ავტორი:

ზიმბაბვეს საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა: წინასაარჩევნო დაპირების ფარგლებში ის აცხადებდა, რომ სამოთხეში მოხვდებოდა ყველა, ვინც მის პარტიას მისცემდა ხმას

ზიმბაბვეს საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა  გაიმარჯვა: წინასაარჩევნო დაპირების ფარგლებში ის აცხადებდა, რომ სამოთხეში მოხვდებოდა ყველა, ვინც მის პარტიას მისცემდა ხმას

ზიმბაბვეს მოქმედმა პრეზიდენტმა ემერსონ მნანგაგვამ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

პოლიტიკოსს მეტად მაცდური წინასაარჩევნო დაპირება ჰქონდა. პრეზიდენტი ირწმუნებოდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც მის პარტიას ხმას მისცემდნენ, სამოთხეში მოხვდებოდნენ.

ზიმბაბვეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ასე გამოიყურება:

"მისი აღმატებულება პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა გამოცხადდა გამარჯვებულად 2 350 711 ხმით, რაც ხმების 52,6%-ს შეადგენდა, რასაც მოჰყვა ნელსონ ჩამისა პარტია "მოქალაქეთა კოალიცია ცვლილებისთვის" (CCC), რომელმაც 1 906 734 დააგროვა, რაც ხმების 44%-ია. დაწერა ტვიტერზე გუშინ ქვეყნის ოფიციალურმა უწყებამ.

80 წლის ემერსონ მნანგაგვა ათწლეულებია ზიმბაბვეს პოლიტიკური ცხოვრების ეპიცენტრშია. მისი პარტია იყო დომინანტი ქვეყანაში მას შემდეგ, რაც ზიმბაბვემ ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, 1980 წელს.

ასევე იხილეთ: