მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი რჩევა შემდეგი ელჩისადმი იქნება, შეინარჩუნოს ყურადღება იმაზე, რაც საქართველოს ინტერესებშია" - კელი დეგნანი
"ჩემი რჩევა შემდეგი ელჩისადმი იქნება, შეინარჩუნოს ყურადღება იმაზე, რაც საქართველოს ინტერესებშია" - კელი დეგნანი

ჩემი რჩე­ვა შემ­დე­გი ელ­ჩი­სად­მი იქ­ნე­ბო­და, რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ ყუ­რა­დღე­ბა იმა­ზე, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სებ­შია, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი შე­იკ­რი­ბე­ბი­ან და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სებ­ზე, ეს მხო­ლოდ სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა ამ ქვეყ­ნის­თვის, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგ­ნან­მა ელ­ჩის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბის შე­მა­ჯა­მე­ბელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ელჩმა გან­მარ­ტა, სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია, კულ­ტუ­რა და ტრა­დი­ცი­ე­ბი უკეთ იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი ევ­რო­პუ­ლი სის­ტე­მის ფარ­გლებ­ში.

"ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რი პრო­პა­გან­დის კამ­პა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში და სხვა ქვეყ­ნებ­შიც. ცდი­ლო­ბენ, ძირი გა­მო­უ­თხა­რონ მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რას და პარტნი­ო­რო­ბას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს და ამე­რი­კას აქვს. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა გან­სწავ­ლუ­ლია და შე­უძ­ლია გა­არ­ჩი­ოს პრო­პა­გან­და სი­მარ­თლის­გან, სი­მარ­თლე კონ­სპი­რა­ცი­ი­სა და ტყუ­ი­ლის­გან. ჩემი აზ­რით, უნდა შევ­ხე­დოთ, თუ რა­ტომ ამ­ბო­ბენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იმას, რა­საც ამ­ბო­ბენ, არ აქვთ ფაქ­ტე­ბი, არ ფლო­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ სხვა მო­ტი­ვე­ბი ამოძ­რა­ვებთ, რა მო­ტი­ვე­ბია მიღ­მა, ეს იქ­ნე­ბო­და კი­თხვე­ბი, რაც უნდა დავ­სვათ.

ჩვენ ვნა­ხეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, წამ­ყვა­ნი ლი­დე­რე­ბი, დის­ტან­ცი­რე­ბას ახ­დე­ნენ ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან კერ­ძო შეხ­ვედ­რე­ბის დროს, რო­მე­ლიც და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია, ჩვენს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სუს­ტე­ბა­ზეა გათ­ვლი­ლი, ეს არ ასა­ხავს იმ ურ­თი­ერ­თო­ბას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს­თან გვქონ­და 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც ხელს უწყობს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, ეკო­ნო­მი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბას, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გამ­ყა­რე­ბას, რა­საც მო­მა­ვალ­შიც გა­ვაგ­რძე­ლებთ.

თუ პრო­რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­თვის იქ­ნე­ბა გა­რე­მო, რო­მე­ლიც ცდი­ლობს, რომ ხალ­ხი და­აბ­ნი­ოს და გა­ყოს, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ფო­კუ­სი მნიშ­ვნე­ლო­ვან­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სებ­შია დარ­ჩეს ევ­რო­პის გზა­ზე. თუ შევ­ხე­დავთ ევ­რო­პას, კონ­კრე­ტუ­ლი სარ­გე­ბე­ლი, მშპ-ს ზრდა, მეტი სა­მუ­შაო ად­გი­ლი, მეტი გა­ნათ­ლე­ბა და გაზ­რდი­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ეს არის ის, რაც ევ­რო­პა­ში შეს­ვლას მო­აქვს. ვთვლით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ამას იმ­სა­ხუ­რე­ბენ. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ორი­ენ­ტა­ცი­აც ევ­რო­პის­კენ იყო. გა­ვე­ცა­ნი თქვენს ის­ტო­რი­ას, წა­მი­კი­თხავს ლი­ტე­რა­ტუ­რა და უფრო ნა­თე­ლია ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­საც ჩვენ ვი­ზი­ა­რებთ, თა­ვი­სუფ­ლე­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა, ეს სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია. ეს ახა­ლი არ არის, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო, ეს ის­ტო­რი­ი­დან და ტრა­დი­ცი­ი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. ევ­რო­კავ­ში­რის ნა­წი­ლად ყოფ­ნა ნიშ­ნავს თქვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბის მეტ დაც­ვას, კულ­ტუ­რის მეტ დაც­ვას, ამას ნა­ხავთ, რო­გორც კი ეს­ტუმ­რე­ბით ევ­რო­კავ­ში­რის წევრ სა­ხელ­მწი­ფოს. ნა­ხავთ, რამ­დე­ნად კარ­გად არის და­ცუ­ლი მათი მდი­და­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი და ის­ტო­რია. ეს ნამ­დვი­ლად არ არის რის­კის ქვეშ. სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია, უნი­კა­ლუ­რი და შე­სა­ნიშ­ნა­ვი კულ­ტუ­რა მისი ტრა­დი­ცი­ე­ბი გა­ნაგ­რძო­ბენ არ­სე­ბო­ბას და უკეთ იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი ევ­რო­პუ­ლი სის­ტე­მის ფარ­გლებ­ში. ჩემი რჩე­ვა, შემ­დე­გი ელ­ჩი­სად­მი იქ­ნე­ბო­და იგი­ვე, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ ყუ­რა­დღე­ბა იმა­ზე, რაც არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სებ­შია, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი შე­იკ­რი­ბე­ბი­ან და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სებ­ზე, ეს მხო­ლოდ სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა ამ ქვეყ­ნის­თვის. ჩვენ გვსურს ამის გაგ­რძე­ლე­ბის ნახ­ვა. ამე­რი­კა ცდი­ლობს ყვე­ლა ძა­ლის­ხმე­ვით მხა­რი და­უ­ჭი­როს სა­ქარ­თვე­ლო მე­ტად მდგრა­დი იყოს და მე­დე­გი“, - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

თქვენ ვერ გაარჩიეთ სააკაშვილი სიბნელეა , თუ ნათელი და როგორ არჩევთ პრორუსს პროამერიკელისგან ?! მე პროამერიკელი ვარ მთელი შგნებული ცხოვრება, მაგრამ დეგნანისტი ვერ გავხდები, როგორც არ მომწონდა სსრკ ფუნქციონერები და არ მომწონს ნაცქოცმოქკავშირელი სამოხელეო პარტოკრატია, ეგრე არ მომწონს ეს სალდაფონი დეგნანი , არაა ეგ ამერიკა, ჩინოვნიკია, სამხედრო ჩინოვნიკი და მისი ჭკუით ახლა სამხედრო ფორტშია მივლინებული, წითლების შეტევას ელიან , კი , ინდიელების კი არა , წითლების !

კელის ორეული
8

კელი დეიდა, თვითმფრინავზე ჩასხდომა გამოცხადებულია უკვე, არ დაგაგვიანდეს. იძახიან შემდეგი რეისი 4 წლის მერე იქნებაო. კიდევ 4 წელი აქ რა აგიტანს? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ჩემი რჩევა შემდეგი ელჩისადმი იქნება, შეინარჩუნოს ყურადღება იმაზე, რაც საქართველოს ინტერესებშია" - კელი დეგნანი

"ჩემი რჩევა შემდეგი ელჩისადმი იქნება, შეინარჩუნოს ყურადღება იმაზე, რაც საქართველოს ინტერესებშია" - კელი დეგნანი

ჩემი რჩევა შემდეგი ელჩისადმი იქნებოდა, რომ შეინარჩუნოთ ყურადღება იმაზე, რაც მნიშვნელოვანია და საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია, როდესაც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები შეიკრიბებიან და ორიენტირებულები იქნებიან საქართველოს საუკეთესო ინტერესებზე, ეს მხოლოდ სარგებლის მომტანი იქნება ამ ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ელჩის პოზიციაზე მუშაობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ელჩმა განმარტა, საქართველოს ეკლესია, კულტურა და ტრადიციები უკეთ იქნება დაცული ევროპული სისტემის ფარგლებში.

"ძალიან ინტენსიური პროპაგანდის კამპანია მიმდინარეობს პრორუსული ძალების მხრიდან საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც. ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ მტკიცე მხარდაჭერას და პარტნიორობას, რომელიც საქართველოს და ამერიკას აქვს. საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა განსწავლულია და შეუძლია გაარჩიოს პროპაგანდა სიმართლისგან, სიმართლე კონსპირაციისა და ტყუილისგან. ჩემი აზრით, უნდა შევხედოთ, თუ რატომ ამბობენ ეს ადამიანები იმას, რასაც ამბობენ, არ აქვთ ფაქტები, არ ფლობენ ინფორმაციას, თუ სხვა მოტივები ამოძრავებთ, რა მოტივებია მიღმა, ეს იქნებოდა კითხვები, რაც უნდა დავსვათ.

ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა, წამყვანი ლიდერები, დისტანცირებას ახდენენ ამ განცხადებებისგან კერძო შეხვედრების დროს, რომელიც დამაზიანებელია, ჩვენს შორის ურთიერთობის შესუსტებაზეა გათვლილი, ეს არ ასახავს იმ ურთიერთობას, რომელიც საქართველოსთან გვქონდა 30 წლის განმავლობაში, რაც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ეკონომიკის გაძლიერებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებას, რასაც მომავალშიც გავაგრძელებთ.

თუ პრორუსული პროპაგანდისთვის იქნება გარემო, რომელიც ცდილობს, რომ ხალხი დააბნიოს და გაყოს, ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ფოკუსი მნიშვნელოვანზე. საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია დარჩეს ევროპის გზაზე. თუ შევხედავთ ევროპას, კონკრეტული სარგებელი, მშპ-ს ზრდა, მეტი სამუშაო ადგილი, მეტი განათლება და გაზრდილი შესაძლებლობები, ეს არის ის, რაც ევროპაში შესვლას მოაქვს. ვთვლით, რომ საქართველოს მოქალაქეები ამას იმსახურებენ. საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ორიენტაციაც ევროპისკენ იყო. გავეცანი თქვენს ისტორიას, წამიკითხავს ლიტერატურა და უფრო ნათელია ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, ეს საქართველოს კულტურის ნაწილია. ეს ახალი არ არის, საუკუნეების განმავლობაში იყო, ეს ისტორიიდან და ტრადიციიდან მომდინარეობს. ევროკავშირის ნაწილად ყოფნა ნიშნავს თქვენი ტრადიციების მეტ დაცვას, კულტურის მეტ დაცვას, ამას ნახავთ, როგორც კი ესტუმრებით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს. ნახავთ, რამდენად კარგად არის დაცული მათი მდიდარი ტრადიციები და ისტორია. ეს ნამდვილად არ არის რისკის ქვეშ. საქართველოს ეკლესია, უნიკალური და შესანიშნავი კულტურა მისი ტრადიციები განაგრძობენ არსებობას და უკეთ იქნება დაცული ევროპული სისტემის ფარგლებში. ჩემი რჩევა, შემდეგი ელჩისადმი იქნებოდა იგივე, შეინარჩუნოთ ყურადღება იმაზე, რაც არის მნიშვნელოვანი და საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია, როდესაც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები შეიკრიბებიან და ორიენტირებულები იქნებიან საქართველოს საუკეთესო ინტერესებზე, ეს მხოლოდ სარგებლის მომტანი იქნება ამ ქვეყნისთვის. ჩვენ გვსურს ამის გაგრძელების ნახვა. ამერიკა ცდილობს ყველა ძალისხმევით მხარი დაუჭიროს საქართველო მეტად მდგრადი იყოს და მედეგი“, - აღნიშნა ელჩმა.