ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის 17 წლის გოგონას, შაილოს ახალი იმიჯი აქვს. შაილო პაპარაცებმა კალიფორნიაში, მეგობართან ერთად ლანჩზე შენიშნეს.
გოგონას მოკლედ გადაპარსული თმა ვარდისფრად აქვს შეღებილი.
შაილო თავისუფალი სტილის ტანსაცმელში იყო გამოწყობილი - მას შავი მაისური, ჯინსის შორტი და სპორტული ფეხსაცმელი ეცვა.
ბრედ პიტმა შაილოს შესახებ ბოლოს მედიასთან გასულ წელს ისაუბრა, მას შემდეგ, რაც ინტერნეტში მისი ცეკვის ვიდეო გავრცელდა - "თვალზე ცრემლი მადგება. ის ძალიან ლამაზია", - განაცხადა პიტმა.
მან დასძინა, რომ წარმოდგენაც არ აქვს, საიდან გამოჰყვა შაილოს რიტმის შეგრძნება, რადგან თვითონ საკმაოდ მოუქნელია: "არ ვიცი ვისგან გამოჰყვა ეს ნიჭი, მე თვითონ ორი მარცხენა ფეხი მაქვს",- იხუმრა მსახიობმა.
საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, თუ როგორ ცეკვავს შაილო დედასთან ერთად პოპულარული ჯგუფის, Meneksen-ის კონცერტზე.
შაილო ჯოლი პიტს ორივე მშობელს, ანჯელინასაც და ბრედსაც ამსგავსებენ, თუმცა შეცვლილი იმიჯით - მოკლედ შეჭრილი თმით მისმა ვიზუალმა ყველას ბრედ პიტის ახალგაზრდობა გაახსენა და ფანების ნაწილი მიიჩნევს, რომ გოგონა მამის ასლია.
წყარო: pagesix
მოამზადა: ანა სიბოშვილმა