ავტორი:

ისტორიული მატჩი და გამარჯვება - მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქე გაანადგურეს

ისტორიული მატჩი და გამარჯვება - მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქე გაანადგურეს
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო შეხვედრის პირველ ტაიმში კაპე ვერდეს 22:48 მოუგეს.

ჩვენმა ნაკრებმა მატჩი შემდეგი ხუთეულით დაიწყო - ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. პირველ ხუთ წუთში ნერვიულობის ფონზე საქართველომ შედეგიანად თამაში ვერ მოახერხა, თუმცა ცვლილებაზე შემოსულმა ცინცაძემ, მამუკელაშვილმა და ბითაძემ ყველაფერი შეცვალეს. პირველი მეოთხედი ჩვენი გამარჯვებით - 20:11 დასრულდა.

მეორე მეოთხედიც საქართველოს უპირატესობით დაიწყო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველმა კალათბურთელებმა მოახერხეს და კაპე ვერდეს უპირობო ლიდერი, ედი ტავარესიც გაანეიტრალეს.

მესამე მეოთხედში ილია ზუროსმა ხუთეული შეცვალა, ამჯერად მოედანზე ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, მამუკელაშვილი, შენგელია და ბითაძე გამოიყვანა, რამაც ჩვენი ნაკრები კიდევ უფრო სწრაფი და აგრესიული გახადა, პერიოდი კი სანდროსა და თორნიკეს ენდვანებით დაიწყო, მთელი მეოთხედის განმავლობაში (რამდენიმე მომენტში სწრაფი შეტევა გაგვეპარა) საქართველო კარგ დაცვას თამაშობდა, ბოლო წამზე კი დუდა სანაძემ პერიმეტრიდან მესამე სამქულიანი ჩააგდო და 70:37 მოვიგეთ.

მეოთხე მეოთხედში ზუროსმა მოედანზე ლიკლიკაძეს, ბერიშვილსა და ტურძილაძეს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, "ლურჯმა ზვიგენებმა" დასკვნით 10 წუთში უკეთ ითამაშეს, თუმცა სხვაობა მაინც გამანადგურებელი იყო.

საბოლოო ჯამში, მატჩი ანგარიშით 60-85 დასრულდა და ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. დეტალურ ინფორმაციას მატჩის შესახებ გაეცანით Sportall.ge-ზე