მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს და დავიცავთ თავი მეხის დაცემისგან?
როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს და დავიცავთ თავი მეხის დაცემისგან?

ჭექა-ქუ­ხი­ლი ატ­მოს­ფე­რუ­ლი მოვ­ლე­ნაა, რომ­ლის დრო­საც სქელ გრო­ვა-წვი­მის ღრუბ­ლებ­სა და დე­და­მი­წის ზე­და­პირს შო­რის წარ­მო­იქ­მნე­ბა ძლი­ე­რი ელექტრუ­ლი გან­მუხ­ტვა - ელვა, რა­საც თან ახ­ლავს ქუ­ხი­ლი. პრო­ცე­სი კი ასე ვი­თარ­დე­ბა: ელ-ჭე­ქის წინ ღრუბ­ლებ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­დი­დის ელექ­ტუ­ლი მუხ­ტი გროვ­დე­ბა. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ღრუბ­ლის ქვე­და მხა­რე უარ­ყო­ფი­თად იმუხ­ტე­ბა, ხოლო ზედა - და­დე­ბი­თად. ღრუბ­ლებს შო­რის ძაბ­ვა 100 000 000 ვოლტს აღ­წევს. ჰა­ე­რი ელექტრო­ნე­ბის გამ­ტა­რი ხდე­ბა და შე­და­რე­ბით მცი­რე წი­ნა­ღო­ბის უბან­ზე, უარ­ყო­ფი­თად და­მუხ­ტუ­ლი ღრუბ­ლი­დან და­დე­ბი­თის­კენ (ან დე­და­მი­წის­კენ) ელექტრო­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბა იწყე­ბა, აღ­ძრუ­ლი ელექტრუ­ლი დენი ჰა­ერს ძა­ლი­ან აცხე­ლებს, თით­ქმის მზის ზე­და­პი­რის ტემ­პე­რა­ტუ­რამ­დე (6000°C), თუმ­ცა გან­მუხ­ტვა წამ­ზე უფრო მცი­რე ხანს გრძელ­დე­ბა. თვა­ლის მომჭრელ სი­ნათ­ლეს­თან ერ­თად ჰა­ე­რის გა­ვარ­ვა­რე­ბუ­ლი ფე­ნე­ბის სწრა­ფი და ძლი­ე­რი გა­ფარ­თო­ე­ბა წარ­მო­შობს ბგე­რით ტალ­ღებს (ზებ­გე­რით­საც. ბგე­რის სიჩ­ქა­რე ჰა­ერ­ში ≈340 მ/წმ), რა­საც ჩვენ ელ-ჭე­ქის სა­ხით აღ­ვიქ­ვამთ. ამ დროს, ჩვე­უ­ლებ­რივ, მო­დის თავ­სხმა წვი­მა (ზოგ­ჯერ სე­ტყვა), ძლი­ერ­დე­ბა ქარი.

ჭექა-ქუ­ხი­ლი დე­და­მი­წის სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე სხვა­დას­ხვა სიხ­ში­რით მე­ორ­დე­ბა: არ­ქტი­კა­ში რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ერთხელ ხდე­ბა, ზო­მი­ერ სარ­ტყელ­ში, ყო­ველ ცალ­კე­ულ პუნ­ქტში წე­ლი­წად­ში რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი დღეა ჭექა-ქუ­ხი­ლი­ა­ნი.

ჭექა-ქუ­ხი­ლი­ან დღე­თა სიხ­ში­რით სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ველ ად­გილ­ზეა სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხრე­თი მთი­ა­ნე­თი (წე­ლი­წად­ში სა­შუ­ა­ლოდ 50-56 დღე, მაქ­სი­მა­ლუ­რი - 82 დღე).

ჭექა-ქუ­ხი­ლი უზარ­მა­ზა­რი ენერ­გი­ის მქო­ნე გი­გან­ტუ­რი "ნა­პერ­წკა­ლია“. მას შე­უძ­ლია და­ა­ზი­ა­ნოს ელექტრო­სა­დე­ნე­ბი, გა­მო­იწ­ვი­ოს ხან­ძა­რი, და­არ­ღვი­ოს კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბა, გა­ა­ნად­გუ­როს ცო­ცხა­ლი არ­სე­ბე­ბი.

ამ დროს მე­ხის და­ცე­მამ შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლას ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე, გა­მო­იწ­ვი­ოს გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა, ძლი­ე­რი დამ­წვრო­ბა და ტვი­ნის მუდ­მი­ვი და­ზი­ა­ნე­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ასე­თი შემ­თხვე­ვის მსხვერ­პლად გახ­დო­მის რის­კი ძა­ლი­ან მცი­რეა.

შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­შიც კი, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ო­ში მე­ხის და­ცე­მის სი­დი­დით მე­ო­რე ად­გი­ლი უკა­ვია, წე­ლი­წად­ში მხო­ლოდ 28 ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი შემ­თხვე­ვე­ბის­გან და მისი დარ­ტყმის შან­სი მი­ლი­ონ­ში ერ­თზე ნაკ­ლე­ბია.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი რის­კე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­თვის, ვინც დიდ დროს ატა­რებს ქუ­ჩა­ში ყვე­ლა­ზე დიდი საფრ­თხის პე­რი­ოდ­ში.

  • რო­გორ და­ვიც­ვათ თავი ბუ­ნე­ბა­ში?

ყვე­ლა­ზე ხში­რად, ელვა კლავს ადა­მი­ა­ნებს ზა­ფხულ­ში, გარე აქ­ტი­ვო­ბე­ბის დროს, რო­გო­რი­ცაა თევ­ზა­ო­ბა, ნავ­ში, სპორ­ტუ­ლი თა­მა­შის ან სა­ნა­პი­რო­ზე დას­ვე­ნე­ბის დროს. ამი­ტომ, ბუ­ნე­ბა­ში გას­ვლამ­დე შე­ა­მოწ­მეთ ამინ­დის პროგ­ნო­ზი. თუ ჭექა-ქუ­ხი­ლია, ჯობს სახ­ლში დარ­ჩეთ.

თუ ამინდმა მა­ინც მო­გის­წროთ ღია ად­გი­ლას, გა­ა­კე­თეთ შემ­დე­გი:

და­ად­გი­ნეთ არის თუ არა საფრ­თხე. დიდი ჭექა-ქუ­ხი­ლის გა­გო­ნე­ბის­თა­ნა­ვე ღირს თავ­შე­საფ­რის ძებ­ნა. თუმ­ცა, თუ არ გსურთ რა­ი­მე აქ­ტი­ვო­ბის შე­წყვე­ტა, რო­გო­რი­ცაა სპორ­ტუ­ლი მატ­ჩი ან კემ­პინ­გი, და­ად­გი­ნეთ, რამ­დე­ნად დი­დია საფრ­თხე - ქა­რიშ­ხა­ლი გი­ახ­ლოვ­დე­ბათ თუ პი­რი­ქით, შორ­დე­ბა.

ჭექა-ქუ­ხი­ლის მი­ახ­ლო­ე­ბი­თი მან­ძი­ლის გა­სარ­კვე­ვად, გა­მოთ­ვა­ლეთ რამ­დე­ნი წამი გა­ვი­და ელ­ვის ნა­თე­ბა­სა და ჭექა-ქუ­ხი­ლის ხმას შო­რის და შემ­დეგ გა­ამ­რავ­ლეთ ეს რი­ცხვი ბგე­რის სიჩ­ქა­რე­ზე - 340 მ/წმ.

მა­გა­ლი­თად, თუ ჭექა-ქუ­ხი­ლი გა­ის­მა ელ­ვის გა­ჩე­ნი­დან 5 წა­მის შემ­დეგ, თქვენ­სა და ჭექა-ქუ­ხილს შო­რის არის 1700 მ (340 მ/წმ × 5 წმ), ხოლო თუ მხო­ლოდ 3 წამი გა­ვი­და, და­ახ­ლო­ე­ბით 1 კი­ლო­მეტ­რი.

დათ­ვა­ლეთ 1-2 წუ­თის შემ­დე­გაც. თუ ელ­ვა­სა და ჭექა-ქუ­ხილს შო­რის პა­უ­ზა იზ­რდე­ბა, მა­შინ ქა­რიშ­ხა­ლი გშორ­დე­ბათ, ხოლო თუ მოკ­ლდე­ბა, გი­ახ­ლოვ­დე­ბათ. ამ უკა­ნას­კნელ შემ­თხვე­ვა­ში, არ იჯ­დეთ კა­რავ­ში. რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მი­დით უსაფრ­თხო ად­გი­ლას.იპო­ვეთ თავ­შე­სა­ფა­რი

  • გახ­სოვ­დეთ: ტენ­ტე­ბი, კარ­ვე­ბი და ტი­ლო­ე­ბი არ და­გი­ცავთ მე­ხის­გან. თუ დას­ველ­დე­ბი­ან, და­მა­ტე­ბით საფრ­თხეს შექ­მნი­ან, რად­გან წყა­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის კარ­გი გამ­ტა­რია.

