ავტორი:

პირველად მსოფლიოზე წარმატებული სტარტით - ჩვენმა საკალათბურთო ნაკრებმა ვენესუელას სძლია და მეორე ეტაპზე გავიდა

პირველად მსოფლიოზე წარმატებული სტარტით -  ჩვენმა საკალათბურთო ნაკრებმა ვენესუელას სძლია და მეორე ეტაპზე გავიდა
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ვენესუელა 70:59 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მწვრთნელმა, ილია ზუროსმა სასტარტო ხუთეული არ შეცვალა და მატჩი შემდეგი შემადგენლობით დაიწყო - რატი ანდრონიკაშვილი, ტად მაკდაფენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 25 ქულა მოიპოვა, მის ანგარიშზეა 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა.

მომდევნო ეტაპზე საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებ გუნდებს ავსტრალია და გერმანია შეუერთდებიან. საქართველო ავსტრალიასა და გერმანიას შეხვდება, ოთხეულის ორი საუკეთესო გუნდი 1/4-ფინალში გავა.