გუშინ ძლიერმა წვიმამ თბილისის მოსახლეობის ნაწილს პრობლემები შეუქმნა, სტიქიასთან ბრძოლაში აქტიურად იყო ჩართული დედაქალაქის მერიის სხვადახვა სამსახურები. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ "ფეისბუქ live" - ში ილაპარაკა ძლიერი წვიმის შედეგებზე და აღნიშნა, რომ სანიაღვრე სისტემები ნაგვით იყო გადავსებული : "სანიაღვრე სისტემა გადავსებული იყო ნაგვით, არ ვიცი საიდან ამდენი ნაგავი. იყო კონკრეტული სანიაღვრე არხები, რომლებიც ჩვეულებრივად ატარებდა, უბრალოდ იმდენად უხვი ნალექი იყო, მე არ მახსოვს ბოლო წლების განმავლობაში ასეთი რამ." - თქვა კალაძემ
პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი კალაძის აღნიშნულ განცხადებას ეხმიანება და წერს:
"ქალაქში ნაგვის შეგროვება და მისი გატანა მერიის პირდაპირი უფლებამოსილებაა. ამისთვის ვირჩევთ მერს და ვიხდით ნაგვის გატანის გადასახადს. სანიაღვრე არხების ნაგვისგან გაწმენდაც მერიის უფლებამოსილებაა. უიმე, ეს ნაგავი საიდანაა - ამის თქმა მერის მიერ არის იდიოტობა! საიდან და რომ არ გაგაქვთ ნაგავი წესიერად და არ წმენდთ სანიაღვრეებს იქიდანაა. ახალაშემებული კორპუსების კანალიზაციის კოლექტორებს სანიაღვრეზე რომ აერთებთ და ამით დიდ ფულს ტეხავთ ცეხავიკი დეველოპერები და მერია ამაზე თვალს ხუჭავს იქიდანაცაა. წვიმაზე და უხვ ნალექზე ხელების შეწმენდა კიდე იდიოტობაა კვადრატში!" - წერს ელისაშვილი