საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაპატიჟე სტუმრად ქართველი, ან შენ წადი მასთან, ამის მერე ხელი მოგემართება" - ჩრდილოკავკასიელთა თქმულებები, ქართველის დაარსებული ჩეჩნური დაბა და ჯარეგა ვაჟას "სტუმარ-მასპინძლიდან"
"დაპატიჟე სტუმრად ქართველი, ან შენ წადი მასთან, ამის მერე ხელი მოგემართება" - ჩრდილოკავკასიელთა თქმულებები, ქართველის დაარსებული ჩეჩნური დაბა და ჯარეგა ვაჟას "სტუმარ-მასპინძლიდან"

ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ზე თა­ვის დრო­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თულ­მა ქრის­ტი­ა­ნულ­მა კულ­ტუ­რამ. ად­გი­ლობ­რი­ვი ხალ­ხე­ბის ფოლკ­ლო­რულ­მა შე­მოქ­მე­დე­ბამ და მი­თო­ლო­გი­ურ­მა ცნო­ბი­ე­რე­ბამ ბოლო დრომ­დე სი­უ­ჟე­ტე­ბი­სა და მო­ტი­ვე­ბის სა­ხით შე­მოგ­ვი­ნა­ხა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გავ­ლე­ნის კვა­ლი. ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის მრა­ვალ კუ­თხე­ში დღემ­დე შე­მორ­ჩა ქარ­თუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სუ­ლი­ე­რი კულ­ტუ­რის არა­ერ­თი ძეგლი. ა.წ. 14 ივ­ლი­სი­დან 25 ივ­ლი­სამ­დე ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში სა­მეც­ნი­ე­რო მივ­ლი­ნე­ბით იმ­ყო­ფე­ბო­და ქარ­თველ პრო­ფე­სორ­თა ჯგუ­ფი. სა­მეც­ნი­ე­რო მივ­ლი­ნე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში. (პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი პრო­ფე­სო­რი ცირა ბა­რა­მი­ძე).

ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში ქარ­თუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სუ­ლი­ე­რი კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა პრო­ექ­ტის ძი­რი­თა­დი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი, ფოლკ­ლო­რის­ტი, კავ­კა­სი­ო­ლო­გი ხვთი­სო მა­მი­სი­მე­დიშ­ვი­ლი.

- 2023 წლის 14 ივ­ლი­სი­დან 25 ივ­ლი­სამ­დე ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში, კერ­ძოდ, და­ღეს­ტან­ში, ჩეჩ­ნეთ­სა და ინ­გუ­შეთ­ში სა­მეც­ნი­ე­რო მივ­ლი­ნე­ბით ვიმ­ყო­ფე­ბო­დით პრო­ექ­ტის რამ­დე­ნი­მე წევ­რი: პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ექ­ტის ორი ძი­რი­თა­დი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და დამ­ხმა­რე პერ­სო­ნა­ლი. ეს იყო უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო, რთუ­ლი, დაბ­რკო­ლე­ბე­ბი­თა და დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით აღ­სავ­სე მოგ­ზა­უ­რო­ბა...

ინ­გუ­შე­თის მა­ღალმთი­ა­ნეთ­ში, კერ­ძოდ კი მდი­ნა­რე ასის ხე­ო­ბა­ში, და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ კოშ­კე­ბი­ა­ნი სოფ­ლე­ბი: ეგი­კა­ლა, ხელი, ბარ­ქინ­ხოი, ქიი, ლეჟგი და სხვა, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ არ­ხოტს ესა­ზღვრე­ბა და რომ­ლის მცხოვ­რებ­ლებ­საც ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ ხევ­სუ­რებ­თან. მო­ვი­ნა­ხუ­ლე ხევ­სუ­რე­ბის სა­საფ­ლაო ინ­გუ­შე­ბის სო­ფელ ღულ­ში. ვეწ­ვიე და­ღეს­ტნის ეროვ­ნულ მუ­ზე­უმს მა­ხა­ჩყა­ლა­ში, და­ვათ­ვა­ლი­ე­რე ნაზ­რან­ში მხა­რეთმცოდ­ნე­ო­ბის, ხოლო მა­გას­ში ინ­გუ­შე­თის ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მე­ბი. ნაზ­რა­ნის ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი იყო ტაძ­რის ქვე­ბი ასომ­თავ­რუ­ლი წარ­წე­რე­ბით. ვი­ყა­ვი გროზ­ნოს ა. აი­და­მი­რო­ვის სა­ხე­ლო­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, სა­დაც ასე­ვე მო­ვი­ნა­ხუ­ლე ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ტაძ­რის ქვე­ბი XI სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლი წარ­წე­რე­ბი­თა და ბა­რე­ლი­ე­ფე­ბით. ჩემ­თვის მე­ტად ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის არ­ტე­ფაქ­ტე­ბის გაც­ნო­ბა მა­ხა­ჩყა­ლა­ში, გროზ­ნო­ში, ნაზ­რან­სა და მა­გას­ში. მქონ­და შეხ­ვედ­რე­ბი ად­გი­ლობ­რივ სწავ­ლუ­ლებ­თან, მწერ­ლებ­თან, პო­ე­ტებ­თან, მეც­ნი­ე­რებ­თან, პრო­ფე­სო­რებ­თან, რომ­ლებ­მაც გა­მი­ზი­ა­რეს თა­ვი­ან­თი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა ქარ­თულ კულ­ტუ­რულ სივ­რცეს­თან ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის ხალ­ხე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ. ჩა­ვი­წე­რე ფოლკ­ლო­რუ­ლი გად­მო­ცე­მე­ბი, თქმუ­ლე­ბე­ბი და ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბი ცო­ცხა­ლი შეს­რუ­ლე­ბით. და­ღეს­ტან­ში ვეწ­ვი­ეთ გერ­გე­ბი­ლის, შა­მი­ლი­სა და უცუნ­კუ­ლის რა­ი­ო­ნებს, და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ და­ღეს­ტნის მა­ღალმთი­ა­ნი, კლდე­ზე აკ­რუ­ლი, მი­უდ­გო­მე­ლი აული გუ­ნი­ბი, სა­დაც 1859 წელს რუ­სებს ტყვედ ჩა­ბარ­და იმა­მი შა­მი­ლი.

არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი ჩე­ჩენ და ინ­გუშ უხუ­ცე­სებ­თან, მათი ბრძნუ­ლი სა­უბ­რე­ბი ქარ­თველ ხალ­ხთან ის­ტო­რი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ. ყველ­გან, ყვე­ლა ქა­ლაქ­სა თუ სო­ფელ­ში, იგ­რძნო­ბო­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვისცმა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ. მო­ვი­ხიბ­ლე ჩეჩ­ნე­ბი­სა და ინ­გუ­შე­ბის, მარ­თლაც, გა­სა­ო­ცა­რი სტუ­მარ­მას­პინ­ძლო­ბით; აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დავ­რჩი მათი ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბით, ერ­თმა­ნე­თის მოფრ­თხი­ლე­ბი­სა და მხარ­ში დგო­მის უნა­რით.

უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ვეწ­ვი­ეთ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის იმ რე­გი­ო­ნებს, სა­დაც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გავ­ლე­ნა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უწყვეტ ის­ტო­რი­ულ პრო­ცესს წარ­მო­ად­გენ­და. 2023 წლის 14 ივ­ლი­სი­დან 18 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით ვიმ­ყო­ფე­ბო­დი ჩეჩ­ნე­თის მა­ღალმთი­ან რე­გი­ონ­ში. მას­პინ­ძლებ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს იმის­თვის, რომ ჩემი თვა­ლით მე­ნა­ხა ჩეჩ­ნე­თის მრა­ვა­ლი ხე­ო­ბა, დაბა და სო­ფე­ლი, მათ შო­რის არ­ღუ­ნის ხე­ო­ბის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი.

15 ივ­ლისს ვეს­ტუმ­რეთ მი­თხო­სა და მა­ისტს, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ შა­ტი­ლის მხა­რეს ესა­ზღვრე­ბა. ნა­სოფ­ლა­რე­ბის სი­ახ­ლო­ვეს და­ვათ­ვა­ლი­ე­რე მიც­ვა­ლე­ბულ­თა აკ­ლდა­მე­ბი, უძ­ვე­ლე­სი სა­კულ­ტო ტაძ­რე­ბი. მი­თხოს, მა­ის­ტი­სა და ტე­რე­ლოს ნახ­ვა იმ მხრი­ვაც იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ სწო­რედ ამ კუ­თხეს უკავ­შირ­დე­ბა ხევ­სუ­რუ­ლი საგ­მი­რო ბა­ლა­დე­ბი­სა და მი­თო­ლო­გი­უ­რი გად­მო­ცე­მე­ბის ერთი ნა­წი­ლი. აქვე, სო­ფელ ჯა­რე­გა­ში ხდე­ბა მოქ­მე­დე­ბა ვაჟა-ფშა­ვე­ლას პო­ე­მა­ში "სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი“. როცა ნა­სოფ­ლარ ჯა­რე­გას ძირ­ში მი­ვე­დი, გაღ­მა ნამ­დვი­ლად მო­ჩან­და ის მთა, რო­მელ­ზეც ვაჟა-ფშა­ვე­ლა წერს:

