ქართული კალათბურთის ისტორიაში დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა. ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი ისტორიულ მატჩს გამართავს მსოფლიოს ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ასპარეზობს.
ილიას ზუროსის გუნდი თბილისის დროით 12:00 საათზე, კაბო ვერდეს დაუპირისპირდება.
კალათბურთის ფედერაცია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩვენი სპორტსმენების ამაღლებული განწყობა ჩანს. ბიჭები მატჩის გასამართათ მიემართებიან და თან ჰიმნს მღერიან.
"პირველი თამაშისკენ ჰიმნის ფონზე მივემართებით!" - წერია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ნახეთ ვიდეო: