მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერაბ დვალიშვილის UFC-ის ჩემპიონობის დაკარგული შანსი? - რატომ აკრიტიკებს ქართველ მებრძოლს გულშემატკივართა ნაწილი და რა აშორებს მას სატიტულო ბრძოლასთან
მერაბ დვალიშვილის UFC-ის  ჩემპიონობის დაკარგული შანსი? - რატომ აკრიტიკებს ქართველ მებრძოლს გულშემატკივართა ნაწილი და რა აშორებს მას სატიტულო ბრძოლასთან

UFC-ის სუ­პერმ­სუ­ბუქ წო­ნას, შონ ო’მა­ლის სა­ხით, ახა­ლი ჩემ­პი­ო­ნი ჰყავს. "შა­ქარ­მა“ მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი, ალ­ჯა­მა­ინ სტერ­ლინ­გი UFC 292-ზე მე­ო­რე რა­უნდში ნო­კა­უ­ტით და­ა­მარ­ცხა.

აქამ­დე რე­ი­ტინ­გის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი ჩვე­ნე­ბუ­რი დვა­ლიშ­ვი­ლი იყო, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც მის­მა მე­გო­ბარ­მა, ალ­ჯა­მა­ინ სტერ­ლინ­გმა ტი­ტუ­ლი და­კარ­გა, ის (სტერ­ლინ­გი) გა­და­ვი­და პირ­ველ ად­გილ­ზე, ხოლო მე­რა­ბი მე­ო­რე­ზე ჩა­მოქ­ვე­ით­და.

დვა­ლიშ­ვი­ლი სა­ტი­ტუ­ლე ორ­თაბ­რძო­ლის კან­დი­და­ტი იყო, თუმ­ცა ახალ უკვე უც­ნო­ბია სა­ერ­თოდ იბ­რძო­ლებს თუ არა, ან რო­დის იბ­რძო­ლებს UFC-ის ოქ­რო­ზე.

მას და ალ­ჯოს შე­თან­ხმე­ბა ჰქონ­დათ, რომ ერ­თმა­ნეთ­თან არას­დროს იბ­რძო­ლებ­დნენ. სტერ­ლინ­გი ო’მა­ლის­თან გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ნა­ხევ­რადმსუ­ბუქ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში ავი­დო­და და ამ წო­ნის ჩემ­პი­ონს, ალექ­სანდ ვოლ­კა­ნოვ­კის შეხ­ვდე­ბო­და, თუ ასე­თი სცე­ნა­რი გან­ვი­თარ­დე­ბო­და, მე­რაბ დვა­ლიშ­ვილს ტი­ტუ­ლის­თვის ბრძო­ლის შან­სი მი­ე­ცე­მო­და, თუმ­ცა ასე არ მოხ­და და სტერ­ლინ­გი ო'მა­ლის­თან და­მარ­ცხდა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ნამ­დე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ბოს­მა, დანა უა­ით­მა მე­რაბ­სა და ალ­ჯოს ერ­თმა­ნეთ­ში ბრძო­ლა შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა მათ უარი უთხრეს.

  • გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი. რო­გორც ჩანს, უა­ი­თი უკ­მა­ყო­ფი­ლო დარ­ჩა მე­რა­ბის ამ გა­დაწვყე­ტი­ლე­ბით. იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ მა­ინც იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ერ­თმა­ნეთს ნაც­ნო­ბე­ბი, ან მე­გობ­რე­ბი ხვდე­ბოდ­ნენ ხოლ­მე. თუმ­ცა უა­ი­თი ამ ყვე­ლა­ფერს რო­გორც ბიზ­ნესს ისე უყუ­რებს, ამი­ტომ არ ეს­მო­და, რა­ტომ ამ­ბობ­დნენ ერ­თმა­ნეთ­თან ბრძო­ლა­ზე უარს დვა­ლიშ­ვი­ლი და სტერ­ლინ­გი.

ნაც­ვლად მე­რა­ბი­სა, ტი­ტულ­ზე გაბ­რძო­ლე­ბის შან­სი უა­ით­მა თა­ვის ერთ-ერთ საყ­ვა­რელ მებ­რძოლს შონ ო’მა­ლის მის­ცა, რო­მე­ლიც რე­ი­ტინ­გში ხუ­თე­ულ­შიც კი არ იყო. ო’მა­ლიმ ბო­სის სა­ჩუ­ქა­რი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ი­ყე­ნა და გა­ჩემ­პი­ონ­და კი­დეც. გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, მან არა დვა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც იმ მო­მენ­ტში პირ­ვე­ლი იყო, არა­მედ, რე­ი­ტინ­გის მე­ხუ­თე ნო­მე­რი, მარ­ლონ "ჩიტო“ ვერა გა­მო­იწ­ვია. სხვა­თა შო­რის "ჩიტო“ ერ­თა­დერ­თი მებ­რძო­ლია, რო­მელ­მაც ო’მალი და­ა­მარ­ცხა, ასე რომ, მათ ად­რინ­დე­ლი ან­გა­რი­შე­ბი აქვთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვერა ხუ­თე­ულ­შიც არ არის, დანა უა­ითს ამ ბრძო­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი აქვს.

  • პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ალ­ჯო­მაც ისა­უბ­რა. მან გა­ნა­ცხა­და, რომ და­უ­ყო­ნებ­ლივ რე­მატ­ჩი სურს და მისი თქმით, ეს და­იმ­სა­ხუ­რა. მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­ზე არც მას, არც ო’მა­ლის და არც უა­ითს კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ, რო­გორც ჩანს, დვა­ლიშ­ვი­ლის შემ­დე­გი ბრძო­ლა სა­ტი­ტუ­ლო არ იქ­ნე­ბა.

თა­ვად მე­რაბ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ტი­ტულ­ზე ალ­ჯომ უნდა იბ­რძო­ლოს და თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, 1 წელ­საც მო­იც­დის. ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა ნა­წილ­ში ამ გან­ცხა­დე­ბამ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია და შე­საძ­ლოა, სა­მარ­თლი­ა­ნა­დაც. მე­რაბ­მა ისე­დაც დიდი ხანი იცა­და, ახლა კი კვლავ გა­და­ე­დო სა­ტი­ტუ­ლო ბრძო­ლა და მოც­და მო­უ­წევს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ალ­ჯოს შე­უძ­ლია უფრო კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად მო­იქ­ცეს და თა­ვად და­უთ­მოს გზა მე­რაბს, ანუ უარი თქვას რე­მატჩზე. თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით, მსგავ­სი არა­ფე­რია.

  • კი­თხვას თუ რა ხდე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ალ­ჯოს და ო'მა­ლის რე­მატ­ჩი გა­ი­წე­ლე­ბა, მე­რა­ბი ასე პა­სუ­ხობს:

"გა­აჩ­ნია რამ­დენ ხანს გა­ი­წე­ლე­ბა. ალ­ბათ ო'მა­ლის სხვა ბრძო­ლას და­უ­ნიშ­ნა­ვენ და მე ვარ პირ­ვე­ლი კან­დი­და­ტი, ეს ბრძო­ლა ჩემ­თან უნდა იყოს, მზად ვარ, მზად შევ­ხვდე­ბი, ო'მა­ლის ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩემ­თან მო­უ­წევს ბრძო­ლა. რა თქმა უნდა, UFC-მაც უნდა და­ნიშ­ნოს ეს ბრძო­ლა. არ ვიცი რო­გორ უნდა და­ბო­ლო­კონ იმი­ტომ რომ მე ვიმ­სა­ხუ­რებ ყვე­ლა­ზე მე­ტად. ეს იქ­ნე­ბა და­ჩაგ­ვრა, თუ მე ბრძო­ლა არ მომ­ცეს. ეს იქ­ნე­ბა უსა­მარ­თლო­ბა", - ამ­ბობს მე­რა­ბი. ეს კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს იმას, რომ ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი მოც­დას აპი­რებს.

  • UFC ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რომ­ლის ბოსი კი­დევ უფრო დი­ნა­მი­უ­რი და ვე­რა­ვის ვერ და­უც­დი­ან. დი­ვი­ზი­ონ­ში სხვა კონ­ტენ­დერე­ბიც არი­ან, მათ შო­რის უმარ ნურ­მა­გო­მე­დო­ვი, რო­მე­ლიც ხა­ბიბ ნუ­რამ­გო­მე­დო­ვის გზის გამ­გრძე­ლე­ბე­ლია. უმარს ნაც­ნო­ბე­ბი და კონ­ტაქ­ტე­ბი ჰყავს, რომ­ლე­ბიც სა­ტი­ტუ­ლო ბრძო­ლამ­დე 2-3 ბრძო­ლა­ში გა­იყ­ვა­ნენ. არა­ვინ იცის სი­ტუ­ა­ცია რო­გორ გა­და­ლაგ­დე­ბა, ამ ეტაპ­ზე, მე­რა­ბი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად იმ­სა­ხუ­რებს ოქ­რის­თვის ბრძო­ლას, ყვე­ლა­ზე მე­ტად რჩე­ბა ჩრდილ­ში. ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ტი­უ­რად მო­უ­წო­დებს მას, რომ ინი­ცი­ა­ტი­ვა სა­კუ­თარ ხელ­ში აი­ღოს და მო­ი­თხო­ვოს ჩემ­პი­ონ­თან ბრძო­ლა. თუმ­ცა...

გარ­და ამი­სა, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ დვა­ლიშ­ვილს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა უნა­რი აქვს, რომ ჩემ­პი­ო­ნი და­ა­მარ­ცხოს, ის პირ­და­პირ ო’მა­ლის ან­ტის­ტი­ლია. მოკ­ლედ, მე­რაბს სულ რა­ღაც ერთი ნა­ბი­ჯი აშო­რებს, რომ UFC-ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნი გახ­დეს და იმე­დია, ამ ნა­ბიჯს თა­მად და დრო­უ­ლად გა­დად­გამს.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Murada
0

Მე დვალიშვილს ვერაფერი ვერ გავუგე. Ერთი კი არის, რომ სტერლინგზე ძლიერია. Ამ სტერლინგმა იანისთანაც ძალიან დაუმსახურებელი მოგება მიითვისა. Მასზე ძლიერები სხვებიც არიან. 

ჯიუტი
1

...რაც არ უნდა რთული იყოს ამის აღიარება: ...ლეკებმა გვაჯობეს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

მერაბ დვალიშვილის UFC-ის ჩემპიონობის დაკარგული შანსი? - რატომ აკრიტიკებს ქართველ მებრძოლს გულშემატკივართა ნაწილი და რა აშორებს მას სატიტულო ბრძოლასთან

მერაბ დვალიშვილის UFC-ის  ჩემპიონობის დაკარგული შანსი? - რატომ აკრიტიკებს ქართველ მებრძოლს გულშემატკივართა ნაწილი და რა აშორებს მას სატიტულო ბრძოლასთან

UFC-ის სუპერმსუბუქ წონას, შონ ო’მალის სახით, ახალი ჩემპიონი ჰყავს. "შაქარმა“ მერაბ დვალიშვილის მეგობარი, ალჯამაინ სტერლინგი UFC 292-ზე მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

აქამდე რეიტინგის პირველი ნომერი ჩვენებური დვალიშვილი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც მისმა მეგობარმა, ალჯამაინ სტერლინგმა ტიტული დაკარგა, ის (სტერლინგი) გადავიდა პირველ ადგილზე, ხოლო მერაბი მეორეზე ჩამოქვეითდა.

დვალიშვილი სატიტულე ორთაბრძოლის კანდიდატი იყო, თუმცა ახალ უკვე უცნობია საერთოდ იბრძოლებს თუ არა, ან როდის იბრძოლებს UFC-ის ოქროზე.

მას და ალჯოს შეთანხმება ჰქონდათ, რომ ერთმანეთთან არასდროს იბრძოლებდნენ. სტერლინგი ო’მალისთან გამარჯვების შემთხვევაში, ნახევრადმსუბუქ წონით კატეგორიაში ავიდოდა და ამ წონის ჩემპიონს, ალექსანდ ვოლკანოვკის შეხვდებოდა, თუ ასეთი სცენარი განვითარდებოდა, მერაბ დვალიშვილს ტიტულისთვის ბრძოლის შანსი მიეცემოდა, თუმცა ასე არ მოხდა და სტერლინგი ო'მალისთან დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ორგანიზაციის ბოსმა, დანა უაითმა მერაბსა და ალჯოს ერთმანეთში ბრძოლა შესთავაზა, თუმცა მათ უარი უთხრეს.

  • განსაკუთრებული წინააღმდეგი იყო ქართველი მებრძოლი. როგორც ჩანს, უაითი უკმაყოფილო დარჩა მერაბის ამ გადაწვყეტილებით. იშვიათად, მაგრამ მაინც იყო შემთხვევები, როდესაც ერთმანეთს ნაცნობები, ან მეგობრები ხვდებოდნენ ხოლმე. თუმცა უაითი ამ ყველაფერს როგორც ბიზნესს ისე უყურებს, ამიტომ არ ესმოდა, რატომ ამბობდნენ ერთმანეთთან ბრძოლაზე უარს დვალიშვილი და სტერლინგი.

ნაცვლად მერაბისა, ტიტულზე გაბრძოლების შანსი უაითმა თავის ერთ-ერთ საყვარელ მებრძოლს შონ ო’მალის მისცა, რომელიც რეიტინგში ხუთეულშიც კი არ იყო. ო’მალიმ ბოსის საჩუქარი და შესაძლებლობა გამოიყენა და გაჩემპიონდა კიდეც. გამარჯვების შემდეგ, მან არა დვალიშვილი, რომელიც იმ მომენტში პირველი იყო, არამედ, რეიტინგის მეხუთე ნომერი, მარლონ "ჩიტო“ ვერა გამოიწვია. სხვათა შორის "ჩიტო“ ერთადერთი მებრძოლია, რომელმაც ო’მალი დაამარცხა, ასე რომ, მათ ადრინდელი ანგარიშები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ვერა ხუთეულშიც არ არის, დანა უაითს ამ ბრძოლის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

  • პრესკონფერენციაზე ალჯომაც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ დაუყონებლივ რემატჩი სურს და მისი თქმით, ეს დაიმსახურა. მერაბ დვალიშვილზე არც მას, არც ო’მალის და არც უაითს კომენტარი არ გაუკეთებიათ, როგორც ჩანს, დვალიშვილის შემდეგი ბრძოლა სატიტულო არ იქნება.

თავად მერაბმა განაცხადა, რომ ტიტულზე ალჯომ უნდა იბრძოლოს და თუ საჭირო გახდება, 1 წელსაც მოიცდის. ქართველ გულშემატკივართა ნაწილში ამ განცხადებამ გაღიზიანება გამოიწვია და შესაძლოა, სამართლიანადაც. მერაბმა ისედაც დიდი ხანი იცადა, ახლა კი კვლავ გადაედო სატიტულო ბრძოლა და მოცდა მოუწევს. ამ შემთხვევაში, ალჯოს შეუძლია უფრო კეთილსინდისიერად მოიქცეს და თავად დაუთმოს გზა მერაბს, ანუ უარი თქვას რემატჩზე. თუმცა ჯერჯერობით, მსგავსი არაფერია.

  • კითხვას თუ რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ალჯოს და ო'მალის რემატჩი გაიწელება, მერაბი ასე პასუხობს:

"გააჩნია რამდენ ხანს გაიწელება. ალბათ ო'მალის სხვა ბრძოლას დაუნიშნავენ და მე ვარ პირველი კანდიდატი, ეს ბრძოლა ჩემთან უნდა იყოს, მზად ვარ, მზად შევხვდები, ო'მალის ამ შემთხვევაში ჩემთან მოუწევს ბრძოლა. რა თქმა უნდა, UFC-მაც უნდა დანიშნოს ეს ბრძოლა. არ ვიცი როგორ უნდა დაბოლოკონ იმიტომ რომ მე ვიმსახურებ ყველაზე მეტად. ეს იქნება დაჩაგვრა, თუ მე ბრძოლა არ მომცეს. ეს იქნება უსამართლობა", - ამბობს მერაბი. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ქართველი მებრძოლი მოცდას აპირებს.

  • UFC ცოცხალი ორგანიზაციაა, რომლის ბოსი კიდევ უფრო დინამიური და ვერავის ვერ დაუცდიან. დივიზიონში სხვა კონტენდერებიც არიან, მათ შორის უმარ ნურმაგომედოვი, რომელიც ხაბიბ ნურამგომედოვის გზის გამგრძელებელია. უმარს ნაცნობები და კონტაქტები ჰყავს, რომლებიც სატიტულო ბრძოლამდე 2-3 ბრძოლაში გაიყვანენ. არავინ იცის სიტუაცია როგორ გადალაგდება, ამ ეტაპზე, მერაბი, რომელიც ყველაზე მეტად იმსახურებს ოქრისთვის ბრძოლას, ყველაზე მეტად რჩება ჩრდილში. ქართველი გულშემატკივარი სხვადასხვა სოციალურ ქსელებში აქტიურად მოუწოდებს მას, რომ ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოს და მოითხოვოს ჩემპიონთან ბრძოლა. თუმცა...

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ დვალიშვილს აბსოლუტურად ყველა უნარი აქვს, რომ ჩემპიონი დაამარცხოს, ის პირდაპირ ო’მალის ანტისტილია. მოკლედ, მერაბს სულ რაღაც ერთი ნაბიჯი აშორებს, რომ UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდეს და იმედია, ამ ნაბიჯს თამად და დროულად გადადგამს.

ავტორი: ანრი კურტანიძე