მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედაქალაქში მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემაა და ამას პირველი ჩვენ ვამბობთ - სხვადასხვა უბნებში უმძიმესი მდგომარეობა იყო" - კახა კალაძე
"დედაქალაქში მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემაა და ამას პირველი ჩვენ ვამბობთ - სხვადასხვა უბნებში უმძიმესი მდგომარეობა იყო" - კახა კალაძე

თბი­ლი­სის მე­რის კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გუ­შინ ღა­მით თბი­ლის­ში მო­სულ­მა უხვმა ნა­ლექ­მა არა­ერ­თი პრობ­ლე­მა შექ­მნა.

რო­გორც კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, წუ­ხან­დე­ლი 3 სთ-ის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სუ­ლი ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 2-ჯერ გა­და­ა­ჭარ­ბა 2015 წლის 13 ივ­ნისს, 6 სთ-ის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სუ­ლი ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას.

"ასე­თი უხვი ნა­ლე­ქი თბი­ლისს არ ახ­სოვს. ჩვენ სრუ­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი გვყავ­და ჩვე­ნი შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი იმი­ტომ, რომ რო­დე­საც ამინ­დის ცვლი­ლე­ბა ხდე­ბა, ყო­ველ­თვის გვაქვს მზად­ყოფ­ნა გამ­გე­ო­ბე­ბის, შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის მხრი­დან. ამ­ჯე­რა­დაც ჩვე­ნი მხრი­დან რე­ა­გი­რე­ბა იყო დრო­უ­ლი და სწრა­ფი, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, წუ­ხან­დე­ლი 3 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სუ­ლი ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 2-ჯერ გა­და­ა­ჭარ­ბა 2015 წლის 13 ივ­ნისს, 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სუ­ლი ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას. რო­გორც იცით, წუ­ხან­დელ­მა ნა­ლექ­მა თბი­ლი­სის მთე­ლი ტე­რი­ტო­რია მო­იც­ვა და სხვა­დას­ხვა უბ­ნებ­ში გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა. მე გუ­შინ ვიმ­ყო­ფე­ბო­დი ერთ კონ­კრე­ტულ ად­გილ­ზე, სა­დაც დატ­ბო­რი­ლი იყო მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო. უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო. პრობ­ლე­მე­ბი იყო გლ­და­ნის რა­ი­ონ­ში, სა­ბურ­თა­ლო­ზე, სამ­გო­რის რა­ი­ონ­ში, დი­დუ­ბის რა­ი­ონ­ში. ბევ­რი კონ­კრე­ტუ­ლი ქუჩა და რა­ი­ო­ნი იყო, სა­დაც პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მნა. გან­ცხა­დე­ბე­ბი მო­ვის­მი­ნეთ იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თით­ქოს სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მე­ბი დე­და­ქა­ლაქ­ში არ მუ­შა­ობს. რა თქმა უნდა, მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის პრობ­ლე­მა არის და ამას პირ­ვე­ლი ჩვენ ვამ­ბობთ. შემ­თხვე­ვით არ არის ის, რომ სა­დაც სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს ვა­წარ­მო­ებთ, ყველ­გან ვცდი­ლობთ, პირ­ვე­ლი რაც გა­ვა­კე­თოთ, ეს არის მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა, სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო ქსე­ლე­ბი, წყლის მი­ლე­ბი, სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მა, სად­რე­ნა­ჟე სის­ტე­მა და ა.შ.“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე მან წა­რად­გი­ნა ვი­დეო, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა იყო თბი­ლის­ში წვი­მის დროს და რო­გორ მუ­შა­ობ­და სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მა.

თბი­ლი­სის მე­რის თქმით, სა­მუ­შა­ო­ე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რად­გან დატ­ბო­რი­ლი იყო სახ­ლე­ბი, სარ­და­ფე­ბი, ქუ­ჩე­ბი და ასე­ვე, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო ელექტრო­სა­დე­ნე­ბი.

"თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე ფერ­დზე და­ფიქ­სირ­და ქვა­თაც­ვე­ნა, მათ შო­რის ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის გზატ­კე­ცილ­ზე არ­სე­ბულ პრობ­ლე­მურ მო­ნაკ­ვეთ­ზე, სა­დაც მე­რი­ას უკვე და­წყე­ბუ­ლი აქვს შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ასე­ვე, მცი­რე ქვა­თაც­ვე­ნა იყო თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე და მარ­შალ გე­ლო­ვა­ნის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე მდე­ბა­რე ფერ­დო­ბებ­ზე. აქ უკვე გაწ­მენ­დი­ლია გზა, ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი მუ­შა­ობ­დნენ და გა­და­ად­გი­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ შე­საძ­ლე­ბე­ლია, პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს“, -გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მე­რის გან­მარ­ტე­ბით, მე­რი­ის ცხე­ლი ხაზი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და და სა­მუ­შა­ო­ე­ბი მომ­დევ­ნო დღე­ებ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახმე
0

ეე კალაძე ეგ ვერ გიშველის . არ ხარ შენ კარგი მერი ფაქტია არც აუზი არ დაგვავიწყდა და არც წყნეტი და საერთოდ შენი ფოკუსები კარგად გვახსოვს. რომელი ერთი!!!

დ.დ.
0

სცდები ამხ. კალაძე ! ბევრად უფრო მეტი, ქართველების თავებში არსებული კომუნიკაციების პრობლემაა და ამას მე არ ვამბობ პირველად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"დედაქალაქში მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემაა და ამას პირველი ჩვენ ვამბობთ - სხვადასხვა უბნებში უმძიმესი მდგომარეობა იყო" - კახა კალაძე

"დედაქალაქში მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემაა და ამას პირველი ჩვენ ვამბობთ - სხვადასხვა უბნებში უმძიმესი მდგომარეობა იყო" - კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინ ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა არაერთი პრობლემა შექმნა.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი 3 სთ-ის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ 2-ჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს, 6 სთ-ის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობას.

"ასეთი უხვი ნალექი თბილისს არ ახსოვს. ჩვენ სრულად მობილიზებული გვყავდა ჩვენი შესაბამისი სამსახურები იმიტომ, რომ როდესაც ამინდის ცვლილება ხდება, ყოველთვის გვაქვს მზადყოფნა გამგეობების, შესაბამისი სამსახურების მხრიდან. ამჯერადაც ჩვენი მხრიდან რეაგირება იყო დროული და სწრაფი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი 3 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ 2-ჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს, 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობას. როგორც იცით, წუხანდელმა ნალექმა თბილისის მთელი ტერიტორია მოიცვა და სხვადასხვა უბნებში გარკვეული პრობლემები შექმნა. მე გუშინ ვიმყოფებოდი ერთ კონკრეტულ ადგილზე, სადაც დატბორილი იყო მარჯვენა სანაპირო. უმძიმესი მდგომარეობა იყო. პრობლემები იყო გლდანის რაიონში, საბურთალოზე, სამგორის რაიონში, დიდუბის რაიონში. ბევრი კონკრეტული ქუჩა და რაიონი იყო, სადაც პრობლემები შეიქმნა. განცხადებები მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, თითქოს სანიაღვრე სისტემები დედაქალაქში არ მუშაობს. რა თქმა უნდა, მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა არის და ამას პირველი ჩვენ ვამბობთ. შემთხვევით არ არის ის, რომ სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაწარმოებთ, ყველგან ვცდილობთ, პირველი რაც გავაკეთოთ, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, საკანალიზაციო ქსელები, წყლის მილები, სანიაღვრე სისტემა, სადრენაჟე სისტემა და ა.შ.“, - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მან წარადგინა ვიდეო, თუ რა მდგომარეობა იყო თბილისში წვიმის დროს და როგორ მუშაობდა სანიაღვრე სისტემა.

თბილისის მერის თქმით, სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, რადგან დატბორილი იყო სახლები, სარდაფები, ქუჩები და ასევე, დაზიანებული იყო ელექტროსადენები.

"თბილისის რამდენიმე ფერდზე დაფიქსირდა ქვათაცვენა, მათ შორის ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ პრობლემურ მონაკვეთზე, სადაც მერიას უკვე დაწყებული აქვს შესაბამისი სამუშაოები. ასევე, მცირე ქვათაცვენა იყო თამარაშვილის ქუჩაზე და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე ფერდობებზე. აქ უკვე გაწმენდილია გზა, ღამის განმავლობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ და გადაადგილება ჩვეულებრივ შესაძლებელია, პრობლემას არ წარმოადგენს“, -განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, მერიის ცხელი ხაზი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა და სამუშაოები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.