დნმ-ის ანალიზით დადასტურდა, რომ შოვის ტრაგედიის ადგილას ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი, ზაზა მესხია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობელი, რაფაელ გოგიტიძე ავრცელებს.
გოგიტიძე ასევე წერს, რომ ზაზასთან ერთად ნაპოვნი არასრულწლოვნის ცხედარი მათი ოჯახიდან არაა.
"დნმ ანალიზმა დაადასტურა ზაზას ცხედარი.
პატარა ბიჭი ზაზას ცხედართან ერთად ჩვენ არ გვეკუთვნის.
დარჩენილია 2 პიროვნება და ეს ჩვენი 2 ბიჭია. ისინი ჯერ კიდევ იძებნებიან - ისინი ცელქები დახტუნავენ სადღაც ტყეში - ტყეში ჩვენს გულებში", - წერია რაფაელ გოგიტიძის გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ზაზა მესხის მეუღლესა და სამ შვილთან ერთად სტიქიის დროს დაიკარგა, ნაპოვნი და იდენტიფიცირებულია მისი მეუღლისა და უფროსი ვაჟის ცხედრები, მისი 2 შვილი კი ჯერ არ უპოვნიათ.
ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიამ ათობით ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო ინფორმაციით, ნაპოვნია 31 ადამიანის ცხედარი, ორ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.