რუსთავში, ახალგაზრდა მამაკაცი ცოლზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას "ინფო რუსთავის" ავრცელებს.
მათივე ცნობით, მესხიშვილის ქუჩაზე, ერთერთ საცხოვრებელ კორპუსებში ქალსა და კაცს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა რა დროსაც 30 წლამდე მამაკაცმა 35 წლამდე ცოლს სცემა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. არსებული ინფორმაციით კაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. სამართალდამცველებმა კაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.