ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მისგან "ვაგნერის“ ლიდერ ევგენი პრიგოჟინის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი არასდროს ყოფილა.
"პირდაპირ რომ გიპასუხოთ ამ კითხვაზე: მე არც უნდა უზრუნველვყო პრიგოჟინის უსაფრთხოება. ეს პირველ რიგში. მეორე რიგში, ასეთ ფორმაში საუბარი არც არასდროს ყოფილა. მესამე რიგში, დაიმახსოვრეთ: უსაფრთხოებაზე ორჯერ მივუახლოვდით ამ თემას. პირველად, როდესაც მე ვურეკავდი და მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, როდესაც მოსკოვზე მარშით მიდიოდნენ.
მე ვეუბნები:
"ჟენია, გესმის, ხალხს დაღუპავ და თავადაც მოკვდები?” ცხელ გულზე ეს ადამიანი (ფრონტიდან) ამბობს: "ჯანდაბა, მოვკვდე!” მე ვეუბნები: "ჟენია, ახლა თოკს და საპნის ნაჭერს გამოგიგზავნი“, მპასუხობს: "არა, არა, არა. ასე არ მინდა. გმირად მოვკვდები“. მეორე ჯერზე, როდესაც ჩემთან დიმა უტკინთან ერთად ჩამოვიდა, ორივე კატეგორიულად გავაფრთხილე: "ბიჭებო, ჭკუით იყავით“, - განაცხადა ლუკაშენკომ.