პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ესტონეთის პრემიერი სკანდალში გაეხვა - მედიის ცნობით, მისი ქმარი რუსეთთან ტვირთის გადაზიდვის საქმიანობითაა დაკავებული: როგორია პრემიერის პასუხი
ესტონეთის პრემიერი სკანდალში გაეხვა - მედიის ცნობით, მისი ქმარი რუსეთთან ტვირთის გადაზიდვის საქმიანობითაა დაკავებული: როგორია პრემიერის პასუხი

ეს­ტო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი კაია კა­ლა­სი, რო­მე­ლიც არა­ერ­თხელ მო­უ­წო­დებ­და და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებს, რომ რუ­სე­თი ეკო­ნო­მი­კურ იზო­ლა­ცი­ა­ში მო­ექ­ცი­ათ, სკან­დალ­ში აღ­მოჩ­ნდა.

23 აგ­ვის­ტოს ეს­ტო­ნურ­მა გა­მო­ცე­მა ERR-მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ კომ­პა­ნია Stark Logistics, რომ­ლის 24%-ს ეს­ტო­ნე­თის პრე­მი­ე­რის ქმა­რი კრის­ტი­ან კრა­ა­გი ფლობს, რუ­სეთ­სა და ეს­ტო­ნეთს შო­რის ტვირ­თის გა­და­ზიდ­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას აგ­რძე­ლებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კრის­ტი­ან­მა სა­ჯა­როდ რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ცხა­და, რომ ეს საქ­მე შე­წყვი­ტა.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი წე­რენ, კომ­პა­ნი­ა­ში კვლავ არის რუ­სეთ­თან ლო­ჯის­ტი­კის მე­ნე­ჯე­რი, ხოლო Stark Logistics რუ­სეთ­ში ტვირ­თის გა­და­ზიდ­ვას ისევ აგ­რძე­ლებს.

კრა­აგ­მა ERR-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ მისი კომ­პა­ნია რუ­სეთ­ში ახალ ტვირ­თებს კი არ გზავ­ნის, არა­მედ, ძველ კონ­ტრაქ­ტებს ას­რუ­ლებს. მისი თქმით, მი­წო­დე­ბის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ არი­ან. კი­თხვა­ზე აპი­რებს თუ არა Stark Logistics რუ­სეთ­თან სა­ქა­მი­ა­ნო­ბის დას­რუ­ლე­ბას, კრა­აგ­მა ასე უპა­სუ­ხა:

  • "ჩვენ მხო­ლოდ ერთი ეს­ტო­ნე­ლი კლი­ენ­ტი გვყავს, რო­მელ­საც ვეხ­მა­რე­ბით ამ­ჟა­მინ­დე­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის დაც­ვით, კა­ნო­ნი­ე­რი კონ­ტრაქ­ტე­ბი შე­ას­რუ­ლოს რუ­სეთ­თან, ეს კომ­პა­ნია AS Metaprint-ია. რუ­სეთ­ში ტვირ­თის მი­წო­დე­ბის ახა­ლი კლი­ენ­ტე­ბის ძი­ე­ბა არ მიმ­დი­ნა­რე­ობს“.

ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბის შემ­დეგ, ეს­ტო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ალარ კა­რის­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მომ­ხდა­რი უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბო­და ქვეყ­ნის იმიჯ­ზე.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­გან ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბას ელო­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კა­რის­მა.

რამ­დე­ნი­მე დღე­ში კა­ლას­საც მო­უ­წია გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა. მისი თქმით, "წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს ქმრის ბიზ­ნეს­ზე“ და ხაზი გა­უს­ვა, რომ მას რუსი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი არ ჰყავს.

"კვლავ იმ აზ­რზე ვარ, რომ რუ­სეთ­თან ყვე­ლა სა­ხის ვაჭ­რო­ბა უნდა შე­წყდეს, იქამ­დე, სა­ნამ რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რა გრძელ­დე­ბა. ჩემს ქმარს ლო­ჯის­ტი­კურ კომ­პა­ნი­ა­ში აქვს წილი. მან ახ­სნა, რომ ეს კომ­პა­ნია ერთ ეს­ტო­ნელ კლი­ენტს ეხ­მა­რე­ბა, რომ თა­ვის სა­წარ­მო საქ­მი­ა­ნო­ბა რუ­სეთ­ში და­ას­რუ­ლოს. სხვა და­ნარ­ჩე­ნი შე­კი­თხვე­ბი და­უს­ვით ამ კომ­პა­ნი­ებს“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

კაია კა­ლა­სი ეს­ტო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტს 2022 წლის დე­კემ­ბრი­დან იკა­ვებს. მა­ის­ში მის­მა "რე­ფორ­მე­ბის პარ­ტი­ამ“ პარ­ლა­მენ­ტში უმ­რავ­ლე­სო­ბა მო­ი­პო­ვა. კა­ლა­სი აქ­ტი­უ­რად უჭერს მხარს უკ­რა­ი­ნას და ევ­რო­კავ­ში­რი­დან ერთ-ერთი ინი­ცი­ა­ტო­რია, რომ რუ­სეთს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­დეს.

2022 წლის დე­კემ­ბერ­ში Delfi-სთან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ეს­ტო­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ებ­სა და რუ­სეთს შო­რის არ უნდა იყოს არა­ნა­ი­რი საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1234....
0

Საქართველოში შავი ხვრელების მაძიებელთა საყურადღებოდ:100%-იან ნაკოლს ვიძლევი:ხატია დეკანოიძე და თინიკო ბოკუჩავა. Და კიდევ:ვივამედთან დაუდარაჯდით, შავხვრელიანებს მანდ გამოიჭერთ. Მაგნიტივით იზიდავს, მანდ ერთი ცოდვის მონა. 

ATP 16
0

ყელზე დაადგათ საქართველო , მტერი თუ მოყვარე სანქციები გვერდის ავლაზე გაჰკივის და თვითონ აღებ-მიცემობა აქვთ ყველას გამართული რუსეთთან . ომი რომელიც , 2008 წლის ომის მგავსად მსოფლიო კრიზისის მორიგ ტალღას ემსახურება , რაც პირველმა ტალღამ დააკლო საშუალო და დაბალ ფენას , ახლა ეს მეორე ტალღა დაამთავრებს , არ შეასრულა კორონამ ის რაოდენობა მსხვერპლის , ელოდეთ შემდეგ პანდემიებს . ერთიანი მმართველობა ნიშნავს ერთიან მონობას მსოფლიოს ყველა კონტინენტზე . გამონაკლისის გარეშე . ისე ავტო-ტრანზიტის აკრძალვით , რა ზარალი მიადგა ბაზარს და რამდენი ადამიანი დაზარალდა , თუ არკვევს ვინმე . ამ დროს მსხვილი დილერები , რომლებიც სანქციებზე საუბრობენ , თვითონ მიყიდეს კოდები აუქციონზე ვაჭრობის , რუსებსაც , ყაზახებსაც , სომხებსაც და უკრაინელებაც . ანუ მსხვილ ბიზნესში ორმაგი სტანდარტი მოსულა ! კიდევ ერთი , ვინც ავტო-იმპორტშია ჩართული ყველამ იცის ძემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების წარმომადგენლების უმეტესობა , ანგარიშსწორების სახით თიბისი ბანკს რომ იყენებს . ერთი დიდი წარმოდგენაა ეს ყველაფერი და მხოლოდ ერთს ემსახურება , ადამიანების უკიდურეს გაღარიბებასა და შიმშილს , ამას სხვა ახსნა არა აქვს . 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

ესტონეთის პრემიერი სკანდალში გაეხვა - მედიის ცნობით, მისი ქმარი რუსეთთან ტვირთის გადაზიდვის საქმიანობითაა დაკავებული: როგორია პრემიერის პასუხი

ესტონეთის პრემიერი სკანდალში გაეხვა - მედიის ცნობით, მისი ქმარი რუსეთთან ტვირთის გადაზიდვის საქმიანობითაა დაკავებული: როგორია პრემიერის პასუხი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, რომელიც არაერთხელ მოუწოდებდა დასავლეთის ქვეყნებს, რომ რუსეთი ეკონომიკურ იზოლაციაში მოექციათ, სკანდალში აღმოჩნდა.

23 აგვისტოს ესტონურმა გამოცემა ERR-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპანია Stark Logistics, რომლის 24%-ს ესტონეთის პრემიერის ქმარი კრისტიან კრააგი ფლობს, რუსეთსა და ესტონეთს შორის ტვირთის გადაზიდვის საქმიანობას აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ კრისტიანმა საჯაროდ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ეს საქმე შეწყვიტა.

როგორც ჟურნალისტები წერენ, კომპანიაში კვლავ არის რუსეთთან ლოჯისტიკის მენეჯერი, ხოლო Stark Logistics რუსეთში ტვირთის გადაზიდვას ისევ აგრძელებს.

კრააგმა ERR-ს განუცხადა, რომ მისი კომპანია რუსეთში ახალ ტვირთებს კი არ გზავნის, არამედ, ძველ კონტრაქტებს ასრულებს. მისი თქმით, მიწოდების ბენეფიციარები რუსეთის მოქალაქეები არ არიან. კითხვაზე აპირებს თუ არა Stark Logistics რუსეთთან საქამიანობის დასრულებას, კრააგმა ასე უპასუხა:

  • "ჩვენ მხოლოდ ერთი ესტონელი კლიენტი გვყავს, რომელსაც ვეხმარებით ამჟამინდელი და საერთაშორისო სამართლის დაცვით, კანონიერი კონტრაქტები შეასრულოს რუსეთთან, ეს კომპანია AS Metaprint-ია. რუსეთში ტვირთის მიწოდების ახალი კლიენტების ძიება არ მიმდინარეობს“.

ინფორმაციის გასაჯაროვების შემდეგ, ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა განაცხადა, რომ მომხდარი უარყოფითად აისახებოდა ქვეყნის იმიჯზე.

"საზოგადოება პრემიერ-მინისტრისგან ახსნა-განმარტებას ელოდება“, - განაცხადა კარისმა.

რამდენიმე დღეში კალასსაც მოუწია განცხადების გაკეთება. მისი თქმით, "წარმოდგენა არ აქვს ქმრის ბიზნესზე“ და ხაზი გაუსვა, რომ მას რუსი მომხმარებლები არ ჰყავს.

"კვლავ იმ აზრზე ვარ, რომ რუსეთთან ყველა სახის ვაჭრობა უნდა შეწყდეს, იქამდე, სანამ რუსეთის უკრაინაში შეჭრა გრძელდება. ჩემს ქმარს ლოჯისტიკურ კომპანიაში აქვს წილი. მან ახსნა, რომ ეს კომპანია ერთ ესტონელ კლიენტს ეხმარება, რომ თავის საწარმო საქმიანობა რუსეთში დაასრულოს. სხვა დანარჩენი შეკითხვები დაუსვით ამ კომპანიებს“, - განაცხადა პრემიერმა.

კაია კალასი ესტონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2022 წლის დეკემბრიდან იკავებს. მაისში მისმა "რეფორმების პარტიამ“ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. კალასი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას და ევროკავშირიდან ერთ-ერთი ინიციატორია, რომ რუსეთს სანქციები დაუწესდეს.

2022 წლის დეკემბერში Delfi-სთან საუბარში განაცხადა, რომ ესტონეთის სახელმწიფო კომპანიებსა და რუსეთს შორის არ უნდა იყოს არანაირი საქმიანი ურთიერთობა.

ავტორი: ანრი კურტანიძე