მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კელი დეგნანის განცხადებით, საელჩო აშშ-ს და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საკითხზე აქტიურად მუშაობს
კელი დეგნანის განცხადებით, საელჩო აშშ-ს და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საკითხზე აქტიურად მუშაობს

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელ­ჩის, კელი დეგ­ნა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­ელ­ჩო აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს, რომ აშშ-ს და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი და­ი­ნიშ­ნოს.

დეგ­ნა­ნის თქმით, ამე­რი­კის სა­ელ­ჩო ცდი­ლობს ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამე­რი­კულ ბიზ­ნეს­წრე­ებ­თან და­ა­კავ­ში­როს, რა­შიც მისი გან­მარ­ტე­ბით, "წარ­მა­ტე­ბა აქვთ“.

"პროგ­რე­სი არის პირ­და­პირ ფრე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამა­ზე მუ­შა­ო­ბა იყო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კო­ვიდ­პან­დე­მი­ის დროს ავი­ა­მი­მოს­ვლის ინ­დუსტრია შე­იც­ვა­ლა, სრუ­ლად მო­დუ­ლი შე­იც­ვა­ლა. მოგ­ვი­წია და­სა­წყის­ში დაბ­რუ­ნე­ბა, მოგ­ვე­ძებ­ნა ის ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბოდ­ნენ და რე­გუ­ლა­რულ ოპე­რა­ცი­ებს წა­მო­ი­წყებ­დნენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. კვლავ ვმუ­შა­ობთ. ვი­საც უფ­რე­ნია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ყვე­ლა და­ა­დას­ტუ­რებს, რომ საკ­მა­ოდ კარ­გი იქ­ნე­ბო­და პირ­და­პი­რი ფრე­ნა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბას, ჩვენ ვმუ­შა­ობთ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ფარ­გლებ­ში და გან­ვაგ­რძობთ ღი­რე­ბუ­ლე­ბის ხაზ­გას­მას ამ სა­უბ­რებ­ში, წა­მო­წე­ვას ამ თე­მის სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კარ­გია და ბუ­ნებ­რი­ვია, რო­დე­საც გაქვთ თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბა, ბაზ­რის სრუ­ლი გახ­სნა ხდე­ბა. ზოგ­ჯერ ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­სარ­გებ­ლოა, ზოგ­ჯერ კი მე­ო­რე ქვეყ­ნის­თვის სა­სარ­გებ­ლოა. ამ­დე­ნად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს იყოს ისე­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ამე­რი­კის­თვის სა­სარ­გებ­ლოა. ამ თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­რე­შეც ჩვენ გვაქვს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამე­რი­კულ კომ­პა­ნი­ებს შო­რის. ამე­რი­კის სა­ელ­ჩო ხელს უწყობს ამ ურ­თი­ერ­თო­ბებს, ცდი­ლობს და­ა­კავ­ში­როს ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამე­რი­კუ­ლი ბიზ­ნე­სის წრე­ებ­თან და გვაქვს კი­დეც წარ­მა­ტე­ბა. იმე­დი მაქვს, რომ ვნა­ხავთ უფრო დიდ და­ინ­ტე­რე­სე­ბას ამე­რი­კის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის კუ­თხით. ვხე­დავთ ენერ­გო კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც ჩა­მო­დი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში, ლო­ჯის­ტი­კუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი და სოფ­ლის-მე­ურ­ნე­ო­ბის სპექტრში მო­მუ­შა­ვე კომ­პა­ნი­ე­ბი შე­მო­დი­ან, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს წრე­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით. ყვე­ლა­ფე­რი მი­მარ­თუ­ლია, რომ გა­ი­ზარ­დოს და ეს ხელს უწყობს პირ­და­პირ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში“, - გა­ნა­ცხა­და კელი დეგ­ნან­მა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

იმისათვის, რომ თქვენ პუტინს სამხრეთიდან უჩქმიტოთ, ნაცმოს გვტენით? ვერა ხედავთ, რომ ასე არ ორსულდება პუტინი , მაგ საქმეს ბირდაბირი უნდა ?! წაიყვანეთ ეგ თქვენი ჩიტირეკია ვივამედში რომ "პოლიტიკას" და ბავშვებს აკეთებს და მექსიკის უკუსვლით დაადეპორტეთ უკრაინაში! 

nata
5

ფრენები მერე ჯერ ვიზებზე იმუშავეთ, ვიცით რომ ადამიანებად არ გვთვლით, ასე რომ მაგ ფრენებს ვერ შემოგვასაღებთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

კელი დეგნანის განცხადებით, საელჩო აშშ-ს და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საკითხზე აქტიურად მუშაობს

კელი დეგნანის განცხადებით, საელჩო აშშ-ს და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საკითხზე აქტიურად მუშაობს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საელჩო აქტიურად მუშაობს, რომ აშშ-ს და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები დაინიშნოს.

დეგნანის თქმით, ამერიკის საელჩო ცდილობს ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ამერიკულ ბიზნესწრეებთან დააკავშიროს, რაშიც მისი განმარტებით, "წარმატება აქვთ“.

"პროგრესი არის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით, ამაზე მუშაობა იყო. მოგეხსენებათ, კოვიდპანდემიის დროს ავიამიმოსვლის ინდუსტრია შეიცვალა, სრულად მოდული შეიცვალა. მოგვიწია დასაწყისში დაბრუნება, მოგვეძებნა ის ავიაკომპანიები, რომლებიც დაინტერესებული იქნებოდნენ და რეგულარულ ოპერაციებს წამოიწყებდნენ ამ მიმართულებით. კვლავ ვმუშაობთ. ვისაც უფრენია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყველა დაადასტურებს, რომ საკმაოდ კარგი იქნებოდა პირდაპირი ფრენა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის.

რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ჩვენ ვმუშაობთ ადმინისტრაციის ფარგლებში და განვაგრძობთ ღირებულების ხაზგასმას ამ საუბრებში, წამოწევას ამ თემის საქართველოს წარმომადგენლებთან ურთიერთობებში. ეს საქართველოსთვის კარგია და ბუნებრივია, როდესაც გაქვთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ბაზრის სრული გახსნა ხდება. ზოგჯერ ეს საქართველოსთვის სასარგებლოა, ზოგჯერ კი მეორე ქვეყნისთვის სასარგებლოა. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოსთვის და ამერიკისთვის სასარგებლოა. ამ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გარეშეც ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკულ კომპანიებს შორის. ამერიკის საელჩო ხელს უწყობს ამ ურთიერთობებს, ცდილობს დააკავშიროს ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ამერიკული ბიზნესის წრეებთან და გვაქვს კიდეც წარმატება. იმედი მაქვს, რომ ვნახავთ უფრო დიდ დაინტერესებას ამერიკის მხრიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით. ვხედავთ ენერგო კომპანიებს, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში, ლოჯისტიკური კომპანიები და სოფლის-მეურნეობის სპექტრში მომუშავე კომპანიები შემოდიან, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოს ბიზნეს წრეებთან თანამშრომლობით. ყველაფერი მიმართულია, რომ გაიზარდოს და ეს ხელს უწყობს პირდაპირ ინვესტიციებს საქართველოში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.