უკრაინამ გერმანიისგან Leopard 1A5 ტანკების მორიგი პარტია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში უკრაინას გერმანიისგან დამატებით 10 Leopard 1A5 ტანკი და ერთი TRML-4D რადიოლოკაციური სისტემა გადაეცა.
ცნობისთვის, გერმანიამ აქამდე უკრაინას 10 Leopard 1A5 ტანკი და ორი TRML-4D სისტემა გადასცა (ერთი მაისში, მეორე ივნისში).
ახალ პაკეტში გერმანიამ კიევს გადასცა დამატებით 16 Vector სადაზვერვო დრონი (ჯამში 104), ოთხი 8х8 HX81 გამწევი, ცეცხლსასროლი იარაღისთვის 13 მილიონ ტყვიაზე მეტი და საველე ჰოსპიტალი.
ცნობისთვის, აგვისტოს დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ გერმანია უკრაინას დამატებით 30 Leopard 1 ტანკს გადასცემს მას შემდეგ, რაც გერმანულმა კონცერნმა Rheinmetall ისინი ბელგიისგან შეისყიდა.
Leopard 1A5 - A1A1 მოდიფიცირებული ვარიანტია და ბუნდესვერის შეიარაღებაზე 1971 იმყოფებოდა (2003 წ-დან მოხსნილია) .სურათზე რომ არის ეგ შედარებით თანამედროვე A2 A4 - ია,რომელიც "რატომღაც" ვერ გამოიმეტეს გერმანელებმა. ამ ომმა კი კიდევ ერთხელ აჩვენა რომ სამხედრო კონფლიქტი მოძველებულ შეიარაღების ჩამოწერის შესანიშნავი საშუალებაა, მით უმეტეს თუ მაგ შეიარაღებას მაგალითად ვინმე უკრაინელებს შეტენი დახმარების სახით.
ქანთარიები მრავლად არიან საქართველოში