"სოფ­ლი­სა გაღ­მა გო­რია,

დამ­წვა­რი, ქვი­ში­ა­ნია,

ბევ­რი წევს იქა ვაჟ­კა­ცი,

გულ-ლომი ჯი­ში­ა­ნია“.

მდი­ნა­რე არ­ღუ­ნის სა­ნა­პი­რო­დან შუ­ა­დღის თა­კა­რა სი­ცხე­ში ცი­ცა­ბო ბი­ლი­კით ავე­დი ე. წ. მკვდარ­თა ქა­ლაქ­ში, რო­მელ­საც ჰქვია "წაი-ფჴჲედა“. სწო­რედ ამ ად­გი­ლას 2016 წლის ზა­ფხულ­ში ჩე­ჩენ­მა არ­ქე­ო­ლო­გებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს სა­კულ­ტო თასე­ბი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი (ასომ­თავ­რუ­ლი) წარ­წე­რე­ბით. აქვე, მთა­ზე, არის მიც­ვა­ლე­ბულ­თა უძ­ვე­ლე­სი აკ­ლდა­მე­ბი. ქედ­ზე, რო­მელ­ზეც მე ავე­დი, მკა­ფი­ოდ ჩან­და მე­ო­რე მხა­რეს, დაბ­ლა, ვიწ­რო ხე­ო­ბა­ში მი­მა­ვა­ლი გზა ნა­სოფ­ლარ სა­ხა­ნოს­კენ, იმ სა­ხა­ნოს­კენ, რო­მე­ლიც ხში­რად ხსენ­დე­ბა ხევ­სუ­რულ გად­მო­ცე­მებ­ში.

ასე­ვე და­ვეს­წა­რით დაბა ითონ­ხა­ლეს რა­ი­ო­ნულ ცენ­ტრად გა­მო­ცხა­დე­ბის 100 წლის­თავს, თუმ­ცა იგი თა­ვი­სი და­არ­სე­ბი­დან უფრო ხან­გრძლივ ის­ტო­რი­ას ით­ვლის. ითონ­ხა­ლეს და­არ­სე­ბას ჩეჩ­ნუ­რი გად­მო­ცე­მე­ბი ქარ­თველ კაცს მი­ა­წე­რენ. 1963 და­ბა­დე­ბულ­მა და ითონ­ხა­ლე­ში მცხოვ­რებ­მა რამ­ზან იდ­რი­სის ძე მურ­თა­ზოვ­მა შემ­დე­გი თქმუ­ლე­ბა მი­ამ­ბო: "რო­გორც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი გად­მოგ­ვცე­მენ, ითო­ნი მო­სუ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან ამ ად­გილ­ზე, სა­დაც დღეს ითონ­ხა­ლეა გა­შე­ნე­ბუ­ლი. აქ მას და­უს­ვე­ნია, მი­წა­ში თა­ვი­სი კვერ­თხი ჩა­ურჭ­ვია და და­უ­ძი­ნია. როცა ითონს გა­უღ­ვი­ძია, კვერ­თხზე მერ­ცხლის ბუდე და­უ­ნა­ხავს. კვერ­თხზე გა­კე­თე­ბუ­ლი მერ­ცხლის ბუდე ითონს ღვთის მი­ნიშ­ნე­ბად მი­უჩ­ნე­ვია და მიმხვდა­რა, რომ ეს მი­და­მო ბა­რა­ქი­ა­ნი ად­გი­ლი იქ­ნე­ბო­და. მა­შინ იქ ჯერ კი­დევ არა­ვის უცხოვ­რია. მას დიშ­ნე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ურ­თავს ცო­ლად. სო­ფელს ითო­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად ითონ-ხალე დარ­ქმე­ვია. ამ­ჟა­მად, ითო­ნის­გან შვი­დი შტო მომ­დი­ნა­რე­ობს და შვი­დი­ვე გვა­რი, ყვე­ლა, ამ რა­ი­ონ­ში ცხოვ­რობს. მე თვი­თონ ითო­ნის შთა­მო­მა­ვა­ლი ვარ, - დას­ძი­ნა რამ­ზან მურ­თა­ზოვ­მა. - თუ­შე­თის მხრი­დან აქეთ მო­დის გზა, რო­მელ­საც დღე­საც ითო­ნის გზას ვუ­წო­დებთ. აქ არის ასე­ვე ითო­ნის კოშ­კე­ბი. დღეს მათი მხო­ლოდ ნან­გრე­ვე­ბი­ღა შე­მორ­ჩა“. დაბა ითონ­ხა­ლე მთე­ბით არის გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი.

ჩეჩ­ნე­თის ბა­რი­დან ითონ­ხა­ლემ­დე მი­სას­ვლე­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა მთლი­ა­ნად მდი­ნა­რე არ­ღუ­ნის ხე­ო­ბას მო­უყ­ვება. ხე­ო­ბა ზო­გან კლდე­ებ­ში ისე ვიწ­როვ­დე­ბა, რომ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი თუ გა­ი­მარ­თე­ბა მათ შო­რის. სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზაც ხში­რად კლდე­ზეა გა­აჭ­რი­ლი. ზუს­ტად ითონ­ხა­ლეს­თან არ­ღუნს პა­ტა­რა მდი­ნა­რე ჩან­ტი-ეჴქი უერ­თდე­ბა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბი მი­ამ­ბობ­დნენ, ითონ-ხა­ლეს­თან არ­ღუნს ქვე­ბი ჩა­მოჰ­ქონ­და, ხოლო ჩან­ტი-ეჴქს - ხე­ე­ბი. თა­ვის დრო­ზე კი ითონ­ხა­ლე­ლე­ბი მდი­ნა­რის ჩა­მო­ტა­ნილ ქვა­სა და ხე-ტყეს სახ­ლე­ბი­სა და კოშ­კე­ბის სამ­შე­ნებ­ლოდ იყე­ნებ­დნენ.

ითონ ხა­ლეს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ერ­თი­ან­დე­ბა არ­ღუ­ნის ხე­ო­ბის სოფ­ლე­ბი: ჭი­ნა­ხი, ბა­შინ-ხალა, გუჩი-ხალა, მუხ-მერ­ქი, გუ­ხოი, ზუმ­სოი, მათ შო­რის ნა­სოფ­ლა­რე­ბი: დიშ­ნი, დუს­ხა­რი, გე­ზხოი, შვინ­და, მა­ის­ტი, ჯა­რე­გო, ბეს­ტი, სა­ხა­ნო, ასე­ვე, თით­ქმის ნა­სოფ­ლა­რი - ტე­რე­ლოი და სხვ. ჯა­რე­გო­სა და სა­ხა­ნოს გა­და­სახ­ვევს რომ გავ­ცდე­ბით მდი­ნა­რე არ­ღუ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ექ­ვსი-შვი­დი კი­ლო­მეტ­რის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდე­ბა შა­ტი­ლის მრის­ხა­ნე კოშ­კე­ბი. ითონ-ხა­ლეს ზე­მოთ მდი­ნა­რე არ­ღუნს უერ­თდე­ბა ხილ­დი­ჰა­როს ხე­ო­ბა, სა­ი­და­ნაც ბი­ლი­კე­ბი თუ­შე­თის სოფ­ლე­ბის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა.

ითონ­ხა­ლეს რა­ი­ო­ნი უშუ­ა­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს, კერ­ძოდ კი, ხევ­სუ­რეთს ესა­ზღვრე­ბა. 1944 წელს, რო­დე­საც ჩეჩ­ნე­ბი შუა აზი­ა­ში გა­და­ა­სახ­ლეს, საბ­ჭო­თა მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ითონ­ხა­ლეს ახალ­ხე­ვი და­არ­ქვეს და იქ ქარ­თვე­ლი მთი­ე­ლე­ბი, ხევ­სუ­რე­ბი, ჩა­ა­სახ­ლეს. მაგ­რამ, როცა ჩეჩ­ნე­ბი დაბ­რუნ­დნენ თა­ვი­ანთ სამ­შობ­ლო­ში, ქარ­თვე­ლებ­მა, სხვე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, მა­შინ­ვე და­უ­ტო­ვეს ჩეჩ­ნებს მოვ­ლილ-ნა­პატ­რო­ნე­ბი სახ­ლე­ბი და თითო პი­რუ­ტყვი, რათა რე­პატ­რი­ან­ტებს ცხოვ­რე­ბის ხე­ლა­ხა­ლი და­წყე­ბა არ გას­ჭირ­ვე­ბო­დათ.

ითონ­ხა­ლეს დღე­სას­წა­ულ­ზე ჩემ­თან მო­დი­ოდ­ნენ ჩე­ჩე­ნი უხუ­ცე­სე­ბი, რათა გა­მო­ე­ხა­ტათ თა­ვი­ან­თი პა­ტი­ვის­ცე­მა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ. ეს იყო ექ­სპე­დი­ცი­ის ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი და ამა­ღელ­ვე­ბე­ლი დღე. შა­ტო­ის რა­ი­ონ­ში მცხოვ­რებ­მა 65 წლის ჩე­ჩენ­მა სა­ლავ­დუ ალა­უ­დი­ნის ძე ბი­ჩა­ლოვ­მა ჩემ­თან სა­უ­ბარ­ში გა­იხ­სე­ბა წი­ნაპ­რე­ბის მიერ და­ტო­ვე­ბუ­ლი ბრძნუ­ლი შე­გო­ნე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც ბავ­შვო­ბა­ში უფ­რო­სე­ბი ხში­რად ახ­სე­ნებ­დნენ:

"მე მყავ­და ბე­ბია. მან 110 წელი ჯან­მრთე­ლად იცო­ცხლა, სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა კბი­ლე­ბი, მხედ­ვე­ლო­ბა, სმე­ნა და მეხ­სი­ე­რე­ბა. ის შე­მახ­სე­ნებ­და ხოლ­მე წი­ნაპ­რე­ბის ნათ­ქვამს: "თუ ცხოვ­რე­ბა­ში გა­გი­ჭირ­დე­ბა, ხელი არ მო­გე­მარ­თე­ბა და პრობ­ლე­მე­ბი და­გიგ­როვ­დე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად და­პა­ტი­ჟე შენს სახ­ლში სტუმ­რად ქარ­თვე­ლი, ან შენ წადი სტუმ­რად ქარ­თველ­თან. ამის შემ­დეგ რთუ­ლი დღე­ე­ბი უკან დაგ­რჩე­ბა, ხელი მო­გე­მარ­თე­ბა, გა­ჭირ­ვე­ბა გაქ­რე­ბა და პრობ­ლე­მე­ბიც მოგ­ვარ­დე­ბა“.

ჩეჩ­ნე­თის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს შო­რის მე­ტად შთამ­ბეჭ­და­ვი აღ­მოჩ­ნდა შა­როი-არ­ღუ­ნის ხე­ო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი შა­რო­ის მა­ღალ მთა­ზე აღ­მარ­თუ­ლი კოშ­კე­ბის კომ­პლექ­სი, რომ­ლე­ბიც 17 ივ­ლისს და­ვათ­ვა­ლი­ე­რე. იქი­დან იშ­ლე­ბო­და მთა­ზე გა­და­სას­ვლე­ლი ბი­ლი­კე­ბის და­უ­ვი­წყა­რი ხე­დე­ბი, რო­მელ­თა­გან ერთი და­ღეს­ტნის მთი­ა­ნე­თის­კენ, ხოლო მე­ო­რე მთა­თუ­შე­თის­კენ მი­ე­მარ­თე­ბო­და.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
suxumchanin
0

ჭკვიანი მმართველი ოსეთისჯწნ მუმავალ გზას ჩახერგავდა და ინგუშეთისკენ გახსნიდა, მაგრამ სადაა ჭკუა

Status quo
4

ინგუშები ჩვენი ძმები არიან და იქნებიან.ჩეჩნებმა კი თავი შეირცხვინეს აფხაზეთის ომში.გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს,რადგან ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს ამ მუხანათობას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"დაპატიჟე სტუმრად ქართველი, ან შენ წადი მასთან, ამის მერე ხელი მოგემართება" - ჩრდილოკავკასიელთა თქმულებები, ქართველის დაარსებული ჩეჩნური დაბა და ჯარეგა ვაჟას "სტუმარ-მასპინძლიდან"

"დაპატიჟე სტუმრად ქართველი, ან შენ წადი მასთან, ამის მერე ხელი მოგემართება" - ჩრდილოკავკასიელთა თქმულებები, ქართველის დაარსებული ჩეჩნური დაბა და ჯარეგა ვაჟას "სტუმარ-მასპინძლიდან"

ჩრდილოეთ კავკასიაზე თავის დროზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შუა საუკუნეების ქართულმა ქრისტიანულმა კულტურამ. ადგილობრივი ხალხების ფოლკლორულმა შემოქმედებამ და მითოლოგიურმა ცნობიერებამ ბოლო დრომდე სიუჟეტებისა და მოტივების სახით შემოგვინახა ქართული კულტურის გავლენის კვალი. ჩრდილოეთ კავკასიის მრავალ კუთხეში დღემდე შემორჩა ქართული მატერიალური და სულიერი კულტურის არაერთი ძეგლი. ა.წ. 14 ივლისიდან 25 ივლისამდე ჩრდილოეთ კავკასიაში სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ქართველ პროფესორთა ჯგუფი. სამეცნიერო მივლინება განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში. (პროექტის ხელმძღვანელი პროფესორი ცირა ბარამიძე).

ჩრდილოეთ კავკასიაში ქართული მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების შესახებ გვესაუბრება პროექტის ძირითადი შემსრულებელი, ფილოლოგიის დოქტორი, ფოლკლორისტი, კავკასიოლოგი ხვთისო მამისიმედიშვილი.

- 2023 წლის 14 ივლისიდან 25 ივლისამდე ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ, დაღესტანში, ჩეჩნეთსა და ინგუშეთში სამეცნიერო მივლინებით ვიმყოფებოდით პროექტის რამდენიმე წევრი: პროექტის ხელმძღვანელი, პროექტის ორი ძირითადი შემსრულებელი და დამხმარე პერსონალი. ეს იყო უაღრესად საინტერესო, რთული, დაბრკოლებებითა და დიდი შთაბეჭდილებებით აღსავსე მოგზაურობა...

ინგუშეთის მაღალმთიანეთში, კერძოდ კი მდინარე ასის ხეობაში, დავათვალიერეთ კოშკებიანი სოფლები: ეგიკალა, ხელი, ბარქინხოი, ქიი, ლეჟგი და სხვა, რომლებიც უშუალოდ არხოტს ესაზღვრება და რომლის მცხოვრებლებსაც ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდათ ხევსურებთან. მოვინახულე ხევსურების სასაფლაო ინგუშების სოფელ ღულში. ვეწვიე დაღესტნის ეროვნულ მუზეუმს მახაჩყალაში, დავათვალიერე ნაზრანში მხარეთმცოდნეობის, ხოლო მაგასში ინგუშეთის ეროვნული მუზეუმები. ნაზრანის ეროვნულ მუზეუმში დაცული იყო ტაძრის ქვები ასომთავრული წარწერებით. ვიყავი გროზნოს ა. აიდამიროვის სახელობის ბიბლიოთეკაში, სადაც ასევე მოვინახულე ქრისტიანული ტაძრის ქვები XI საუკუნის ქართული ასომთავრული წარწერებითა და ბარელიეფებით. ჩემთვის მეტად ემოციური აღმოჩნდა ქართული კულტურის არტეფაქტების გაცნობა მახაჩყალაში, გროზნოში, ნაზრანსა და მაგასში. მქონდა შეხვედრები ადგილობრივ სწავლულებთან, მწერლებთან, პოეტებთან, მეცნიერებთან, პროფესორებთან, რომლებმაც გამიზიარეს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება ქართულ კულტურულ სივრცესთან ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების ურთიერთობის შესახებ. ჩავიწერე ფოლკლორული გადმოცემები, თქმულებები და ხალხური სიმღერები ცოცხალი შესრულებით. დაღესტანში ვეწვიეთ გერგებილის, შამილისა და უცუნკულის რაიონებს, დავათვალიერეთ დაღესტნის მაღალმთიანი, კლდეზე აკრული, მიუდგომელი აული გუნიბი, სადაც 1859 წელს რუსებს ტყვედ ჩაბარდა იმამი შამილი.

არასოდეს დამავიწყდება შეხვედრები ჩეჩენ და ინგუშ უხუცესებთან, მათი ბრძნული საუბრები ქართველ ხალხთან ისტორიული ურთიერთობის შესახებ. ყველგან, ყველა ქალაქსა თუ სოფელში, იგრძნობოდა განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცმა ქართველი ხალხის მიმართ. მოვიხიბლე ჩეჩნებისა და ინგუშების, მართლაც, გასაოცარი სტუმარმასპინძლობით; აღფრთოვანებული დავრჩი მათი ერთსულოვნებით, ერთმანეთის მოფრთხილებისა და მხარში დგომის უნარით.

უპირველეს ყოვლისა, ვეწვიეთ ჩრდილოეთ კავკასიის იმ რეგიონებს, სადაც ქართული კულტურის გავლენა საუკუნეების განმავლობაში უწყვეტ ისტორიულ პროცესს წარმოადგენდა. 2023 წლის 14 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით ვიმყოფებოდი ჩეჩნეთის მაღალმთიან რეგიონში. მასპინძლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩემი თვალით მენახა ჩეჩნეთის მრავალი ხეობა, დაბა და სოფელი, მათ შორის არღუნის ხეობის ღირსშესანიშნაობები.

15 ივლისს ვესტუმრეთ მითხოსა და მაისტს, რომლებიც უშუალოდ შატილის მხარეს ესაზღვრება. ნასოფლარების სიახლოვეს დავათვალიერე მიცვალებულთა აკლდამები, უძველესი საკულტო ტაძრები. მითხოს, მაისტისა და ტერელოს ნახვა იმ მხრივაც იყო მნიშვნელოვანი, რომ სწორედ ამ კუთხეს უკავშირდება ხევსურული საგმირო ბალადებისა და მითოლოგიური გადმოცემების ერთი ნაწილი. აქვე, სოფელ ჯარეგაში ხდება მოქმედება ვაჟა-ფშაველას პოემაში "სტუმარ-მასპინძელი“. როცა ნასოფლარ ჯარეგას ძირში მივედი, გაღმა ნამდვილად მოჩანდა ის მთა, რომელზეც ვაჟა-ფშაველა წერს:

"სოფლისა გაღმა გორია,

დამწვარი, ქვიშიანია,

ბევრი წევს იქა ვაჟკაცი,

გულ-ლომი ჯიშიანია“.

მდინარე არღუნის სანაპიროდან შუადღის თაკარა სიცხეში ციცაბო ბილიკით ავედი ე. წ. მკვდართა ქალაქში, რომელსაც ჰქვია "წაი-ფჴჲედა“. სწორედ ამ ადგილას 2016 წლის ზაფხულში ჩეჩენმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს საკულტო თასები ძველი ქართული (ასომთავრული) წარწერებით. აქვე, მთაზე, არის მიცვალებულთა უძველესი აკლდამები. ქედზე, რომელზეც მე ავედი, მკაფიოდ ჩანდა მეორე მხარეს, დაბლა, ვიწრო ხეობაში მიმავალი გზა ნასოფლარ სახანოსკენ, იმ სახანოსკენ, რომელიც ხშირად ხსენდება ხევსურულ გადმოცემებში.

ასევე დავესწარით დაბა ითონხალეს რაიონულ ცენტრად გამოცხადების 100 წლისთავს, თუმცა იგი თავისი დაარსებიდან უფრო ხანგრძლივ ისტორიას ითვლის. ითონხალეს დაარსებას ჩეჩნური გადმოცემები ქართველ კაცს მიაწერენ. 1963 დაბადებულმა და ითონხალეში მცხოვრებმა რამზან იდრისის ძე მურთაზოვმა შემდეგი თქმულება მიამბო: "როგორც ჩვენი წინაპრები გადმოგვცემენ, ითონი მოსულა საქართველოს მხრიდან ამ ადგილზე, სადაც დღეს ითონხალეა გაშენებული. აქ მას დაუსვენია, მიწაში თავისი კვერთხი ჩაურჭვია და დაუძინია. როცა ითონს გაუღვიძია, კვერთხზე მერცხლის ბუდე დაუნახავს. კვერთხზე გაკეთებული მერცხლის ბუდე ითონს ღვთის მინიშნებად მიუჩნევია და მიმხვდარა, რომ ეს მიდამო ბარაქიანი ადგილი იქნებოდა. მაშინ იქ ჯერ კიდევ არავის უცხოვრია. მას დიშნელი ქალიშვილი შეურთავს ცოლად. სოფელს ითონის პატივსაცემად ითონ-ხალე დარქმევია. ამჟამად, ითონისგან შვიდი შტო მომდინარეობს და შვიდივე გვარი, ყველა, ამ რაიონში ცხოვრობს. მე თვითონ ითონის შთამომავალი ვარ, - დასძინა რამზან მურთაზოვმა. - თუშეთის მხრიდან აქეთ მოდის გზა, რომელსაც დღესაც ითონის გზას ვუწოდებთ. აქ არის ასევე ითონის კოშკები. დღეს მათი მხოლოდ ნანგრევებიღა შემორჩა“. დაბა ითონხალე მთებით არის გარშემორტყმული.

ჩეჩნეთის ბარიდან ითონხალემდე მისასვლელი საავტომობილო გზა მთლიანად მდინარე არღუნის ხეობას მოუყვება. ხეობა ზოგან კლდეებში ისე ვიწროვდება, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი თუ გაიმართება მათ შორის. საავტომობილო გზაც ხშირად კლდეზეა გააჭრილი. ზუსტად ითონხალესთან არღუნს პატარა მდინარე ჩანტი-ეჴქი უერთდება. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები მიამბობდნენ, ითონ-ხალესთან არღუნს ქვები ჩამოჰქონდა, ხოლო ჩანტი-ეჴქს - ხეები. თავის დროზე კი ითონხალელები მდინარის ჩამოტანილ ქვასა და ხე-ტყეს სახლებისა და კოშკების სამშენებლოდ იყენებდნენ.

ითონ ხალეს მუნიციპალიტეტში ერთიანდება არღუნის ხეობის სოფლები: ჭინახი, ბაშინ-ხალა, გუჩი-ხალა, მუხ-მერქი, გუხოი, ზუმსოი, მათ შორის ნასოფლარები: დიშნი, დუსხარი, გეზხოი, შვინდა, მაისტი, ჯარეგო, ბესტი, სახანო, ასევე, თითქმის ნასოფლარი - ტერელოი და სხვ. ჯარეგოსა და სახანოს გადასახვევს რომ გავცდებით მდინარე არღუნის მიმართულებით, ექვსი-შვიდი კილომეტრის შემდეგ გამოჩნდება შატილის მრისხანე კოშკები. ითონ-ხალეს ზემოთ მდინარე არღუნს უერთდება ხილდიჰაროს ხეობა, საიდანაც ბილიკები თუშეთის სოფლებისკენ მიემართება.

ითონხალეს რაიონი უშუალოდ საქართველოს, კერძოდ კი, ხევსურეთს ესაზღვრება. 1944 წელს, როდესაც ჩეჩნები შუა აზიაში გადაასახლეს, საბჭოთა მთავრობის გადაწყვეტილებით, ითონხალეს ახალხევი დაარქვეს და იქ ქართველი მთიელები, ხევსურები, ჩაასახლეს. მაგრამ, როცა ჩეჩნები დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში, ქართველებმა, სხვებისაგან განსხვავებით, მაშინვე დაუტოვეს ჩეჩნებს მოვლილ-ნაპატრონები სახლები და თითო პირუტყვი, რათა რეპატრიანტებს ცხოვრების ხელახალი დაწყება არ გასჭირვებოდათ.

ითონხალეს დღესასწაულზე ჩემთან მოდიოდნენ ჩეჩენი უხუცესები, რათა გამოეხატათ თავიანთი პატივისცემა ქართველი ხალხის მიმართ. ეს იყო ექსპედიციის ყველაზე ემოციური და ამაღელვებელი დღე. შატოის რაიონში მცხოვრებმა 65 წლის ჩეჩენმა სალავდუ ალაუდინის ძე ბიჩალოვმა ჩემთან საუბარში გაიხსება წინაპრების მიერ დატოვებული ბრძნული შეგონების შესახებ, რომელსაც ბავშვობაში უფროსები ხშირად ახსენებდნენ:

"მე მყავდა ბებია. მან 110 წელი ჯანმრთელად იცოცხლა, სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა კბილები, მხედველობა, სმენა და მეხსიერება. ის შემახსენებდა ხოლმე წინაპრების ნათქვამს: "თუ ცხოვრებაში გაგიჭირდება, ხელი არ მოგემართება და პრობლემები დაგიგროვდება, აუცილებლად დაპატიჟე შენს სახლში სტუმრად ქართველი, ან შენ წადი სტუმრად ქართველთან. ამის შემდეგ რთული დღეები უკან დაგრჩება, ხელი მოგემართება, გაჭირვება გაქრება და პრობლემებიც მოგვარდება“.

ჩეჩნეთის ღირსშესანიშნაობებს შორის მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა შაროი-არღუნის ხეობა, განსაკუთრებით კი შაროის მაღალ მთაზე აღმართული კოშკების კომპლექსი, რომლებიც 17 ივლისს დავათვალიერე. იქიდან იშლებოდა მთაზე გადასასვლელი ბილიკების დაუვიწყარი ხედები, რომელთაგან ერთი დაღესტნის მთიანეთისკენ, ხოლო მეორე მთათუშეთისკენ მიემართებოდა.

იხილეთ ასევე: