ავტორი:

კალათბურთის ისტორიული მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გამარჯვება ჩვენია

კალათბურთის ისტორიული მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გამარჯვება ჩვენია
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ქვეყნისთვის ისტორიული მსოფლიო თასისთვის ასპარეზობა უკვე დაიწყო. საქართველოს ნაკრებმა პირველი თამაში იაპონიაში წარმატებით ჩაატარა და კაბო-ვერდე ანგარიშით- 86:60 დაამარცხა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ამ მოვლენის მნიშვნელობასა და წინასწარ მოლოდინებს. შემდეგ თამაშს ნაკრები 28 აგვისტოს, 15:30 საათზე, სლოვენიასთან გამართავს; 30 აგვისტოს, 12:00 საათზე კი ეროვნული ნაკრები ვენესუელას დაუპირისპირდება.

2023 წლის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყო და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ჩემპიონატის მასპინძელი ერთდროულად სამი ქვეყანა- ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია იქნება. ჩემპიონატში მონაწილე 32 რჩეული ნაკრები რვა 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდა, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ასპარეზობს.

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების პირველობისთვის 12 კალათბურთელი იბრძვის. შემადგენლობა ასე გამოიყურება:

● თორნიკე შენგელია;

● გიორგი შერმადინი;

● გიორგი ცინცაძე;

● რატი ანდრონიკაშვილი;

● დუდა სანაძე;

● გოგა ბითაძე;

● მიხეილ ბერიშვილი;

● სანდრო მამუკელაშვილი;

● კახაბერ ჯინჭარაძე;

● ლუკა ლიკლიკაძე;

● გიორგი ტურძილაძე;

● თად მაკფადენი.

იმისთვის რომ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს და ეს ისტორიული დღე კიდევ უფრო დაუვიწყარი გავხადოთ, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, თბილისის სპორტის სასახლეში, 28 აგვისტოსაც თამაშის ღია ჩვენება გაიმართება. დასწრება თავისუფალია. გულშემატკივრებს ადგილზე დაგხვდებათ ბევრი აქტივობა, შეთავაზება და სამახსოვრო საჩუქრები.

საქართველოს ბანკი საქართველოს კალათბურთის ნაკრების მთავარი პარტნიორია