სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიაში პირველად, მედიკოსებმა ადამიანის ტვინში 8-სანტიმეტრიანი ცოცხალი ჭია აღმოაჩინეს - "საოპერაციოში ყველამ შოკი მიიღო"
ისტორიაში პირველად, მედიკოსებმა ადამიანის ტვინში 8-სანტიმეტრიანი ცოცხალი ჭია აღმოაჩინეს - "საოპერაციოში ყველამ შოკი მიიღო"

მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლად, ადა­მი­ა­ნის ტვინ­ში ცო­ცხა­ლი, 8 სმ სიგ­რძის ჭია აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

"ძა­ფი­სე­ბუ­რი სტრუქ­ტუ­რის ობი­ექ­ტი" ავ­სტრა­ლი­ე­ლი პა­ცი­ენ­ტი ქა­ლის შუბ­ლის ნა­წი­ლი­დან გა­სულ წელს, ოპე­რა­ცი­ის დროს ამო­იყ­ვა­ნეს.

ექი­მე­ბის თქმით, პა­ცი­ენტს უჩ­ვე­უ­ლო სიმპტო­მე­ბი აწუ­ხებ­და - კუ­ჭის ტკი­ვი­ლი, ხვე­ლა, ღა­მით ოფ­ლი­ა­ნო­ბა, რაც შემ­დეგ მეხ­სი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მებ­სა და დეპ­რე­სი­ა­ში გა­და­ი­ზარ­და. სა­ბო­ლოო დას­კვნის მი­ხედ­ვით, ქა­ლის სხე­ულ­ში ჭი­ა­ყე­ლა საკ­ვე­ბად გა­მო­სა­დე­გი ბა­ლა­ხე­უ­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ მოხ­ვდა. სა­ვა­რა­უ­დოდ, წი­თე­ლი შე­ფე­რი­ლო­ბის პა­რა­ზი­ტი პა­ცი­ენ­ტის თა­ვის ქა­ლა­ში ორ თვემ­დე ცხოვ­რობ­და.

ბა­ლა­ხე­უ­ლი, რო­მე­ლიც ქალ­მა მი­ირ­თვა, ახალ ზე­ლან­დი­უ­რი ის­პა­ნა­ხის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი

  • მკვლე­ვა­რე­ბი გვაფრ­თხი­ლე­ბენ, რომ შემ­თხვე­ვა ცხო­ვე­ლე­ბი­დან ადა­მი­ა­ნებ­ზე და­ა­ვა­დე­ბე­ბის და ინ­ფექ­ცი­ე­ბის გა­და­ცე­მის გაზ­რდილ საფრ­თხეს მო­ას­წა­ვებს.

"სა­ო­პე­რა­ციო ოთახ­ში ყვე­ლამ შოკი მი­ი­ღო, როცა ქი­რურ­გმა პა­ცი­ენ­ტის თა­ვის ქა­ლი­დან ცო­ცხა­ლი, 8 სან­ტი­მეტ­რის მოძ­რა­ვი წი­თე­ლი ჭია ამო­იყ­ვა­ნა", - ყვე­ბა კან­ბე­რას სა­ა­ვად­მყო­ფოს ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა დოქ­ტო­რი სან­ჯა­ია სე­ნა­ი­ა­კე. "ეს ისე­თი შემ­თხვე­ვაა, რო­მე­ლიც აქამ­დე არას­დროს ყო­ფი­ლა დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი", - დას­ძენს ის.

Ophidascaris robertsi-ის ჭია ე.წ. ხა­ლი­ჩის პი­თო­ნებ­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი (არაშ­ხა­მი­ა­ნი გვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ავ­სტრა­ლი­ის დიდ ნა­წილ­ში გვხვდე­ბა). მეც­ნი­ე­რე­ბის ვა­რა­უ­დით, ქალს ჭია მას შემ­დეგ ჩა­უ­სახ­ლდა, რაც მან თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ­თან ის­პა­ნა­ხი მოკ­რი­ფა და კერ­ძში გა­მო­ი­ყე­ნა.

პა­რა­ზი­ტო­ლო­გი­ის ავ­სტრა­ლი­ელ­მა ექ­სპერ­ტმა, მეჰ­რაბ ჰო­სე­ინ­მა ეჭვი გა­მოთ­ქვა, რომ ქალი მას შემ­დეგ გახ­და ჭიის მას­პინ­ძე­ლი, რაც მან პი­თო­ნის გა­ნავ­ლით და პა­რა­ზი­ტის კვერ­ცხე­ბით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი მცე­ნა­რე მი­ირ­თვა.

პა­ცი­ენ­ტი სა­ა­ა­ვად­მყო­ფო­ში 2021 წლის იან­ვრის ბო­ლოს გა­და­იყ­ვა­ნეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სკა­ნი­რე­ბამ თა­ვის ტვი­ნის მარ­ჯვე­ნა შუბ­ლის არე­ში ატი­პი­უ­რი და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნა. ქა­ლის ავად­მყო­ფო­ბის მი­ზე­ზი კი მხო­ლოდ 2022 წელს, ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის შემ­დეგ დად­გინ­და.

ქალი ახლა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის გზას ად­გას. დოქ­ტორ­მა სე­ნა­ნა­ი­კემ, რო­მე­ლიც ასე­ვე ავ­სტრა­ლი­ის ეროვ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის (AEU) მე­დი­ცი­ნის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი­ცაა, BBC-ის გა­ნუ­ცხა­და, რომ ეს შემ­თხვე­ვა გაფრ­თხი­ლე­ბაა. AEU იუ­წყე­ბა, რომ ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 30 ახა­ლი ტი­პის ინ­ფექ­ცია გა­მოჩ­ნდა. მათ­გან სამი-მე­ო­თხე­დი ზო­ო­ნო­ზუ­რი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბია, რომ­ლე­ბიც ცხო­ვე­ლე­ბი­დან ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­და­ვი­და.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილო
2

რამე კარგი დაბეჭდეთ რა გააჭირეთ საქმე რათ უნდა ხალხს დილით გველების სურათები ხომ აზროვნებთ მანდ 

დავით 67
4

 მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია მათთვის უცნობი ყოფილა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ისტორიაში პირველად, მედიკოსებმა ადამიანის ტვინში 8-სანტიმეტრიანი ცოცხალი ჭია აღმოაჩინეს - "საოპერაციოში ყველამ შოკი მიიღო"

ისტორიაში პირველად, მედიკოსებმა ადამიანის ტვინში 8-სანტიმეტრიანი ცოცხალი ჭია აღმოაჩინეს - "საოპერაციოში ყველამ შოკი მიიღო"

მსოფლიოში პირველად, ადამიანის ტვინში ცოცხალი, 8 სმ სიგრძის ჭია აღმოაჩინეს.

"ძაფისებური სტრუქტურის ობიექტი" ავსტრალიელი პაციენტი ქალის შუბლის ნაწილიდან გასულ წელს, ოპერაციის დროს ამოიყვანეს.

ექიმების თქმით, პაციენტს უჩვეულო სიმპტომები აწუხებდა - კუჭის ტკივილი, ხველა, ღამით ოფლიანობა, რაც შემდეგ მეხსიერების პრობლემებსა და დეპრესიაში გადაიზარდა. საბოლოო დასკვნის მიხედვით, ქალის სხეულში ჭიაყელა საკვებად გამოსადეგი ბალახეულის მიღების შემდეგ მოხვდა. სავარაუდოდ, წითელი შეფერილობის პარაზიტი პაციენტის თავის ქალაში ორ თვემდე ცხოვრობდა.

ბალახეული, რომელიც ქალმა მიირთვა, ახალ ზელანდიური ისპანახის სახელითაა ცნობილი

  • მკვლევარები გვაფრთხილებენ, რომ შემთხვევა ცხოველებიდან ადამიანებზე დაავადებების და ინფექციების გადაცემის გაზრდილ საფრთხეს მოასწავებს.

"საოპერაციო ოთახში ყველამ შოკი მიიღო, როცა ქირურგმა პაციენტის თავის ქალიდან ცოცხალი, 8 სანტიმეტრის მოძრავი წითელი ჭია ამოიყვანა", - ყვება კანბერას საავადმყოფოს ინფექციურ დაავადებათა დოქტორი სანჯაია სენაიაკე. "ეს ისეთი შემთხვევაა, რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა დოკუმენტირებული", - დასძენს ის.

Ophidascaris robertsi-ის ჭია ე.წ. ხალიჩის პითონებშია გავრცელებული (არაშხამიანი გველები, რომლებიც ავსტრალიის დიდ ნაწილში გვხვდება). მეცნიერების ვარაუდით, ქალს ჭია მას შემდეგ ჩაუსახლდა, რაც მან თავის საცხოვრებელთან ისპანახი მოკრიფა და კერძში გამოიყენა.

პარაზიტოლოგიის ავსტრალიელმა ექსპერტმა, მეჰრაბ ჰოსეინმა ეჭვი გამოთქვა, რომ ქალი მას შემდეგ გახდა ჭიის მასპინძელი, რაც მან პითონის განავლით და პარაზიტის კვერცხებით დაბინძურებული მცენარე მიირთვა.

<iframe width="400" height="500" frameborder="0" src="https://www.bbc.com/news/av-embeds/66643241/vpid/p0g9cq20"></iframe>

პაციენტი სააავადმყოფოში 2021 წლის იანვრის ბოლოს გადაიყვანეს. მოგვიანებით, სკანირებამ თავის ტვინის მარჯვენა შუბლის არეში ატიპიური დაზიანება გამოავლინა. ქალის ავადმყოფობის მიზეზი კი მხოლოდ 2022 წელს, ქირურგიული ჩარევის შემდეგ დადგინდა.

ქალი ახლა გამოჯანმრთელების გზას ადგას. დოქტორმა სენანაიკემ, რომელიც ასევე ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის (AEU) მედიცინის ასოცირებული პროფესორიცაა, BBC-ის განუცხადა, რომ ეს შემთხვევა გაფრთხილებაა. AEU იუწყება, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში 30 ახალი ტიპის ინფექცია გამოჩნდა. მათგან სამი-მეოთხედი ზოონოზური ინფექციური დაავადებებია, რომლებიც ცხოველებიდან ადამიანებზე გადავიდა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა