მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განცხადებების მიუხედავად, გავაგრძელებთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკის საქმეს" - ირაკლი კობახიძე კარასინის განცხადებაზე
"განცხადებების მიუხედავად, გავაგრძელებთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკის საქმეს" - ირაკლი კობახიძე კარასინის განცხადებაზე

"გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რა თქმა უნდა, გა­ვაგ­რძე­ლებთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კის საქ­მეს", - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, გრი­გო­რი კა­რა­სი­ნის გან­ცხა­დე­ბას აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის ე.წ.სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის აღი­ა­რე­ბა­ზე.

კო­ბა­ხი­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წარ­მა­ტე­ბუ­ლი არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კის წარ­მო­ე­ბა.

"ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი ჩვენ მოგ­ვის­მე­ნია. ჩვენ­თვის მთა­ვა­რი არის, რომ სა­ქარ­თვე­ლო, მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კას და სწო­რედ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კის შე­დე­გია ის, რომ არ­ცერ­თი ერ­თე­უ­ლით არ გაზ­რდი­ლა იმ ქვეყ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლებ­საც აღი­ა­რე­ბუ­ლი აქვთ ე.წ. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. ჩვენ, გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რა თქმა უნდა, გა­ვაგ­რძე­ლებთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კის საქ­მეს. ჩვენ ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი მოგ­ვის­მე­ნია, მაგ­რამ ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კა არა­ღი­ა­რე­ბის კუ­თხით ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

კი­თხვა­ზე, იმ ფონ­ზე, რო­დე­საც ჩი­ნეთ­თან სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბა­ზე იყო სა­უ­ბა­რი, რა­ტომ შე­მო­ი­ტა­ნეს ეს თემა რუ­სე­თი­დან, კო­ბა­ხი­ძე ასე პა­სუ­ხობს:

"არ ვიცი, მე არ მინ­და სა­ერ­თოდ ამ თე­მას ჩა­ვუღ­რმავ­დე. რა თქმა უნდა, ჩი­ნეთ­თან სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა არის ძა­ლი­ან დიდი მიღ­წე­ვა და რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა კი­დევ უფრო გაღ­რმავ­დეს ჩი­ნეთ­თან ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. რა თქმა უნდა, ჩვენ­თვის პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წარ­მა­ტე­ბუ­ლი არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კის წარ­მო­ე­ბა. ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რე­ბი ვიქ­ნე­ბით და რა თქმა უნდა, ვე­რა­ვი­თა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი ამა­ში ხელს ვერ შეგ­ვიშ­ლის“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, გრი­გო­რი კა­რა­სი­ნის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ "სამ­ხრეთ ოსე­თის და აფხა­ზე­თის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი სხვა ქვეყ­ნებ­მაც აღი­ა­რონ, მათ შო­რის ინ­დო­ეთ­მა და ჩი­ნეთ­მა“. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა კა­რა­სინ­მა Sputnik Южная Осетия-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ა­კე­თა. მი­სი­ვე თქმით, ეს რთუ­ლი სა­კი­თხია, რად­გან ამ იდე­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­სავ­ლეთს ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს, მაგ­რამ ადრე თუ გვი­ან ეს აღი­ა­რე­ბა მოხ­დე­ბა.

"რუ­სე­თი სამ­ხრეთ ოსე­თის და აფხა­ზე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბის წინ წა­წე­ვის­კენ მი­მარ­თულ მუ­შა­ო­ბას გა­აგ­რძე­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და კა­რა­სინ­მა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე1
0

? მართლაც დღს თუ მაგათ ეაფხაზეთ და ეოსეთებათ ვაი ვაი რა ცუდად ქონიათ საქმე თავშიც და ბოლოშიც. რა ჭირი უნდათ ასეთი ქვეყანა აქვთ რესურსებიანი, ამხელა ტერიტორიები.. დაეტიე შენ ვეყანაში, ვის რა უნდა შენგან! აცხოვრე შენი ხალხიც და სხვავც. ეს მათხოვარი სასახლეებში თუ ახერხებს ცხოვრებას.. მისი შვილები მალულად სხვა გვარით ცხოვრობენ ევროპაში. მოკლედ აფხაზეთს ხომ დაღუპავენ და ოსეთი ვის დაჰკარგვია!?

ელგუჯა
8

ევროპას და ამერიკას უმადლოდეთ, არაღიარებას და არა თქვენ, საგარეო აქტიურობას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"განცხადებების მიუხედავად, გავაგრძელებთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკის საქმეს" - ირაკლი კობახიძე კარასინის განცხადებაზე

"განცხადებების მიუხედავად, გავაგრძელებთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკის საქმეს" - ირაკლი კობახიძე კარასინის განცხადებაზე

"განცხადებების მიუხედავად, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკის საქმეს", - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ.სუვერენიტეტის აღიარებაზე.

კობახიძის თქმით, საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია წარმატებული არაღიარების პოლიტიკის წარმოება.

"ასეთი განცხადებები ჩვენ მოგვისმენია. ჩვენთვის მთავარი არის, რომ საქართველო, მთელი ამ წლების განმავლობაში წარმატებით ახორციელებს არაღიარების პოლიტიკას და სწორედ ჩვენი ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკის შედეგია ის, რომ არცერთი ერთეულით არ გაზრდილა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც აღიარებული აქვთ ე.წ. დამოუკიდებლობა. ჩვენ, განცხადებების მიუხედავად, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკის საქმეს. ჩვენ ასეთი განცხადებები მოგვისმენია, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა არაღიარების კუთხით ყველაფრის მიუხედავად წარმატებული იყო“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, იმ ფონზე, როდესაც ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე იყო საუბარი, რატომ შემოიტანეს ეს თემა რუსეთიდან, კობახიძე ასე პასუხობს:

"არ ვიცი, მე არ მინდა საერთოდ ამ თემას ჩავუღრმავდე. რა თქმა უნდა, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არის ძალიან დიდი მიღწევა და რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს ჩინეთთან ყველა მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია წარმატებული არაღიარების პოლიტიკის წარმოება. ორივე მიმართულებით ძალიან აქტიურები ვიქნებით და რა თქმა უნდა, ვერავითარი განცხადებები ამაში ხელს ვერ შეგვიშლის“, - განაცხადა კობახიძემ.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ "სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი სხვა ქვეყნებმაც აღიარონ, მათ შორის ინდოეთმა და ჩინეთმა“. აღნიშნული განცხადება კარასინმა Sputnik Южная Осетия-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მისივე თქმით, ეს რთული საკითხია, რადგან ამ იდეასთან დაკავშირებით დასავლეთს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს აღიარება მოხდება.

"რუსეთი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების წინ წაწევისკენ მიმართულ მუშაობას გააგრძელებს“, - განაცხადა კარასინმა.