პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გეოლოგების რეკომენდაციით, მოხდება შიო-მღვიმის მონასტრის მიმდებარედ არსებული ხევის კალაპოტის გაწმენდა" - გარემოს ეროვნული სააგენტო
"გეოლოგების რეკომენდაციით, მოხდება შიო-მღვიმის მონასტრის მიმდებარედ არსებული ხევის კალაპოტის გაწმენდა" - გარემოს ეროვნული სააგენტო

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გე­ო­ლო­გე­ბის მიერ შიო-მღვი­მის მო­ნას­ტრის მიმ­დე­ბა­რედ გან­ვი­თა­რე­ბულ კლდის მა­სის ჩა­მოშ­ლის პრო­ცე­სე­ბის შეს­წავ­ლა გრძელ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გე­ო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ, ოთარ ქურ­ცი­კი­ძემ აღ­ნიშ­ნა, პირ­ველ ეტაპ­ზე, ხე­ვის კა­ლა­პო­ტის გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა.

"აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის მიმ­დე­ბა­რედ ად­გი­ლი ჰქონ­და შე­და­რე­ბით დიდი მო­ცუ­ლო­ბის გრუნ­ტის მა­სის ჩა­მოშ­ლას, თუმ­ცა, ჩა­მოშ­ლილ მა­სას უშუ­ა­ლოდ მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ამ­დე არ ჩა­მო­უღ­წე­ვია.

გე­ო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ ად­გილ­ზე გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პირ­ველ ეტაპ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დეს ხე­ვის კა­ლა­პო­ტის გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რათა აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ლა­პოტ­მა და­უბ­რკო­ლებ­ლად გა­ა­ტა­როს მო­სა­ლოდ­ნე­ლი შემ­დგო­მი ნა­კა­დი“, - გა­ნა­ცხა­და გე­ო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ, ოთარ ქურ­ცი­კი­ძემ, რო­მე­ლიც გე­ო­ლო­გე­ბის ჯგუფ­თან ერ­თად ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

ასე­ვე, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით, სა­ჭი­როა მოხ­დეს მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ხე­ვის მიმ­დე­ბა­რედ გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა ვი­ზი­ტო­რე­ბი­სა და მომ­ლოც­ვე­ლე­ბი­სათ­ვის.

ამ ეტაპ­ზე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ მზად­დე­ბა დას­კვნა, რო­მე­ლიც დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე გა­და­ეგ­ზავ­ნე­ბა შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს.

Qeto
28

თუ შეიძლება კალაძე მიუშვით, რამოდენიმე კორპუსს ჩადგამს და ბარემ ხელსაც დაიბანს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"გეოლოგების რეკომენდაციით, მოხდება შიო-მღვიმის მონასტრის მიმდებარედ არსებული ხევის კალაპოტის გაწმენდა" - გარემოს ეროვნული სააგენტო

"გეოლოგების რეკომენდაციით, მოხდება შიო-მღვიმის მონასტრის მიმდებარედ არსებული ხევის კალაპოტის გაწმენდა" - გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მიერ შიო-მღვიმის მონასტრის მიმდებარედ განვითარებულ კლდის მასის ჩამოშლის პროცესების შესწავლა გრძელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ოთარ ქურციკიძემ აღნიშნა, პირველ ეტაპზე, ხევის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდება.

"აღსანიშნავია, რომ სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ ადგილი ჰქონდა შედარებით დიდი მოცულობის გრუნტის მასის ჩამოშლას, თუმცა, ჩამოშლილ მასას უშუალოდ მონასტრის ტერიტორიამდე არ ჩამოუღწევია.

გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ადგილზე გაცემული რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია, პირველ ეტაპზე განხორციელდეს ხევის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები, რათა აღნიშნული კალაპოტმა დაუბრკოლებლად გაატაროს მოსალოდნელი შემდგომი ნაკადი“, - განაცხადა გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ოთარ ქურციკიძემ, რომელიც გეოლოგების ჯგუფთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა.

ასევე, სპეციალისტების რეკომენდაციით, საჭიროა მოხდეს მონასტრის ტერიტორიაზე არსებული ხევის მიმდებარედ გადაადგილების შეზღუდვა ვიზიტორებისა და მომლოცველებისათვის.

ამ ეტაპზე სპეციალისტების მიერ მზადდება დასკვნა, რომელიც დასრულებისთანავე გადაეგზავნება შესაბამის უწყებებს.