პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არაადამიანური ნადირობაა" - ლუის რუბიელესის დედა ეკლესიაში ჩაიკეტა და შიმშილობა გამოაცხადა: ტუჩებში კოცნის შემდეგ დაწყებული სკანდალი გრძელდება
"ეს არაადამიანური ნადირობაა" - ლუის რუბიელესის დედა ეკლესიაში ჩაიკეტა და შიმშილობა გამოაცხადა: ტუჩებში კოცნის შემდეგ დაწყებული სკანდალი გრძელდება

ეს­პა­ნე­თის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ლუის რუ­ბი­ა­ლე­სის დე­დამ შვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ "არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ნა­დი­რო­ბის“ გამო შიმ­ში­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და და მო­ნას­ტერ­ში ჩა­ი­კე­ტა.

ან­ხე­ლეს ბეჟა­რი ამ­ჟა­მად მო­რილ­ში, დი­ვი­ნა პას­ტო­რას ეკ­ლე­სი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ეს­პა­ნურ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო EFE-სთან სა­უბ­რი­სას მან გა­ნა­ცხა­და, რომ გა­ფიც­ვა "გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით“ გაგ­რძელ­დე­ბა.

"არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და სის­ხლი­ა­ნი ნა­დი­რო­ბა, რო­მელ­საც ჩემი შვი­ლი გა­ნიც­დის, უსა­მარ­თლოა“ - თქვა ან­ხე­ლეს ბეჟა­რიმ და ეს­პა­ნე­თის ქალ­თა ნაკ­რე­ბის წევ­რს, ჯე­ნი­ფერ ერ­მო­სოს "სი­მარ­თლის თქმის­კენ“ მო­უ­წო­და. სწო­რედ ერ­მო­სოს აკო­ცა ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ტუ­ჩებ­ში, რა­საც სკან­და­ლი მოჰ­ყვა.

შა­ბათს, რუ­ბი­ე­ლე­სის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო დავა და­ი­წყო. FIFA-ს გან­ცხა­დე­ბით, იგი "ფეხ­ბურთთან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა საქ­მი­ა­ნო­ბას“ ჩა­მო­ა­შო­რეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ ეს­პა­ნე­თის ფეხ­ბურთს ფე­დე­რა­ცი­ამ პა­რას­კევს გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში რუ­ბი­ე­ლესს მხა­რი და­უ­ჭი­რა:

"ჩვენ უნდა გან­ვა­ცხა­დოთ, რომ ჯე­ნი­ფერ ერ­მო­სო ცრუ­ობს პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ გა­კე­თე­ბულ ყვე­ლა გან­ცხა­დე­ბა­ში“.ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ ჯე­ნი­ფერ ერ­მო­სო "ყალბ ფე­მი­ნიზ­მში“ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და სა­მარ­თლებ­რი­ვი ქმე­დე­ბით და­ე­მუქ­რა.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია UEFA-ს. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ამის მი­ზე­ზი UEFA - ს პრე­ზი­დენტ ალექ­სან­დრე ჩე­ფე­რი­ნი­სა და რუ­ბი­ე­ლე­სის ახლო მე­გობ­რო­ბაა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეს­პა­ნე­თის ქალ­თა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, ეს­პა­ნე­ლებ­მა ინ­გლი­სის ნაკ­რე­ბი და­ძა­ბულ ბრძო­ლა­ში, 1:0 და­ა­მარ­ცხა. მაგ­რამ და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბა ეს­პა­ნე­თის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ლუის რუ­ბი­ა­ლე­სის საქ­ცი­ელ­მა მი­ი­პყრო - რუ­ბი­ა­ლეს­მა ეს­პა­ნე­თის ნაკ­რე­ბის მო­თა­მა­შეს, ჯე­ნი­ფერ ერ­მო­სოს ტუ­ჩებ­ში აკო­ცა, რა­საც დიდი კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
7

ყველა შეფარული მოძალადე უნდა დაისაჯოს! 

Professor
4

 საოცარია რამდენი ქვეყანა არსებობს იმდენი კანონებია, რაც აქ აბსურდულია აშკარად იქ დანაშაულია თანაც მძიმე საკმაოდ,რახან ასეთი ამბავი ატყდა... ნებისმიერ შემთხვევაში არც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში და არც მოვალეობებში არ შედის მითი გაკიცხვა და არც გამარათლება, ჩემთვის როგორც მკითხველისათვის უბრალოდ საინტერესო ფაქტებია, მადლობა რომ თავისუფალად ვაზროვნებთ და თავისუფლად ვცხოვრობთ და თავისუფლ ქვეყანაში, ჩვენს საქართველოს არაფერი ჯობია 😄🇬🇪 ქარი გიმღერისს... ნანასააა....., ზღაპარს გვიამბობს ჭადარი ... საქართველოოო ლამაზო ....... 🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪 😁

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ეს არაადამიანური ნადირობაა" - ლუის რუბიელესის დედა ეკლესიაში ჩაიკეტა და შიმშილობა გამოაცხადა: ტუჩებში კოცნის შემდეგ დაწყებული სკანდალი გრძელდება

"ეს არაადამიანური ნადირობაა" - ლუის რუბიელესის დედა ეკლესიაში ჩაიკეტა და შიმშილობა გამოაცხადა: ტუჩებში კოცნის შემდეგ დაწყებული სკანდალი გრძელდება

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის დედამ შვილის წინააღმდეგ "არაადამიანური ნადირობის“ გამო შიმშილობა გამოაცხადა და მონასტერში ჩაიკეტა.

ანხელეს ბეჟარი ამჟამად მორილში, დივინა პასტორას ეკლესიაში იმყოფება. ესპანურ საინფორმაციო სააგენტო EFE-სთან საუბრისას მან განაცხადა, რომ გაფიცვა "განუსაზღვრელი ვადით“ გაგრძელდება.

"არაადამიანური და სისხლიანი ნადირობა, რომელსაც ჩემი შვილი განიცდის, უსამართლოა“ - თქვა ანხელეს ბეჟარიმ და ესპანეთის ქალთა ნაკრების წევრს, ჯენიფერ ერმოსოს "სიმართლის თქმისკენ“ მოუწოდა. სწორედ ერმოსოს აკოცა ფედერაციის პრეზიდენტმა ტუჩებში, რასაც სკანდალი მოჰყვა.

შაბათს, რუბიელესის საქმეზე სასამართლო დავა დაიწყო. FIFA-ს განცხადებით, იგი "ფეხბურთთან დაკავშირებულ ყველა საქმიანობას“ ჩამოაშორეს.

აღსანიშნავია რომ ესპანეთის ფეხბურთს ფედერაციამ პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში რუბიელესს მხარი დაუჭირა:

"ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ ჯენიფერ ერმოსო ცრუობს პრეზიდენტის წინააღმდეგ გაკეთებულ ყველა განცხადებაში“.ფეხბურთის ფედერაციამ ჯენიფერ ერმოსო "ყალბ ფემინიზმში“ დაადანაშაულა და სამართლებრივი ქმედებით დაემუქრა.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია UEFA-ს. ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი UEFA - ს პრეზიდენტ ალექსანდრე ჩეფერინისა და რუბიელესის ახლო მეგობრობაა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ესპანელებმა ინგლისის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა. მაგრამ დაჯილდოების ცერემონიაზე ყველას ყურადღება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის საქციელმა მიიპყრო - რუბიალესმა ესპანეთის ნაკრების მოთამაშეს, ჯენიფერ ერმოსოს ტუჩებში აკოცა, რასაც დიდი კრიტიკა მოჰყვა.