საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორსულობა და შთამბეჭდავი ფორმა მშობიარობის შემდეგ - ხატია ბუნიათიშვილის ზაფხული და ფოტოები, რომლებიც პიანისტის ფანებს აღაფრთოვანებს
ორსულობა და შთამბეჭდავი ფორმა მშობიარობის შემდეგ - ხატია ბუნიათიშვილის ზაფხული და ფოტოები, რომლებიც პიანისტის ფანებს აღაფრთოვანებს

ვინ არის ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლის ქმა­რი? - ამ კი­თხვას ბოლო თვე­ე­ბია, პი­ა­ნის­ტის გარ­შე­მო მე­დია ყვე­ლა­ზე ხში­რად სვამს, თუმ­ცა მუ­სი­კო­სი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ამ­ხელს მის ვი­ნა­ო­ბას.

მისი მუ­სი­კა­ლუ­რი ბი­ოგ­რა­ფია მდი­და­რია. სამი წლის ასაკ­ში და­ი­წყო ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვრის სწავ­ლა და სა­ბო­ლო­ოდ, ნიჭ­მა და თავ­და­დე­ბამ იქამ­დე მი­იყ­ვა­ნა, რომ პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო გა­მოს­ვლა თბი­ლი­სის კა­მე­რულ ორ­კესტრთან ერ­თად, ექ­ვსი წლის ასაკ­ში ჩა­ა­ტა­რა.

ხა­ტია 10 წლის იყო, რო­დე­საც უკვე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ცერ­ტებ­ზე გა­მო­დი­ო­და და გან­სა­კუთ­რე­ბულ მუ­სი­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აჩ­ვე­ნებ­და.

მუ­სი­კი­სა და ფორ­ტე­პი­ა­ნო­სად­მი გა­ტა­ცე­ბამ აი­ძუ­ლა, ეს­წავ­ლა თენ­გიზ ამი­რე­ჯი­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით თბი­ლის­ში, შემ­დეგ კი ოლეგ მა­ი­ზენ­ბერგთან ვე­ნის მუ­სი­კი­სა და სა­შემ­სრუ­ლებ­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ავ­სტრი­ა­ში. მის­მა შრო­მამ და შე­უ­პოვ­რო­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და სწრა­ფად მო­ი­პო­ვა აღი­ა­რე­ბა, რო­გორც ამო­მა­ვალ­მა ვარ­სკვლავ­მა კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის სამ­ყა­რო­ში.

ხა­ტი­ას ჰყავს უფ­რო­სი და, გვან­ცა ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე ნი­ჭი­ე­რი პი­ა­ნის­ტია. დებს ხში­რად აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ერ­თად და­უკ­რან და მა­ყუ­რე­ბელს აჩ­ვე­ნონ თა­ვი­ან­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

ხა­ტია და გვან­ცა ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლე­ბი

  • ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

პი­ა­ნის­ტის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა წლე­ბია, პო­პუ­ლა­რუ­ლი თე­მაა, მაგ­რამ მე­დია ბოლო თვე­ე­ბია ამ თე­მა­ზე ყვე­ლა­ზე ხში­რად წერს, რად­გან რამ­დე­ნი­მე თვის წინ, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს აც­ნო­ბა, რომ ბავ­შვს ელო­დე­ბო­და. ორ­სუ­ლო­ბის ბოლო თვე­ებ­ში კი სა­კონ­ცერ­ტო გეგ­მე­ბი სრუ­ლად შეც­ვა­ლა.

ორი თვის წინ პირ­ვე­ლი შვი­ლი, გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით წერ­და, რომ შვი­ლის გამო გერ­მა­ნი­ა­ში სამ კონ­ცერტს აუქ­მებ­და, რად­გან პა­ტა­რა ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე იყო.

ჭო­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მისი ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

ერ­თა­დერ­თი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც სა­ჯა­როდ ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვილ­თან ერ­თად ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ჩე­ნი­ლა, ორ­ლან­დო ბლუ­მია, რო­მელ­თან ერ­თა­დაც მო­სე­ირ­ნე პა­რი­ზის ქუ­ჩებ­ში ნა­ხეს. თუმ­ცა არა­სო­დეს და­უ­დას­ტუ­რე­ბი­ათ, რომ წყვილს შო­რის რამე ხდე­ბო­და.

  • წი­თე­ლი კა­ბე­ბი ხა­ტი­ას კა­რი­ე­რა­ში

ხა­ტი­ას წი­თე­ლი ფერი საკ­მა­ოდ უყ­ვარს და სა­კონ­ცერ­ტო გა­მოს­ვლებ­ზეც სხვა­დას­ხვა დი­ზა­ი­ნე­რის მიერ შექ­მნი­ლი წი­თე­ლი კა­ბე­ბი ხში­რად აც­ვია.

"ის დღეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ბრწყინ­ვა­ლე პი­ა­ნის­ტია, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ჩნდე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში, პრი­ა­ლა ჟურ­ნა­ლე­ბის გა­რე­კან­ზე, სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში და იპყრობს ყუ­რა­დღე­ბას, რო­გორც სა­შემ­სრუ­ლებ­ლო მა­ნე­რით, ისე ვი­ზუ­ა­ლით“, - წე­რენ მას­ზე უცხო­უ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

უდა­ვოა, რომ ის მსმე­ნე­ლის ფა­ვო­რი­ტი პი­ა­ნის­ტია და ხში­რად უკ­რავს მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზებ­ში.

"მისი გა­მო­ჩე­ნა სექ­სუ­ა­ლუ­რი კა­ბე­ბით ყო­ველ­თვის შთამ­ბეჭ­და­ვია... მუ­სი­კა­ლურ სამ­ყა­რო­ში მას ეძა­ხი­ან სხვა­დას­ხვა მეტ­სა­ხელს, მათ შო­რის ფორ­ტე­პი­ა­ნოს "ბეტი ბუპს“ (ანი­მა­ცი­ურ სამ­ყა­რო­ში იგი მი­იჩ­ნე­ვა ერთ-ერთ სექ­სუ­ა­ლურ პერ­სო­ნა­ჟად) და ასე­ვე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, "კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის სამ­ყა­როს ვარ­სკვლა­ვად“.

  • მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ

ხა­ტია მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ შე­სა­ნიშ­ნავ ფორ­მა­შია. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ერთ-ერთ ბოლო სექ­სუ­ა­ლურ ფო­ტო­ზე სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. ფო­ტოს 12 ათას­ზე მეტი რე­აქ­ცია აქვს.

"ჩვე­ნი პა­ტა­რა ქალ­თევ­ზა... ხა­ტია, რო­გო­რი ლა­მა­ზი ხართ...“ - წერს ერთ-ერთი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი.

"ხა­ტი­ას ერ­თგუ­ლე­ბა მუ­სი­კი­სად­მი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნიჭი მა­ყუ­რე­ბელს ყო­ველ­თვის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულს ტო­ვებს. ის რჩე­ბა საყ­ვა­რელ ფი­გუ­რად კლა­სი­კურ მუ­სი­კა­ში, მისი სა­კონ­ცერ­ტო გა­მოს­ვლე­ბის მი­მართ კი ყო­ველ­თვის დიდი მო­ლო­დი­ნია.“ - წერს მე­დია.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
MAYA TSIKLAURI
9

შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა..❤️❤️❤️

111
5

რა კონენტარებია გადავირიე, რატო უნდს იყო ასეთი ბოროტი ადამიანი რომ ასეყი რაღაცეები დაწერო ადამიანზე რომელსაც არ იცნობ, რა გჭირთ მართლა რამ გაგაბიროტათ ზღვარიც დაკარგეთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ორსულობა და შთამბეჭდავი ფორმა მშობიარობის შემდეგ - ხატია ბუნიათიშვილის ზაფხული და ფოტოები, რომლებიც პიანისტის ფანებს აღაფრთოვანებს

ორსულობა და შთამბეჭდავი ფორმა მშობიარობის შემდეგ - ხატია ბუნიათიშვილის ზაფხული და ფოტოები, რომლებიც პიანისტის ფანებს აღაფრთოვანებს

ვინ არის ხატია ბუნიათიშვილის ქმარი? - ამ კითხვას ბოლო თვეებია, პიანისტის გარშემო მედია ყველაზე ხშირად სვამს, თუმცა მუსიკოსი ჯერჯერობით არ ამხელს მის ვინაობას.

მისი მუსიკალური ბიოგრაფია მდიდარია. სამი წლის ასაკში დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლა და საბოლოოდ, ნიჭმა და თავდადებამ იქამდე მიიყვანა, რომ პირველი საჯარო გამოსვლა თბილისის კამერულ ორკესტრთან ერთად, ექვსი წლის ასაკში ჩაატარა.