სახ­ლი ან მან­ქა­ნა და­ხუ­რუ­ლი ფან­ჯრე­ბით შე­იძ­ლე­ბა იყოს კარ­გი თავ­შე­სა­ფა­რი. თუ ახ­ლოს არა­ფე­რია, გა­და­დით უახ­ლო­ეს პუნ­ქტში. აირ­ჩი­ეთ ად­გი­ლი ქა­რიშ­ხლის­გან თა­ვის შე­სა­ფა­რებ­ლად

ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმა­ზე, თუ სად ხართ:

მო­ე­რი­დეთ ღია სივ­რცე­ებს, ბორ­ცვებ­სა და მწვერ­ვა­ლებს. შე­ე­ცა­დეთ იპო­ვოთ ხევი, ღრუ ან სხვა ბუ­ნებ­რი­ვი ჩაღ­რმა­ვე­ბა და და­ე­ლო­დეთ იქ ქა­რიშ­ხლის გა­დავ­ლას. ტყე­ში მო­ე­რი­დეთ მა­ღალ ხე­ებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ფიჭ­ვებს, მუ­ხას და ვერ­ხვს - ელ­ვამ შე­იძ­ლე­ბა და­ამ­ტვრი­ოს ისი­ნი ან ცე­ცხლი წა­უ­კი­დოს. არ დად­გეთ წყალ­ში და ეცა­დეთ მო­შორ­დეთ წყლის მა­სას. თუ ნავ­ში ჭექა-ქუ­ხილ­მა მო­გის­წროთ, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­ი­ა­რეთ ნა­პი­რამ­დე მშრალ მი­წა­ზე თავ­შე­საფ­რის­თვის. მით უმე­ტეს, თუ ნავი სა­ლო­ნის გა­რე­შეა - ხალ­ხი ყვე­ლა­ზე ხში­რად მათ­ში იღუ­პე­ბა.

მინ­დორ­ში არ დაწ­ვეთ სიბ­რტყე­ზე - თუ ელვა მი­წა­ში გა­ივ­ლის, თქვენ სხე­უ­ლის დიდ არე­ალ­ზე მო­ახ­დენს დარ­ტყმას. ჯო­ბია ჩა­მოჯ­დეთ და ფე­ხებ­ზე ხე­ლე­ბი შე­მო­იხ­ვი­ოთ.

და გახ­სოვ­დეთ: თუ ჯგუ­ფუ­რად მოგ­ზა­უ­რობთ, შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ დის­ტან­ცია ერ­თმა­ნე­თის­გან. თუ ელვა და­ე­ცე­მა ერთ ადა­მი­ანს, მე­ო­რე შეძ­ლებს მის დახ­მა­რე­ბას.

  • რო­გორ და­ვიც­ვათ თავი ქა­ლაქ­ში?

ურ­ბა­ნულ პი­რო­ბებ­ში ჭექა-ქუ­ხი­ლის­გან და­მალ­ვა უფრო ად­ვი­ლია. რო­გორც კი გა­ი­გო­ნებთ ჭექა-ქუ­ხილს, მო­ძებ­ნეთ უსაფრ­თხო ად­გი­ლი: სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი, სა­ო­ფი­სე შე­ნო­ბა, მან­ქა­ნა და­ხუ­რუ­ლი ფან­ჯრე­ბით.

რო­გორც წესი, ქა­ლაქ­ში ელ­ვის ამ­რი­დე­ბია და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, ამი­ტომ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუ­სებ­სა და სა­ო­ფი­სე შე­ნო­ბებ­ში ყოფ­ნა უსაფრ­თხოა. მაგ­რამ ღია კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა ფან­ჩა­ტუ­რი, ვე­რან­და ან სპორ­ტუ­ლი არე­ნა, და­გი­ცავთ წვი­მის­გან, მაგ­რამ არა ელ­ვის­გან.

და­მალ­ვი­სას ეცა­დეთ თავი შორს და­ი­ჭი­როთ მა­ღა­ლი საგ­ნე­ბის­გან, რო­გო­რი­ცაა ხე­ე­ბი და ტე­ლე­ფო­ნის ბო­ძე­ბი. და არ შე­ე­ხოთ არა­ფერს, რაც ელექტრო­ე­ნერ­გი­ას კარ­გად ატა­რებს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:(
2

 გაგვიგონია ეუბნევიან; "მეხი კი დაგეცა"ო და არც კი უკვირდებიან რა საშინელებას უსურვებენ ხშირად ასე შვილებს, უახლოეს ადამიანებს...

!!!???
2

ჭექა ქუხილის დროს უნდა გამოირთოს მობილური ტელეფინი, საშიშია ასევე ქოლგის ქვეშ სიარული, სხეულზე მეტალის ნივთების, მათ შორის საათის, ტარება და ჯიბეში გასაღებების ასხმის ქონაც კი!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს და დავიცავთ თავი მეხის დაცემისგან?

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს და დავიცავთ თავი მეხის დაცემისგან?

ჭექა-ქუხილი ატმოსფერული მოვლენაა, რომლის დროსაც სქელ გროვა-წვიმის ღრუბლებსა და დედამიწის ზედაპირს შორის წარმოიქმნება ძლიერი ელექტრული განმუხტვა - ელვა, რასაც თან ახლავს ქუხილი. პროცესი კი ასე ვითარდება: ელ-ჭექის წინ ღრუბლებზე მნიშვნელოვანი სიდიდის ელექტული მუხტი გროვდება. უმეტეს შემთხვევაში ღრუბლის ქვედა მხარე უარყოფითად იმუხტება, ხოლო ზედა - დადებითად. ღრუბლებს შორის ძაბვა 100 000 000 ვოლტს აღწევს. ჰაერი ელექტრონების გამტარი ხდება და შედარებით მცირე წინაღობის უბანზე, უარყოფითად დამუხტული ღრუბლიდან დადებითისკენ (ან დედამიწისკენ) ელექტრონების მოძრაობა იწყება, აღძრული ელექტრული დენი ჰაერს ძალიან აცხელებს, თითქმის მზის ზედაპირის ტემპერატურამდე (6000°C), თუმცა განმუხტვა წამზე უფრო მცირე ხანს გრძელდება. თვალის მომჭრელ სინათლესთან ერთად ჰაერის გავარვარებული ფენების სწრაფი და ძლიერი გაფართოება წარმოშობს ბგერით ტალღებს (ზებგერითსაც. ბგერის სიჩქარე ჰაერში ≈340 მ/წმ), რასაც ჩვენ ელ-ჭექის სახით აღვიქვამთ. ამ დროს, ჩვეულებრივ, მოდის თავსხმა წვიმა (ზოგჯერ სეტყვა), ძლიერდება ქარი.

ჭექა-ქუხილი დედამიწის სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვა სიხშირით მეორდება: არქტიკაში რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება, ზომიერ სარტყელში, ყოველ ცალკეულ პუნქტში წელიწადში რამდენიმე ათეული დღეა ჭექა-ქუხილიანი.

ჭექა-ქუხილიან დღეთა სიხშირით საქართველოში პირველ ადგილზეა საქართველოს სამხრეთი მთიანეთი (წელიწადში საშუალოდ 50-56 დღე, მაქსიმალური - 82 დღე).

ჭექა-ქუხილი უზარმაზარი ენერგიის მქონე გიგანტური "ნაპერწკალია“. მას შეუძლია დააზიანოს ელექტროსადენები, გამოიწვიოს ხანძარი, დაარღვიოს კავშირგაბმულობა, გაანადგუროს ცოცხალი არსებები.

ამ დროს მეხის დაცემამ შეიძლება მოკლას ადამიანი ადგილზე, გამოიწვიოს გულის გაჩერება, ძლიერი დამწვრობა და ტვინის მუდმივი დაზიანება. საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევის მსხვერპლად გახდომის რისკი ძალიან მცირეა.

შეერთებულ შტატებშიც კი, რომელსაც მსოფლიოში მეხის დაცემის სიდიდით მეორე ადგილი უკავია, წელიწადში მხოლოდ 28 ადამიანი იღუპება ბუნებრივი შემთხვევებისგან და მისი დარტყმის შანსი მილიონში ერთზე ნაკლებია.

მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული რისკები, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დიდ დროს ატარებს ქუჩაში ყველაზე დიდი საფრთხის პერიოდში.

  • როგორ დავიცვათ თავი ბუნებაში?

ყველაზე ხშირად, ელვა კლავს ადამიანებს ზაფხულში, გარე აქტივობების დროს, როგორიცაა თევზაობა, ნავში, სპორტული თამაშის ან სანაპიროზე დასვენების დროს. ამიტომ, ბუნებაში გასვლამდე შეამოწმეთ ამინდის პროგნოზი. თუ ჭექა-ქუხილია, ჯობს სახლში დარჩეთ.

თუ ამინდმა მაინც მოგისწროთ ღია ადგილას, გააკეთეთ შემდეგი:

დაადგინეთ არის თუ არა საფრთხე. დიდი ჭექა-ქუხილის გაგონებისთანავე ღირს თავშესაფრის ძებნა. თუმცა, თუ არ გსურთ რაიმე აქტივობის შეწყვეტა, როგორიცაა სპორტული მატჩი ან კემპინგი, დაადგინეთ, რამდენად დიდია საფრთხე - ქარიშხალი გიახლოვდებათ თუ პირიქით, შორდება.

ჭექა-ქუხილის მიახლოებითი მანძილის გასარკვევად, გამოთვალეთ რამდენი წამი გავიდა ელვის ნათებასა და ჭექა-ქუხილის ხმას შორის და შემდეგ გაამრავლეთ ეს რიცხვი ბგერის სიჩქარეზე - 340 მ/წმ.

მაგალითად, თუ ჭექა-ქუხილი გაისმა ელვის გაჩენიდან 5 წამის შემდეგ, თქვენსა და ჭექა-ქუხილს შორის არის 1700 მ (340 მ/წმ × 5 წმ), ხოლო თუ მხოლოდ 3 წამი გავიდა, დაახლოებით 1 კილომეტრი.

დათვალეთ 1-2 წუთის შემდეგაც. თუ ელვასა და ჭექა-ქუხილს შორის პაუზა იზრდება, მაშინ ქარიშხალი გშორდებათ, ხოლო თუ მოკლდება, გიახლოვდებათ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, არ იჯდეთ კარავში. რაც შეიძლება მალე მიდით უსაფრთხო ადგილას.იპოვეთ თავშესაფარი

  • გახსოვდეთ: ტენტები, კარვები და ტილოები არ დაგიცავთ მეხისგან. თუ დასველდებიან, დამატებით საფრთხეს შექმნიან, რადგან წყალი ელექტროენერგიის კარგი გამტარია.

სახლი ან მანქანა დახურული ფანჯრებით შეიძლება იყოს კარგი თავშესაფარი. თუ ახლოს არაფერია, გადადით უახლოეს პუნქტში. აირჩიეთ ადგილი ქარიშხლისგან თავის შესაფარებლად

ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ სად ხართ:

მოერიდეთ ღია სივრცეებს, ბორცვებსა და მწვერვალებს. შეეცადეთ იპოვოთ ხევი, ღრუ ან სხვა ბუნებრივი ჩაღრმავება და დაელოდეთ იქ ქარიშხლის გადავლას. ტყეში მოერიდეთ მაღალ ხეებს, განსაკუთრებით ფიჭვებს, მუხას და ვერხვს - ელვამ შეიძლება დაამტვრიოს ისინი ან ცეცხლი წაუკიდოს. არ დადგეთ წყალში და ეცადეთ მოშორდეთ წყლის მასას. თუ ნავში ჭექა-ქუხილმა მოგისწროთ, რაც შეიძლება სწრაფად გაიარეთ ნაპირამდე მშრალ მიწაზე თავშესაფრისთვის. მით უმეტეს, თუ ნავი სალონის გარეშეა - ხალხი ყველაზე ხშირად მათში იღუპება.

მინდორში არ დაწვეთ სიბრტყეზე - თუ ელვა მიწაში გაივლის, თქვენ სხეულის დიდ არეალზე მოახდენს დარტყმას. ჯობია ჩამოჯდეთ და ფეხებზე ხელები შემოიხვიოთ.

და გახსოვდეთ: თუ ჯგუფურად მოგზაურობთ, შეინარჩუნეთ დისტანცია ერთმანეთისგან. თუ ელვა დაეცემა ერთ ადამიანს, მეორე შეძლებს მის დახმარებას.

  • როგორ დავიცვათ თავი ქალაქში?

ურბანულ პირობებში ჭექა-ქუხილისგან დამალვა უფრო ადვილია. როგორც კი გაიგონებთ ჭექა-ქუხილს, მოძებნეთ უსაფრთხო ადგილი: საცხოვრებელი კორპუსი, საოფისე შენობა, მანქანა დახურული ფანჯრებით.

როგორც წესი, ქალაქში ელვის ამრიდებია დამონტაჟებული, ამიტომ საცხოვრებელ კორპუსებსა და საოფისე შენობებში ყოფნა უსაფრთხოა. მაგრამ ღია კონსტრუქციები, როგორიცაა ფანჩატური, ვერანდა ან სპორტული არენა, დაგიცავთ წვიმისგან, მაგრამ არა ელვისგან.

დამალვისას ეცადეთ თავი შორს დაიჭიროთ მაღალი საგნებისგან, როგორიცაა ხეები და ტელეფონის ბოძები. და არ შეეხოთ არაფერს, რაც ელექტროენერგიას კარგად ატარებს. გააგრძელეთ კითხვა