პარტნიორები:
    ავტორი:

    სერია A - ში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი მიდის - რომელ გუნდთან გააფორმებს კონტრაქტს საბა საზონოვი და რა იქნება ტრანსფერის ფასი?

    სერია A - ში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი მიდის - რომელ გუნდთან გააფორმებს კონტრაქტს საბა საზონოვი და რა იქნება ტრანსფერის ფასი?

    იტალიური მედიის თანახმად სერია ა - ში საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრი საბა საზონოვი ითამაშებს. ის კლუბ "ტორინოს“ შეურეთდება.

    ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, საზანოვით დაინტერესებული იყო კიდევ ერთი იტალიური გუნდი "უდინეზე,“ თუმცა როგორც ჩანს, საზანოვმა არჩევანი გააკეთა.

    იტალიური სპორტული გამოცემები წერენ, რომ საბა საზანოვი მამასთან ერთად, უკვე ადგილზეა და ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის. შემდეგ კი კონტრაქტს მოაწერს ხელს.

    მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საზანოვის სატრანსფერო ფასი 3 მილიონი ევროა.

    საბა საზონოვი სანქტ-პეტერბურგში გაიზარდა. მას დედა ქართველი ჰყავს - სამტრედიელი ნინო ნიშნიანიძე. მოსკოვის "დინამოში“ სათამაშოდ 2020 წელს გადავიდა სანქტ-პეტერბურგის "ზენიტიდან“ და რუსეთის ჩემპიონატის გასულ ათ ტურში, რვა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. 2022 წლის სექტემბრიდან კი საქართველოს ნაკრებში გადმოვიდა სათამაშოდ.

    2022 წლის 17 ნოემბერს კი საქართველოს ნაკრებში საბა საზანოვის დებიუტი შედგა. საბა საზანოვს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. 2023 წლის აპრილში რუსულ გამოცემა Sport24-თან ინტერვიუში მშობლებზე ისაუბრა.

    ახალგაზრდა ცენტრალური მცველის სიმაღლე 194 სანტიმეტრია, ევროპის ახალაგაზრდულ ჩემპიონატზე მისმა თამაშმა განსაკუთრებულად მაღალი შეფასება მიიღო.

    წყარო