ავტორი:

ქუთაისში მცხოვრებმა პედაგოგმა მომენტალურ ლატარია "შვიდიანში" 20 ათასი ლარი მოიგო

ქუთაისში მცხოვრებმა პედაგოგმა მომენტალურ ლატარია "შვიდიანში" 20 ათასი ლარი მოიგო

მომენტალური ლატარია ,,შვიდიანის’’ მაქსიმალური მოგების მფლობელიაქალბატონი მარინა ჯალაღონია. ის პროფესიით ინგლისური ენის პედაგოგია და 40 წელზე მეტია ბავშვებს ინგლისურს ასწავლის. პედაგოგისთვის 20 000 ლარის მოგება ნამდვილად სასიხარულო ამბავია.

ქალბატონი მარინაც ემოციებს ვერ მალავს და ამბობს, რომ ,,ჯერ შოკიდან ვერ გამოსულა. მოგებულ თანხას ოჯახის წევრებს დავურიგებ, ბანკის პატარა ვალები გვაქვს ოჯახს და ამ ვალებსაც ჩავფარავთ, და ალბათ ზღვაზეც დავისვენებთ’’.

დიახ, ზაფხულში ლატარიით მოგებული თანხით, რა უნდა გააკეთოთ, თუ არა დაისვენოთ და განიტვირთოთ.

ქალბატონმა მარინამ მომენტალური ლატარია ,,შვიდიანის’’ 2 ბილეთი სუპერმარკეტ ,,სპარში’’ შეიძინა და 4 ლარის დანახარჯით 20 000 ლარი მოიგო.

,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ულოცავს ქალბატონ მარინა ჯალაღონიას მოგებას და წარმატებას უსურვებს.

NS