ხატია 10 წლის იყო, როდესაც უკვე საერთაშორისო კონცერტებზე გამოდიოდა და განსაკუთრებულ მუსიკალურ შესაძლებლობებს აჩვენებდა.

მუსიკისა და ფორტეპიანოსადმი გატაცებამ აიძულა, ესწავლა თენგიზ ამირეჯიბის ხელმძღვანელობით თბილისში, შემდეგ კი ოლეგ მაიზენბერგთან ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში, ავსტრიაში. მისმა შრომამ და შეუპოვრობამ შედეგი გამოიღო და სწრაფად მოიპოვა აღიარება, როგორც ამომავალმა ვარსკვლავმა კლასიკური მუსიკის სამყაროში.

ხატიას ჰყავს უფროსი და, გვანცა ბუნიათიშვილი, რომელიც ასევე ნიჭიერი პიანისტია. დებს ხშირად აქვთ შესაძლებლობა, რომ ერთად დაუკრან და მაყურებელს აჩვენონ თავიანთი განსაკუთრებული მუსიკალური შესაძლებლობები.

ხატია და გვანცა ბუნიათიშვილები

  • ხატია ბუნიათიშვილის პირადი ცხოვრება

პიანისტის პირადი ცხოვრება წლებია, პოპულარული თემაა, მაგრამ მედია ბოლო თვეებია ამ თემაზე ყველაზე ხშირად წერს, რადგან რამდენიმე თვის წინ, თაყვანისმცემლებს აცნობა, რომ ბავშვს ელოდებოდა. ორსულობის ბოლო თვეებში კი საკონცერტო გეგმები სრულად შეცვალა.

ორი თვის წინ პირველი შვილი, გოგონა შეეძინა. მოგვიანებით წერდა, რომ შვილის გამო გერმანიაში სამ კონცერტს აუქმებდა, რადგან პატარა ბუნებრივ კვებაზე იყო.

ჭორების მიუხედავად, მისი ქორწინების შესახებ ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

ერთადერთი მამაკაცი, რომელიც საჯაროდ ხატია ბუნიათიშვილთან ერთად ოფიციალურად გამოჩენილა, ორლანდო ბლუმია, რომელთან ერთადაც მოსეირნე პარიზის ქუჩებში ნახეს. თუმცა არასოდეს დაუდასტურებიათ, რომ წყვილს შორის რამე ხდებოდა.

  • წითელი კაბები ხატიას კარიერაში

ხატიას წითელი ფერი საკმაოდ უყვარს და საკონცერტო გამოსვლებზეც სხვადასხვა დიზაინერის მიერ შექმნილი წითელი კაბები ხშირად აცვია.

"ის დღეს ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე პიანისტია, რომელიც მუდმივად ჩნდება ტელევიზიებში, პრიალა ჟურნალების გარეკანზე, სოციალურ მედიაში და იპყრობს ყურადღებას, როგორც საშემსრულებლო მანერით, ისე ვიზუალით“, - წერენ მასზე უცხოური მედიასაშუალებები.

უდავოა, რომ ის მსმენელის ფავორიტი პიანისტია და ხშირად უკრავს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში.

"მისი გამოჩენა სექსუალური კაბებით ყოველთვის შთამბეჭდავია... მუსიკალურ სამყაროში მას ეძახიან სხვადასხვა მეტსახელს, მათ შორის ფორტეპიანოს "ბეტი ბუპს“ (ანიმაციურ სამყაროში იგი მიიჩნევა ერთ-ერთ სექსუალურ პერსონაჟად) და ასევე მოიხსენიებენ, "კლასიკური მუსიკის სამყაროს ვარსკვლავად“.

  • მშობიარობის შემდეგ

ხატია მშობიარობის შემდეგ შესანიშნავ ფორმაშია. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ბოლო სექსუალურ ფოტოზე საცურაო კოსტიუმშია გადაღებული. ფოტოს 12 ათასზე მეტი რეაქცია აქვს.

"ჩვენი პატარა ქალთევზა... ხატია, როგორი ლამაზი ხართ...“ - წერს ერთ-ერთი გულშემატკივარი.

"ხატიას ერთგულება მუსიკისადმი და განსაკუთრებული ნიჭი მაყურებელს ყოველთვის აღფრთოვანებულს ტოვებს. ის რჩება საყვარელ ფიგურად კლასიკურ მუსიკაში, მისი საკონცერტო გამოსვლების მიმართ კი ყოველთვის დიდი მოლოდინია.“ - წერს მედია.