პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს სპონტანური კოცნა იყო. ორმხრივი და ეიფორიული“ - ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები ფედერაციის პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ
"ეს სპონტანური კოცნა იყო. ორმხრივი და ეიფორიული“ - ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები ფედერაციის პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ

ეს­პა­ნეთ­ში სა­სა­მარ­თლო დავა და­ი­წყო ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ლუის რუ­ბი­ე­ლე­სის საქ­მე­ზე.

ქალ­თა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მო­თა­მა­შე­ე­ბი ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხო­ვენ - წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი თა­მაშ­ზე უარს ამ­ბო­ბენ. მი­ზე­ზი კი ერთ-ერთი მო­თა­მა­შის­თვის ტუ­ჩებ­ში კოც­ნაა.

ეს­პა­ნე­თის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის (RFEF) მიერ მოწ­ვე­ულ სა­გან­გე­ბო სხდო­მა­ზე, რუ­ბი­ე­ლეს­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ასეთ "არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბას“ არ იმ­სა­ხუ­რებ­და. მი­სი­ვე თქმით, კოც­ნა ორ­მხრი­ვი იყო და ფეხ­ბურ­თე­ლის­გან თან­ხმო­ბა ჰქონ­და.

"ეს სპონ­ტა­ნუ­რი კოც­ნა იყო. ორ­მხრი­ვი და ეი­ფო­რი­უ­ლი“, - აღ­ნიშ­ნა რუ­ბი­ე­ლეს­მა.

რუ­ბი­ე­ლე­სის გან­ცხა­დე­ბას ჯე­ნი­ფერ ერ­მო­სო, ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მელ­საც მან აკო­ცა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა და მას "კა­ტე­გო­რი­უ­ლად მცდა­რი“ უწო­და.

”მინ­და გან­ვმარ­ტო, რომ სა­უ­ბა­რი, რო­მელ­საც ბ-ნი ლუის რუ­ბი­ა­ლე­სი თა­ვის მი­მარ­თვა­ში მი­უ­თი­თებს, არ შემ­დგა­რა და არც კოც­ნა ყო­ფი­ლა შე­თან­ხმე­ბუ­ლი.

თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვგრძნობ, ამ ინ­ცი­დენტს გა­მო­ვეხ­მა­უ­რო, რად­გან მჯე­რა, რომ არც ერთი ადა­მი­ა­ნი, ნე­ბის­მი­ერ სა­მუ­შა­ო­ზე, სპორ­ტში ან სო­ცი­ა­ლურ გა­რე­მო­ში, არ უნდა იყოს ამ ტი­პის ქცე­ვის მსხვერ­პლი. თავს ძა­ლი­ან და­უც­ვე­ლად ვგრძნობ. მოქ­მე­დე­ბა, ჩემი მხრი­დან ყო­ველ­გვა­რი თან­ხმო­ბის გა­რე­შე მოხ­და,” - წერს ერ­მო­სო.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეს­პა­ნე­თის ქალ­თა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, მან ინ­გლი­სის ნაკ­რე­ბი და­ძა­ბულ ბრძო­ლა­ში, 1:0 და­ა­მარ­ცხა. მაგ­რამ და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბა ეს­პა­ნე­თის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ლუის რუ­ბი­ა­ლე­სის საქ­ცი­ელ­მა მი­ი­პყრო - რუ­ბი­ა­ლეს­მა ეს­პა­ნე­თის ნაკ­რე­ბის მო­თა­მა­შეს, ჯე­ნი­ფერ ერ­მო­სოს უკი­თხა­ვად აკო­ცა, რა­საც დიდი კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Გი
0

ველოდებით გაგრძელებას .საქმე ქორწილამდე უნდა მივიდეს

Mima
1

ეს ვიდეო ნახეთ როგორ ეხვევიან და კოცნის შემდეგ ხელებით როგორ შორდებიან🤔რავი

ავტორი:

"ეს სპონტანური კოცნა იყო. ორმხრივი და ეიფორიული“ - ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები ფედერაციის პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ

"ეს სპონტანური კოცნა იყო. ორმხრივი და ეიფორიული“ - ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები ფედერაციის პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ

ესპანეთში სასამართლო დავა დაიწყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიელესის საქმეზე.

ქალთა საფეხბურთო ნაკრების მოთამაშეები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ - წინააღმდეგ შემთხვევაში კი თამაშზე უარს ამბობენ. მიზეზი კი ერთ-ერთი მოთამაშისთვის ტუჩებში კოცნაა.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის (RFEF) მიერ მოწვეულ საგანგებო სხდომაზე, რუბიელესმა განაცხადა, რომ ასეთ "არაადამიანურ მოპყრობას“ არ იმსახურებდა. მისივე თქმით, კოცნა ორმხრივი იყო და ფეხბურთელისგან თანხმობა ჰქონდა.

"ეს სპონტანური კოცნა იყო. ორმხრივი და ეიფორიული“, - აღნიშნა რუბიელესმა.

რუბიელესის განცხადებას ჯენიფერ ერმოსო, ფეხბურთელი, რომელსაც მან აკოცა, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მას "კატეგორიულად მცდარი“ უწოდა.

”მინდა განვმარტო, რომ საუბარი, რომელსაც ბ-ნი ლუის რუბიალესი თავის მიმართვაში მიუთითებს, არ შემდგარა და არც კოცნა ყოფილა შეთანხმებული.

თავს ვალდებულად ვგრძნობ, ამ ინციდენტს გამოვეხმაურო, რადგან მჯერა, რომ არც ერთი ადამიანი, ნებისმიერ სამუშაოზე, სპორტში ან სოციალურ გარემოში, არ უნდა იყოს ამ ტიპის ქცევის მსხვერპლი. თავს ძალიან დაუცველად ვგრძნობ. მოქმედება, ჩემი მხრიდან ყოველგვარი თანხმობის გარეშე მოხდა,” - წერს ერმოსო.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მან ინგლისის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა. მაგრამ დაჯილდოების ცერემონიაზე ყველას ყურადღება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის საქციელმა მიიპყრო - რუბიალესმა ესპანეთის ნაკრების მოთამაშეს, ჯენიფერ ერმოსოს უკითხავად აკოცა, რასაც დიდი კრიტიკა მოჰყვა.