შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულ ნატო ჭელიძე და მის შვილები, ლუკა, ანდრია და ანასტასია დუდაშვილები გუშინ დაკრძალეს.
მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი ტრაგედიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში გიორგი დუდაშვილზე, ნატო ჭელიძის მეუღლესა და ბავშვების მამაზე წერს:
"გიორგი დუდაშვილზე:უსამართლობაცაა და უსამართლობაც…ტანჯვაცაა და ტანჯვაც… უბედურებასაც ქონია გრადაციები… გააზრებაც კი შეუძლებელია მისი შემზარავი მდგომარეობის… რა ვუსურვო ეგეც არ ვიცი… მასზე ფიქრს ვერ ვწყვეტ, მაგრამ ვერც მის მწუხარებას ვიზიარებ, რადგან ჩემს ძალებს აღემატება…" - წერს ნიკოლოზ რაჭველი.