სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კარგი დრო იყო, ერთ ნავში რომ ისხედით" - სანდრა რულოვსი ექსპრეზიდენტთან ერთად გადაღებულ ნოსტალგიურ ფოტოს აქვეყნებს: რას წერს ყოფილი პირველი ლედი
"კარგი დრო იყო, ერთ ნავში რომ ისხედით" - სანდრა რულოვსი ექსპრეზიდენტთან ერთად გადაღებულ ნოსტალგიურ ფოტოს აქვეყნებს: რას წერს ყოფილი პირველი ლედი

"კი­ე­ვი, დნიპ­რო, 2017 წელი...“ - ასე და­ა­სა­თა­უ­რა ფოტო ყო­ფილ­მა პირ­ველ­მა ლე­დიმ სან­დრა რუ­ლოსვმა, რო­მე­ლიც დღეს, მა­რი­ა­მო­ბას გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

  • სან­დრა რუ­ლოვ­სის მიერ "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ატ­ვირ­თულ ფო­ტო­ზე ვხე­დავთ, რომ ერთ ნავ­ში სხე­დან ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, სან­დრა რუ­ლოვ­სი და მათი მე­ო­რე ვაჟი, ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ოჯა­ხურ ფო­ტოს უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა, ამ­ჟა­მად 700-ზე მეტი კო­მენ­ტა­რი აქვს. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ მსგავ­სი ფო­ტოს ნახ­ვას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ისევ ისურ­ვებ­დნენ. მხარ­დამ­ჭე­რე­ბი სან­დრას სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო პირ­ველ ლე­დიდ მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ოდეს­მე მსგავს ფო­ტოს ისევ ვი­ხი­ლავთ. გი­ლო­ცავ, სან­დრა, მა­რი­ა­მო­ბას...

სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თა­დერ­თი, ღირ­სე­უ­ლი პირ­ვე­ლი ლედი. მიყ­ვარს სან­დრა...

უძ­ლი­ე­რე­სი ქალ­ბა­ტო­ნი, უღა­ლა­ტო ადა­მი­ა­ნი. აი, ესაა ხალ­ხს ასე რომ უყ­ვარ­ხარ. პირ­ვე­ლი ხარ და დარ­ჩე­ბი ისევ ასე პირ­ველ ლე­დად შენი ადა­მი­ა­ნო­ბით. და­ნარ­ჩე­ნი, ვინც იყო მი­შას გვერ­დით კი ისი­ნი იყ­ვნენ მე­ო­რე ხა­რის­ხო­ვა­ნი.

გა­ი­ხა­რე, გფა­რავ­დეს წმინ­და მა­რი­ა­მის კალ­თა, მრა­ვალ­ჟა­მი­ერ შენს საყ­ვა­რელ და მომ­ხრე ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად. მალე მე­ნა­ხე შიდა და გარე მტრე­ბის­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ, გა­მარ­ჯვე­ბულ თა­ვი­სუ­ფალ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მი­შას­თან ერ­თად.

კარ­გი დრო იყო, ერთ ნავ­ში რომ ის­ხე­დით. არ უნდა გა­გეშ­ვა...

ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე კარ­გი გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი წლე­ბი, როცა მიშა იყო პრე­ზი­დენ­ტი, სან­დრა პირ­ვე­ლი ლედი...

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ ეტაპ­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა უც­ნო­ბია. მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად ცნო­ბი­ლი მას შემ­დეგ გახ­და, რაც სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ა­კა­ვეს. მა­შინ უკ­რა­ი­ნის რა­დას წევ­რმა ლიზა იას­კომ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, სა­დაც წყვი­ლი ამ­ბობ­და, რომ ის და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ერთ ოჯა­ხად ცხოვ­რობ­დნენ. ეს ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ექ­სპრე­ზი­დენ­ტმაც გა­ა­ზი­ა­რა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ლიზა იას­კოს­თან ერ­თად

ამ ამ­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ცი­ხი­დან გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც წერ­და, რომ მას და ქარ­თველ მომ­ღე­რალ სოფო ნი­ჟა­რა­ძეს სა­ერ­თო შვი­ლი ელის მა­რია სა­ა­კაშ­ვი­ლი ჰყავ­დათ.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ექ­სპრე­ზი­დენტს კი­დევ ერთი შვი­ლი შე­ე­ძი­ნა, ამ­ჯე­რად ლიზა იას­კოს­გან. ამ პე­რი­ოდ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი უკვე და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ. მა­შინ ექ­სპრე­ზი­დენ­ტის გა­რე­მოც­ვა ლიზა იას­კოს ორ­სუ­ლო­ბის ფაქტს არ ადას­ტუ­რებ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­ა­კაშ­ვილ­მა კი­დევ ერთი შვი­ლის, ჟას­მი­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და­ა­დას­ტუ­რა.

ორი თვის წინ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფე­ის­ბუქ გვერ­დზე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტი სოფო ნი­ჟა­რა­ძეს და­უბ­რუნ­და. ეს ამ­ბა­ვი, პირ­ველ პირ­ში, რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნდა. "ყვე­ლა­ნა­ი­რი ბინ­ძუ­რი ჭო­რის გა­სა­ფან­ტად, ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ახლა და მო­მა­ვალ­შიც, მთლი­ა­ნად უკავ­შირ­დე­ბა სო­ფოს და იმ დიდ სიყ­ვა­რულს, რო­მე­ლიც გვა­კავ­ში­რებს მე, მას და ალი­სას", - ნათ­ქვა­მი იყო გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან მე­ო­რე დღეს წა­შა­ლეს.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჟოლო
3

უფროსი ცოლის სტატუსით აქვეყნებს, თუ მიჰას ნავში დაბრუნების იმედს ებღაუჭება?' ან, ახალი დავალება აქვს, მოარჯულოს ყოვლად დაუმორჩილებელი უზნეო ხონთქარი? სახე ხომ უნდა შეუნარჩუნონ არშემდგარ მანდელას?🙄)))

რეზო
3

ჩვენ გვკითხე აბა, ცხოვრება რო წაგვართვით? თქვენი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"კარგი დრო იყო, ერთ ნავში რომ ისხედით" - სანდრა რულოვსი ექსპრეზიდენტთან ერთად გადაღებულ ნოსტალგიურ ფოტოს აქვეყნებს: რას წერს ყოფილი პირველი ლედი

"კარგი დრო იყო, ერთ ნავში რომ ისხედით" - სანდრა რულოვსი ექსპრეზიდენტთან ერთად გადაღებულ ნოსტალგიურ ფოტოს აქვეყნებს: რას წერს ყოფილი პირველი ლედი

"კიევი, დნიპრო, 2017 წელი...“ - ასე დაასათაურა ფოტო ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოსვმა, რომელიც დღეს, მარიამობას გამოაქვეყნა.

  • სანდრა რულოვსის მიერ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ატვირთულ ფოტოზე ვხედავთ, რომ ერთ ნავში სხედან ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სანდრა რულოვსი და მათი მეორე ვაჟი, ნიკოლოზ სააკაშვილი.

ოჯახურ ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოყვა, ამჟამად 700-ზე მეტი კომენტარი აქვს. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ მსგავსი ფოტოს ნახვას უახლოეს მომავალში ისევ ისურვებდნენ. მხარდამჭერები სანდრას საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პირველ ლედიდ მოიხსენიებენ.

დარწმუნებული ვარ, ოდესმე მსგავს ფოტოს ისევ ვიხილავთ. გილოცავ, სანდრა, მარიამობას...

საქართველოს ერთადერთი, ღირსეული პირველი ლედი. მიყვარს სანდრა...

უძლიერესი ქალბატონი, უღალატო ადამიანი. აი, ესაა ხალხს ასე რომ უყვარხარ. პირველი ხარ და დარჩები ისევ ასე პირველ ლედად შენი ადამიანობით. დანარჩენი, ვინც იყო მიშას გვერდით კი ისინი იყვნენ მეორე ხარისხოვანი.

გაიხარე, გფარავდეს წმინდა მარიამის კალთა, მრავალჟამიერ შენს საყვარელ და მომხრე ადამიანებთან ერთად. მალე მენახე შიდა და გარე მტრებისგან განთავისუფლებულ, გამარჯვებულ თავისუფალ საქართველოში, მიშასთან ერთად.

კარგი დრო იყო, ერთ ნავში რომ ისხედით. არ უნდა გაგეშვა...

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კარგი გასახსენებელი წლები, როცა მიშა იყო პრეზიდენტი, სანდრა პირველი ლედი...

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ოჯახური მდგომარეობა უცნობია. მეუღლესთან დაშორების შესახებ პირველად ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც სააკაშვილი საქართველოში დააკავეს. მაშინ უკრაინის რადას წევრმა ლიზა იასკომ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც წყვილი ამბობდა, რომ ის და მიხეილ სააკაშვილი ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ. ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტმაც გააზიარა.

მიხეილ სააკაშვილი ლიზა იასკოსთან ერთად

ამ ამბიდან რამდენიმე თვეში მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მას და ქართველ მომღერალ სოფო ნიჟარაძეს საერთო შვილი ელის მარია სააკაშვილი ჰყავდათ.

რამდენიმე თვის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ ექსპრეზიდენტს კიდევ ერთი შვილი შეეძინა, ამჯერად ლიზა იასკოსგან. ამ პერიოდში სააკაშვილი უკვე დაპატიმრებული გახლდათ. მაშინ ექსპრეზიდენტის გარემოცვა ლიზა იასკოს ორსულობის ფაქტს არ ადასტურებდა, თუმცა მოგვიანებით, სააკაშვილმა კიდევ ერთი შვილის, ჟასმინის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

ორი თვის წინ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტი სოფო ნიჟარაძეს დაუბრუნდა. ეს ამბავი, პირველ პირში, როგორც მიხეილ სააკაშვილის განცხადება გამოქვეყნდა. "ყველანაირი ბინძური ჭორის გასაფანტად, ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც, მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას", - ნათქვამი იყო განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნებიდან მეორე დღეს წაშალეს.