საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როდესაც ხვდები, რომ უშენობით, უდიდეს ტკივილს მიაყენებ არა მარტო შვილებს..." - რას წერს ხათუნა ხოფერია სიმსივნის დიაგნოზსა და გადატანილ ოპერაციაზე
"როდესაც ხვდები, რომ უშენობით, უდიდეს ტკივილს მიაყენებ არა მარტო შვილებს..." - რას წერს ხათუნა ხოფერია სიმსივნის დიაგნოზსა და გადატანილ ოპერაციაზე

პო­ლი­ტი­კო­სი, ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი ხა­თუ­ნა ხო­ფე­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­და­ტა­ნილ ოპე­რა­ცი­ა­ზე წერს. დღეს იუ­ბი­ლა­რია და გა­და­წყვი­ტა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დე­ტა­ლუ­რად მო­ე­ყო­ლა, რო­გორ და­უს­ვეს სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი... ამ­ჯე­რად ყვე­ლა­ფე­რი უკან მო­ი­ტო­ვა, მაგ­რამ ურ­თუ­ლეს ოპე­რა­ცი­ას დღეს მხი­ა­რუ­ლად იხ­სე­ნებს და მად­ლო­ბას უხ­დის იმ მე­გობ­რებს, რომ­ლე­ბიც მისი გა­დარ­ჩე­ნის­თვის ლო­ცუ­ლობ­დნენ...

ხა­თუ­ნა ხო­ფე­რია:

"შენ გა­გი­მარ­ჯოს, სიკ­ვდი­ლო, სი­ცო­ცხლე ფა­სობს შე­ნი­თა!”- გე­ნი­ა­ლუ­რი ვაჟა!

ჰო, ძა­ლი­ან მა­გა­რია სი­ცო­ცხლე, მაგ­რამ კი­დევ უფრო მა­გა­რია, რო­დე­საც სა­ო­ცა­რი სიყ­ვა­რუ­ლით, ზღვა სიყ­ვა­რუ­ლით არის სავ­სე. რო­დე­საც ხვდე­ბი, რომ უშე­ნო­ბით, უდი­დეს ტკი­ვილს მი­ა­ყე­ნებ არა მარ­ტო შვი­ლებს და ოჯა­ხის წევ­რებს, არა­მედ შენ მე­გობ­რებ­საც!

რო­გორ გყვა­რე­ბი­ვართ, თქვე შეჩ­ვე­ნე­ბუ­ლე­ბო?! ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია სულ სი­ცილ-ხარ­ხარ­ში ჩა­ვი­ტა­რე… ისე დაგ­ზაფ­რეთ, იქით გამ­ხნე­ვებ­დით. ნარ­კო­ზი­დან გა­მო­სუ­ლი არ ვი­ყა­ვი, კაკო ყა­ჩა­ღი­ვით წა­მოვ­ხტი ფეხ­ზე და სელ­ფე­ბი გა­და­ვი­ღე მომ­ნუს­ხვე­ლი ღი­მი­ლით თქვენ­თან გა­მო­საგ­ზავ­ნად.

რა ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ! რა მა­გა­რი ყო­ფი­ლა, რო­დე­საც იცი, რომ უყ­ვარ­ხართ! იცი, რომ უშე­ნოდ დარ­ჩე­ნა არ უნ­დათ! იცი, რომ ტაძ­რებ­ში ჩუ­მად და­დი­ან და და­ჩო­ქი­ლი ლო­ცუ­ლო­ბენ, შენ სი­ცო­ცხლეს ავედ­რე­ბენ უფალს!

ახლა კი, ყვე­ლა­ზე მხი­ა­რუ­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი:

1. მე­გო­ბა­რი მი­რე­კავს პო­ლი­ტი­კურ ამ­ბავ­თან და­კავ­ში­რე­ბით. შუა სა­უ­ბარ­ში ვა­წყვე­ტი­ნებ და ვე­უბ­ნე­ბი: - გუ­შინ ემერ­ტეს პა­სუ­ხი იყო. მოკ­ლედ, თავ­ში სიმ­სივ­ნე მაქვს და ტრე­პა­ნა­ცი­ას ვი­კე­თებ ხუთ­შა­ბათს. (კვი­რა დღეა). - სა­მა­რი­სე­ბუ­რი სი­ჩუ­მე ჩა­მოწ­ვა. მივ­ხვდი, რომ რა­ღაც უნდა მეთ­ქვა და. - უფ, ისე­თი არც არა­ფე­რია, ამოჭ­რი­ან რაა… და გა­ვი­ცი­ნე. მე­გო­ბა­რი გა­მო­ცო­ცხლდა, სუნ­თქვა­ზე მივ­ხვდი და სი­ცი­ლით (ოღონდ ვაი, ასეთ სი­ცილს) მე­უბ­ნე­ბა: - ისე, არც არა­ფე­რია ნაღ­დად! ერთი-ორ­ჯერ თუ არ გაქვს თა­ვის ქალა ახ­დი­ლი, რა კაცი ხარო!… მა­ნუ­გე­შა…

2. მე­სინ­ჯერ­ში მომ­წე­რა მე­გო­ბარ­მა, სწო­რედ იმ მე­გო­ბარ­მა, რო­მელ­მაც იმუ­შა­ვა სა­ი­ტებ­ზე, გა­მო­ი­ყე­ნა 5 ენის ცოდ­ნა, მი­აკ­ვლია უახ­ლეს მე­თოდს სიმ­სივ­ნის ამოკ­ვე­თის - ტრე­პა­ნა­ცი­ის გა­რე­შე, 1 სამ­ტი­მეტ­რი­ა­ნი კვე­თით და მოწ­ვის მე­თო­დით, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ო­ში მხო­ლოდ ერთი ექი­მი აკე­თებს, ექი­მი, რო­მელ­მაც ეს მე­თო­დი გა­მო­ი­გო­ნა და და­ნერ­გა - და­ვით ფი­ცხე­ლა­უ­რი, სა­უ­კე­თე­სო ნე­ი­რო­ქი­რურ­გი მსოფ­ლი­ო­ში! ჰო, მოკ­ლედ, სწო­რედ ეს მე­გო­ბა­რი მწერს: -ერთი ეს სტა­ტია წა­ი­კი­თხე, სა­ნამ “გაგ­სვარ­კა­ვენ” და მი­თხა­რი რას ფიქ­რო­ბო… ეს "გას­ვარ­კვამ­დე“ ერთი დღით ადრე ხდე­ბა.

3. მე­გო­ბა­რი მი­რე­კავს ოპე­რა­ცი­ის წინა დღეს. ცრემ­ლე­ბი ლა­პა­რაკს არ აც­ლის. კა­ცებს უჭირთ ემო­ცი­ის და­მალ­ვა. - ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა - ვე­უბ­ნე­ბი მე და სი­ცი­ლით ვაგ­რძე­ლებ - ერთი სა­ფიქ­რა­ლი მაქვს, ვაი თუ ნარ­კო­ზი­დან გა­მო­სულ­ზე შე­ვიც­ვა­ლო და “ ფრი მიშა” და­ვიყ­ვი­რო-თქო. მე კი ვი­ცი­ნი, მაგ­რამ იქე­დან სრუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით მპა­სუ­ხობს უკვე უც­რემ­ლო ხმა - თუ არ ჩაგკლა სა­წოლ­ში, არა­კა­ცი ვი­ყოო…

4. ოპე­რა­ცი­ი­დან მე-4 დღეს გა­მომ­წე­რეს. მე-6 დღეს მი­რე­კავს მე­გო­ბა­რი - რას შობი? ხომ ხარ კარ­გად? რა ხმა­უ­რია, სა ხარო? - იზ­მა­ი­ლო­ვოს ბაზ­რო­ბა­ზე ვარ, გა­მო­ვი­სე­ირ­ნეთ - ბედ­ნი­ერ­მა ვუ­პა­სუ­ხე მე.

ჯერ სი­ჩუ­მემ გა­მაკ­ვირ­ვა… მერე კი… - უხ, შენი მომ­კი­თხა­ვის დე­და­ცო… წაი და და­ეგ­დე ლო­გინ­ში, რას დაგ­ვხო­ცე თუ იციო… სი­ცი­ლის­გან ცუ­დად გავ­ხდი… ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლით ჯერ არა­ვის ვუ­გი­ნე­ბი­ვარ!

დღეს ჩემი და­ბა­დე­ბის დღეა!

მე ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, რად­გან გიყ­ვარ­ვართ და რად­გან მიყ­ვარ­ხართ, მე­გობ­რე­ბო!

ეს ჩემი და­ბა­დე­ბის დღეა!

სი­ცო­ცხლე გრძელ­დე­ბა!“

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
8

მალე გამოჯამრთელება,თქვენნაირები ბევრი უნდა ყავდეს საქართველოს 

ქართველი
7

მაგ ავადობისთვის ყველა სულიერი ცოდოა, მაგრამ ამდენი ღვარძლის და ბოღმის ნთქევა მოუბრუნდა უკან, შეუნდე უფალო ცოდვანი ნეფსით თუ უნებლიეთ ჩადენილი. იცხოვრე ისერო კბილი არავის გაკრა მოწამლული ხათო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"როდესაც ხვდები, რომ უშენობით, უდიდეს ტკივილს მიაყენებ არა მარტო შვილებს..." - რას წერს ხათუნა ხოფერია სიმსივნის დიაგნოზსა და გადატანილ ოპერაციაზე

"როდესაც ხვდები, რომ უშენობით, უდიდეს ტკივილს მიაყენებ არა მარტო შვილებს..." - რას წერს ხათუნა ხოფერია სიმსივნის დიაგნოზსა და გადატანილ ოპერაციაზე

პოლიტიკოსი, ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც ბოლო პერიოდში გადატანილ ოპერაციაზე წერს. დღეს იუბილარია და გადაწყვიტა სოციალურ ქსელში დეტალურად მოეყოლა, როგორ დაუსვეს სიმსივნის დიაგნოზი... ამჯერად ყველაფერი უკან მოიტოვა, მაგრამ ურთულეს ოპერაციას დღეს მხიარულად იხსენებს და მადლობას უხდის იმ მეგობრებს, რომლებიც მისი გადარჩენისთვის ლოცულობდნენ...

ხათუნა ხოფერია:

"შენ გაგიმარჯოს, სიკვდილო, სიცოცხლე ფასობს შენითა!”- გენიალური ვაჟა!

ჰო, ძალიან მაგარია სიცოცხლე, მაგრამ კიდევ უფრო მაგარია, როდესაც საოცარი სიყვარულით, ზღვა სიყვარულით არის სავსე. როდესაც ხვდები, რომ უშენობით, უდიდეს ტკივილს მიაყენებ არა მარტო შვილებს და ოჯახის წევრებს, არამედ შენ მეგობრებსაც!

როგორ გყვარებივართ, თქვე შეჩვენებულებო?! ურთულესი ოპერაცია სულ სიცილ-ხარხარში ჩავიტარე… ისე დაგზაფრეთ, იქით გამხნევებდით. ნარკოზიდან გამოსული არ ვიყავი, კაკო ყაჩაღივით წამოვხტი ფეხზე და სელფები გადავიღე მომნუსხველი ღიმილით თქვენთან გამოსაგზავნად.

რა ბედნიერი ადამიანი ვარ! რა მაგარი ყოფილა, როდესაც იცი, რომ უყვარხართ! იცი, რომ უშენოდ დარჩენა არ უნდათ! იცი, რომ ტაძრებში ჩუმად დადიან და დაჩოქილი ლოცულობენ, შენ სიცოცხლეს ავედრებენ უფალს!

ახლა კი, ყველაზე მხიარული მოგონებები:

1. მეგობარი მირეკავს პოლიტიკურ ამბავთან დაკავშირებით. შუა საუბარში ვაწყვეტინებ და ვეუბნები: - გუშინ ემერტეს პასუხი იყო. მოკლედ, თავში სიმსივნე მაქვს და ტრეპანაციას ვიკეთებ ხუთშაბათს. (კვირა დღეა). - სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. მივხვდი, რომ რაღაც უნდა მეთქვა და. - უფ, ისეთი არც არაფერია, ამოჭრიან რაა… და გავიცინე. მეგობარი გამოცოცხლდა, სუნთქვაზე მივხვდი და სიცილით (ოღონდ ვაი, ასეთ სიცილს) მეუბნება: - ისე, არც არაფერია ნაღდად! ერთი-ორჯერ თუ არ გაქვს თავის ქალა ახდილი, რა კაცი ხარო!… მანუგეშა…

2. მესინჯერში მომწერა მეგობარმა, სწორედ იმ მეგობარმა, რომელმაც იმუშავა საიტებზე, გამოიყენა 5 ენის ცოდნა, მიაკვლია უახლეს მეთოდს სიმსივნის ამოკვეთის - ტრეპანაციის გარეშე, 1 სამტიმეტრიანი კვეთით და მოწვის მეთოდით, რომელსაც მსოფლიოში მხოლოდ ერთი ექიმი აკეთებს, ექიმი, რომელმაც ეს მეთოდი გამოიგონა და დანერგა - დავით ფიცხელაური, საუკეთესო ნეიროქირურგი მსოფლიოში! ჰო, მოკლედ, სწორედ ეს მეგობარი მწერს: -ერთი ეს სტატია წაიკითხე, სანამ “გაგსვარკავენ” და მითხარი რას ფიქრობო… ეს "გასვარკვამდე“ ერთი დღით ადრე ხდება.

3. მეგობარი მირეკავს ოპერაციის წინა დღეს. ცრემლები ლაპარაკს არ აცლის. კაცებს უჭირთ ემოციის დამალვა. - ყველაფერი კარგად იქნება - ვეუბნები მე და სიცილით ვაგრძელებ - ერთი საფიქრალი მაქვს, ვაი თუ ნარკოზიდან გამოსულზე შევიცვალო და “ ფრი მიშა” დავიყვირო-თქო. მე კი ვიცინი, მაგრამ იქედან სრული სერიოზულობით მპასუხობს უკვე უცრემლო ხმა - თუ არ ჩაგკლა საწოლში, არაკაცი ვიყოო…

4. ოპერაციიდან მე-4 დღეს გამომწერეს. მე-6 დღეს მირეკავს მეგობარი - რას შობი? ხომ ხარ კარგად? რა ხმაურია, სა ხარო? - იზმაილოვოს ბაზრობაზე ვარ, გამოვისეირნეთ - ბედნიერმა ვუპასუხე მე.

ჯერ სიჩუმემ გამაკვირვა… მერე კი… - უხ, შენი მომკითხავის დედაცო… წაი და დაეგდე ლოგინში, რას დაგვხოცე თუ იციო… სიცილისგან ცუდად გავხდი… ასეთი სიყვარულით ჯერ არავის ვუგინებივარ!

დღეს ჩემი დაბადების დღეა!

მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან გიყვარვართ და რადგან მიყვარხართ, მეგობრებო!

ეს ჩემი დაბადების დღეა!

სიცოცხლე გრძელდება!“