაც ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა უშუ­ა­ლოდ კონ­სტრუქ­ცი­ა­შია ჩა­შე­ნე­ბუ­ლი, იგი­ვე კა­მი­კა­ძე-დრო­ნე­ბი. ეს არის ერთჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის დრო­ნი, რომ­ლებ­საც მოს­კოვ­ზე შე­ტე­ვის­თვის იყე­ნე­ბენ.

  • დრო­ნე­ბი, რომ­ლებ­საც მოს­კოვ­ზე თავ­დას­ხმის­თვის იყე­ნე­ბენ:

ძი­რი­თა­დად იყე­ნე­ბენ ჩი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის Mugin-5-ს, რო­მე­ლიც კო­მერ­ცი­ულ ბაზ­რებ­ზე იყი­დე­ბა და სა­კუ­თა­რი წარ­მო­ე­ბის "ბო­ბერს“.

Mugin-5

"ბო­ბე­რი“, რომ­ლის ფრთე­ბის სიგ­რძე 2.5 მეტ­რი, სიგ­რძე კი 2-2.5 მეტ­რია, 150-200კმ/სთ-ის სიჩ­ქა­რით დაფ­რი­ნავს და 1000 კმ-მდე ფრე­ნა შე­უძ­ლია. აპა­რა­ტი ისეთ სი­მაღ­ლე­ზე დაფ­რი­ნავს, რომ სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის­გან "და­მალ­ვა“ შე­უძ­ლია. მისი წარ­მო­ე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 4 მი­ლი­ო­ნი გრივ­ნა, ანუ 108 000 დო­ლა­რი ჯდე­ბა.

უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრი­დან მოს­კო­ვამ­დე პირ­და­პი­რი ტრა­ექ­ტო­რი­ით 500 კი­ლო­მეტ­რია. მსგავ­სი მან­ძი­ლის და­ფარ­ვა უპი­ლო­ტო საფ­რენ აპა­რა­ტებს ნამ­დვი­ლად შე­უძ­ლი­ათ.

"ბო­ბე­რის“ კონ­სტრუქ­ტო­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეფექ­ტი­ა­ნი შე­ტე­ვის­თვის, სა­ჭი­როა რამ­დე­ნი­მე დრო­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს და არა ცალ­კე­უ­ლი. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მო­წი­ნა­აღ­მდე­გის თავ­დაც­ვის სის­ტე­მებს კი­დევ უფრო მცი­რე შან­სი ექ­ნე­ბათ მათ წი­ნა­აღ­მდეგ.

  • არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ დრო­ნით შე­ტე­ვა რუ­სეთ­ში­ვეა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი:

არის ვერ­სი­ე­ბი, რომ შე­ტე­ვე­ბი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე­ვე ორ­გა­ნიზ­დე­ბა. ამის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი სა­ბუ­თი ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, უკ­რა­ი­ნას გა­აჩ­ნია სა­კუ­თა­რი თუ უცხო­უ­რი წარ­მო­ე­ბის უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­სა და სხვა ქა­ლა­ქებს მარ­ტი­ვად მიწ­ვდე­ბა.

19 აგ­ვის­ტოს სო­ლი­ცის აე­როდ­რომ­ზე უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის სა­მიზ­ნე­ში Tu-22M3 აღ­მოჩ­ნდა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც ზე­მოთ გი­თხა­რით, პირ­ვე­ლი ტი­პის დრო­ნი გა­მო­ი­ყე­ნეს, რო­მელ­საც უმაგრდე­ბა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა და სა­მიზ­ნეს თავ­ზე ხდე­ბა მისი ჩა­მოგ­დე­ბა.

ასე­თი უპი­ლო­ტო აპა­რა­ტი უფრო მარ­ტი­ვად ხელ­მი­საწ­ვდო­მია. მა­გა­ლი­თად, ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ DJI-ს დრო­ნებ­ზეც შე­საძ­ლე­ბე­ლია მსგავ­სი კონ­სტრუქ­ცი­ის კუს­ტა­რუ­ლად დამ­ზა­დე­ბა.

DJI
საბ­რძო­ლოდ გა­და­კე­თე­ბუ­ლი DJI დრო­ნი

ამ შემ­თხე­ვა­ში დრო­ნი არა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან, არა­მედ აე­როდ­რო­მის სი­ახ­ლო­ვეს იყო გაშ­ვე­ბუ­ლი. ააფ­რი­ნეს, ჩა­მო­აგ­დეს თვითმფრი­ნავ­ზე ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი, და­აბ­რუ­ნეს დრო­ნი და წა­ვიდ­ნენ. დი­ვერ­სი­ის შე­დე­გად თვითმფრი­ნა­ვი გა­ნად­გურ­და. სხვა­თა შო­რის, ამ ტი­პის თვითმფრი­ნა­ვი ჩვენ 2008 წელს გა­ვა­ნად­გუ­რეთ და დღემ­დე ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ეს მო­დე­ლი ბრძო­ლის ველ­ზე გა­ნად­გურ­და. მსგავ­სი ჯერ უკ­რა­ი­ნე­ლებ­მაც ვერ შეძ­ლეს.

  • რა შე­დე­გი აქვს უკ­რა­ი­ნის­თვის ამ­გვარ შე­ტე­ვებს?

რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დრო­ნე­ბის შე­ტე­ვას გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ეფექ­ტი არ აქვს, თუმ­ცა იგი­ვე მოს­კოვ­ზე მსგავ­სი შე­ტე­ვე­ბი რე­ზო­ნანსს იწ­ვევს, რაც უკ­რა­ი­ნე­ლებს ჰა­ე­რი­ვით სჭირ­დე­ბათ. ერთი რამ ფაქ­ტია, რომ ომის პი­რო­ბებ­ში მათ აით­ვი­სეს და და­ი­წყეს შორს მფრე­ნი დრო­ნე­ბის წარ­მო­ე­ბა.

ფაქ­ტია რუ­სე­თის დე­და­ქა­ლა­ქის ცა არც ისე და­ცუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რო­გორც ამას მმარ­თვე­ლი ელი­ტა და სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ღა­ღა­დებ­დნენ, ამის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლებს და­მა­ტე­ბით ბე­ნე­ფიტს აძ­ლევს. გარ­და ამი­სა, იმა­საც ცხად­ყოფს, რომ უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ის­წავ­ლეს და და­ა­ლა­გეს მსგავ­სი ტი­პის დრო­ნე­ბის წარ­მო­ე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
57

ნუ ხარობთ რუსეთზე თავდასმით ,პასუხის დზან მეშინია რომელიც პუინმა ბელორუსშიაში განათავსა მაგაზეც იფიქრეთ 

ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
21

გაიხარეთ, უკრაინელებო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

თავდასხმები მოსკოვზე, აფეთქებები, განადგურებული თვითმფრინავები და ა.შ. - რას წარმოადგენს დრონები, რასთანაც რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას გამკლავება უჭირს?

თავდასხმები მოსკოვზე, აფეთქებები, განადგურებული თვითმფრინავები და ა.შ. - რას წარმოადგენს დრონები, რასთანაც რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას გამკლავება უჭირს?

რუს ოკუპანტებს საკუთარ ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმის მოგერიება სულ უფრო და უფრო ხშირად უწევთ. დღე არ გავა, მოსკოვსა თუ სხვა დასახლებულ პუნქტებში ახალ-ახალი აფეთქებების ამბავი არ გახმაურდეს. ასევე სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის დედაქალაქში მდებარე აეროპორტები საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო შეზღუდვით მუშაობენ. ბრიტანული დაზვერვის თანახმად, 30 აგვისტოს რუსეთი უკრაინული დრონების ყველაზე მასშტაბური თავდასხმის ობიექტი იყო. სულ მცირე, ხუთი დრონი დაესხა თავს სხვადასხვა სამიზნეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით - მოსკოვში, ბრიანსკში, რიაზანში, ფართომასშტაბიანი დარტყმა განხორციელდა ფსკოვის სამხედრო აეროპორტში რუსეთ-ესტონეთის საზღვართან. ეს უკანსკნელი ყველაზე შედეგიანიც გამოდგა - განადგურდა 4 ერთეული Ил-76 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, დაზიანდა კიდევ რამდენიმე. საჰაერო დარტყმა ასევე განხორციელდა იმავე ფსკოვში მდებარე სამხედრო ნაწილზე, სადაც ფსკოვის მედესანტეთა ყველაზე ელიტური შენაერთი-სპეციალური დანიშნულების მე-2 ცალკეული ბრიგადაა დისლოცირებული.

თავდასხმა ფსკოვის აეროდრომზე

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას უკრაინულ დრონებთან გამკლავება უჭირს, შესაბამისად, ბრიტანელები ვარაუდობენ, რომ რუსმა სამხედროებმა უკვე დაიწყეს უკრაინის საზღვრების სიახლოვეს საჰაერო თავდაცვის სტრატეგიის გადახედვა. ასევე მოსკოვსა და ქვეყნის სხვა დასავლეთ და სამხრეთ რეგიონებში დრონების თავდასხმის უფრო ეფექტიანად მოსაგერიებლად. ამასთანავე უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმებმა რუსეთი აიძულა საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინის საზღვრებიდან შედარებით მოშორებულ ბაზებზე განათავსოს.

უკრაინელები ამ თავდასხმებზე ძირითადად ძუნწად ლაპარაკობენ, თუმცა, ფაქტია, უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების სოლიდური არსენალი დაუგროვდა. მათ ნაწილს ისინი თავისუფალ ბაზარზე, მათ შორის ჩინეთში ყიდულობენ, ნაწილს კი პარტნიორი ნატო-ს წევრი ქვეყნები აწვდიან.

ხანძარი კრემლის ერთ-ერთ ქონგურზე, დრონით თავდასხმის შემდეგ

როგორც წესი, ისინი იღებენ არა მზა დრონებს, არამედ კომპონენტებს და ელექტრონიკას, რომელიც შემდეგ თვითონ უნდა ააწყონ. ომის დაწყებიდან და დრონების გადაცემის დღიდან, ქვეყანაში იყვნენ დასავლელი სპეციალისტები, რომლებიც ადგილობრივებს ამ ტექნოლოგიებთან მუშაობას ასწავლიდნენ. დღეს კი, ომის დაწყებიდან თითქმის 1.5 წლის შემდეგ, უკვე უკრაინის ტერიტორიაზეც იწარმოება დრონების ძირითადი კომპონენტები.

Bober

საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების ორი ტიპი არსებობს - ერთი, რომლითაც შესაძლებელია შეიარაღების ჩამოგდება და მეორე, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერება უშუალოდ კონსტრუქციაშია ჩაშენებული, იგივე კამიკაძე-დრონები. ეს არის ერთჯერადი გამოყენების დრონი, რომლებსაც მოსკოვზე შეტევისთვის იყენებენ.

  • დრონები, რომლებსაც მოსკოვზე თავდასხმისთვის იყენებენ:

ძირითადად იყენებენ ჩინური წარმოების Mugin-5-ს, რომელიც კომერციულ ბაზრებზე იყიდება და საკუთარი წარმოების "ბობერს“.

Mugin-5

"ბობერი“, რომლის ფრთების სიგრძე 2.5 მეტრი, სიგრძე კი 2-2.5 მეტრია, 150-200კმ/სთ-ის სიჩქარით დაფრინავს და 1000 კმ-მდე ფრენა შეუძლია. აპარატი ისეთ სიმაღლეზე დაფრინავს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებისგან "დამალვა“ შეუძლია. მისი წარმოება დაახლოებით 4 მილიონი გრივნა, ანუ 108 000 დოლარი ჯდება.

უკრაინის საზღვრიდან მოსკოვამდე პირდაპირი ტრაექტორიით 500 კილომეტრია. მსგავსი მანძილის დაფარვა უპილოტო საფრენ აპარატებს ნამდვილად შეუძლიათ.

"ბობერის“ კონსტრუქტორები მიიჩნევენ, რომ ეფექტიანი შეტევისთვის, საჭიროა რამდენიმე დრონი მონაწილეობდეს და არა ცალკეული. ასეთ შემთხვევაში მოწინააღმდეგის თავდაცვის სისტემებს კიდევ უფრო მცირე შანსი ექნებათ მათ წინააღმდეგ.

  • არსებობს მოსაზრება, რომ დრონით შეტევა რუსეთშივეა ორგანიზებული:

არის ვერსიები, რომ შეტევები რუსეთის ტერიტორიაზევე ორგანიზდება. ამის დამამტკიცებელი საბუთი ჯერჯერობით არ არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინას გააჩნია საკუთარი თუ უცხოური წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც რუსეთის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებს მარტივად მიწვდება.

19 აგვისტოს სოლიცის აეროდრომზე უკრაინელების სამიზნეში Tu-22M3 აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში, როგორც ზემოთ გითხარით, პირველი ტიპის დრონი გამოიყენეს, რომელსაც უმაგრდება ასაფეთქებელი მოწყობილობა და სამიზნეს თავზე ხდება მისი ჩამოგდება.

ასეთი უპილოტო აპარატი უფრო მარტივად ხელმისაწვდომია. მაგალითად, ყველაზე გავრცელებულ DJI-ს დრონებზეც შესაძლებელია მსგავსი კონსტრუქციის კუსტარულად დამზადება.

DJI
საბრძოლოდ გადაკეთებული DJI დრონი

ამ შემთხევაში დრონი არა უკრაინის ტერიტორიიდან, არამედ აეროდრომის სიახლოვეს იყო გაშვებული. ააფრინეს, ჩამოაგდეს თვითმფრინავზე ასაფეთქებელი, დააბრუნეს დრონი და წავიდნენ. დივერსიის შედეგად თვითმფრინავი განადგურდა. სხვათა შორის, ამ ტიპის თვითმფრინავი ჩვენ 2008 წელს გავანადგურეთ და დღემდე ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ეს მოდელი ბრძოლის ველზე განადგურდა. მსგავსი ჯერ უკრაინელებმაც ვერ შეძლეს.

  • რა შედეგი აქვს უკრაინისთვის ამგვარ შეტევებს?

რუსეთის ტერიტორიაზე დრონების შეტევას გამანადგურებელი ეფექტი არ აქვს, თუმცა იგივე მოსკოვზე მსგავსი შეტევები რეზონანსს იწვევს, რაც უკრაინელებს ჰაერივით სჭირდებათ. ერთი რამ ფაქტია, რომ ომის პირობებში მათ აითვისეს და დაიწყეს შორს მფრენი დრონების წარმოება.

ფაქტია რუსეთის დედაქალაქის ცა არც ისე დაცული აღმოჩნდა, როგორც ამას მმართველი ელიტა და საინფორმაციო საშუალებები ღაღადებდნენ, ამის გამოაშკარავება უკრაინელებს დამატებით ბენეფიტს აძლევს. გარდა ამისა, იმასაც ცხადყოფს, რომ უკრაინელებმა ისწავლეს და დაალაგეს მსგავსი ტიპის დრონების წარმოება.

იხილეთ ასევე: