პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იდუმალი ჯარისკაცი და "სიკვდილის მანქანა" - ვინ იყო დმიტრი უტკინი, რომელიც ავიაკატასტროფისას დაღუპულთა სიაშია და რა ბედი ელის მეთაურების გარეშე დარჩენილ "ვაგნერს"
იდუმალი ჯარისკაცი და "სიკვდილის მანქანა" - ვინ იყო დმიტრი უტკინი, რომელიც ავიაკატასტროფისას დაღუპულთა სიაშია და რა ბედი ელის მეთაურების გარეშე დარჩენილ "ვაგნერს"

23 აგ­ვის­ტოს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტვე­რის ოლ­ქში "ვაგ­ნე­რის“ მფლო­ბე­ლის ბიზ­ნეს-ჯეტი ჩა­მო­ვარ­და. ბორტზე 10 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ეკი­პა­ჟის 3 წევ­რი და 7 მგზავ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და. ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად ათი­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

"რო­სა­ვი­ა­ცი­ის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბორტზე თვითმფრი­ნა­ვის მფლო­ბე­ლი, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნიც იმ­ყო­ფე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მგზავ­რე­ბის სრუ­ლი სია გა­მოქ­ვეყ­ნდა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის დროს ბორტზე"ვაგ­ნე­რის“ სუ­ლის ჩამ­დგმე­ლი, დმიტ­რი უტ­კი­ნი და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სამ­ხედ­რო ლო­ჯის­ტი­ის გე­ნი­ო­სი ვა­ლე­რი ჩე­კა­ლო­ვიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

  • ვინ იყო დმიტ­რი უტ­კი­ნი?

დმიტ­რი უტ­კი­ნი - იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი, უაღ­რე­სად გა­მოც­დი­ლი ჯა­რის­კა­ცი იყო და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რიგს მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და, რომ­ლებ­საც ჩრდილ­ში, შე­უმ­ჩნევ­ლად ყოფ­ნა ხიბ­ლავთ. ამ "სიკ­ვდი­ლის მან­ქა­ნას", ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნი "მსოფ­ლიო ომე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო მე­ო­მარს" უწო­დებ­და.

იყო თუ არა ასე, ეს სა­და­ვო სა­კი­თხია, თუმ­ცა უტ­კი­ნის სა­ო­მა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა ნამ­დვი­ლად კო­ლო­სა­ლუ­რია. თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სე­თის ის­ტო­რი­ა­ში, მან თით­ქმის ყვე­ლა ომში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა (2008 წელს, აგ­ვის­ტოს ომში არ უო­მია): ჩეჩ­ნეთ­ში, 2014 წელს სი­რი­ა­ში, დონ­ბა­სის ომებ­ში და 2022 წლი­დან "ვაგ­ნე­რის“ ეგი­დით უკ­რა­ი­ნის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე იბ­რძო­და.

2014 წელს როს­ტოვ­ში დმიტ­რი უტ­კი­ნი ვე­ტე­რან - ინ­სტრუქ­ტო­რებ­თან ერ­თად აარ­სებს სამ­ხედ­რო­ე­ბის მომ­ზა­დე­ბის ცენ­ტრს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ე­ბით, უტ­კი­ნის სა­ძა­ხი­სი, რო­მე­ლიც მე­სა­მე რე­ი­ხის რო­მან­ტი­ზე­ბა­ში იყო შემ­ჩნე­უ­ლი, "ვაგ­ნე­რი" გახ­ლდათ. ვაგ­ნე­რი კი ჰიტ­ლე­რის საყ­ვა­რე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი იყო. სწო­რედ აქე­დან, სა­ვარ­ჯი­შო-საწ­ვრთნელ ცენ­ტრს პი­რო­ბი­თად “ვაგ­ნე­რი” ეწო­და. უტ­კი­ნი ამ ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. მფლო­ბე­ლი - პრი­გო­ჟი­ნი. ანუ სამ­ხედ­რო შე­მად­გე­ნელ­ზე დმიტ­რი აგებ­და პა­სუხს, ფი­ნან­სურ-მე­ნე­ჯმენტზე - პრი­გო­ჟი­ნი.

ბიზ­ნეს­მე­ნი არც უარ­ყოფ­და, რომ მისი სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ის იდე­ო­ლო­გი ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის მოტრფი­ა­ლე იყო. რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის პე­რი­ოდ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მას "დმიტ­რის ვნე­ბან­ზე" ჰკი­თხეს, რა­ზეც პრი­გო­ჟინ­მა უპა­სუ­ხა, რომ "მტრის იდე­ო­ლო­გია ჯერ თა­ვად უნდა შე­იგ­რძნო, რომ მტერს უკეთ ეომო". ამა­ში კი პრი­გო­ჟი­ნი გუ­ლის­ხმობ­და, რომ მისი აზ­რით, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბიც "ნა­ცის­ტე­ბი“ იყ­ვნენ და უტ­კი­ნი ცდი­ლობ­და, უბ­რა­ლოდ, უკეთ ჩაწ­ვდო­მო­და მათ ბუ­ნე­ბას.

ჯერ კი­დევ ომამ­დე ცნო­ბი­ლი იყო, რომ უტ­კინს სხე­ულ­ზე ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის სიმ­ბო­ლო­ე­ბი ჰქონ­და ამოს­ვი­რინ­გე­ბუ­ლი.

სიკ­ვდი­ლის არას­დროს ეში­ნო­და და ფი­ლო­სო­ფი­უ­რად უდ­გე­ბო­და. მა­გა­ლი­თად, სი­მი­ონ პე­გოვ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­დე­საც პრი­გო­ჟი­ნი და სი­მი­ო­ნი სიკ­ვდილ­ზე სა­უბ­რობ­დნენ, დი­ა­ლოგ­ში უტ­კი­ნიც ჩა­ერ­თო. ის კადრში არ ჩან­და და გა­მო­ჩე­ნა არ ისურ­ვა, უბ­რა­ლოდ, ჩა­ი­ლა­პა­რა­კა, რომ "სიკ­ვდი­ლი რა­ღაც ახ­ლის და­სა­წყი­სი“ იყო. პრი­გო­ჟინს იდეა მო­ე­წო­ნა და მის მარ­ჯვე­ნა ხელს და­ე­თან­ხმა.

ზო­გა­დად, უტ­კი­ნი ფა­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის ისე­თი მოყ­ვა­რუ­ლი იყო, რომ მას­ზე ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცე­ში მწი­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა. ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც ყვე­ლა თან­ხმდე­ბო­და, არის ის, რომ გა­მორ­ჩე­უ­ლი მებ­რძო­ლი და ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. მას არ უყ­ვარ­და ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის მი­ცე­მა, კა­მე­რა­ში გა­მო­ჩე­ნა. მისი მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ორი სუ­რა­თია, სელ­ფი და პუ­ტინ­თან, კრემლში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო. მა­შინ "ვაგ­ნე­რის“ მე­თა­უ­რე­ბი სი­რი­ა­ში წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ მი­იწ­ვი­ეს და და­ა­ჯილ­დო­ვეს, ერთ-ერთი კი უტ­კი­ნი იყო.

  • რა იქ­ნე­ბა შემ­დეგ?

24 აგ­ვის­ტოს სა­ღა­მოს­თვის, ჯერ არ არის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რომ გარ­დაც­ვლი­ლე­ბი პრი­გო­ჟი­ნი, უტ­კი­ნი და ჩე­კა­ლო­ვი არი­ან. ადა­მი­ა­ნე­ბი ამ სა­ხე­ლე­ბი­თა და გვა­რე­ბით რე­ის­ზე მყოფ­თა სი­ა­ში წე­რია, თუმ­ცა ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხე­ბი ჯერ ცნო­ბი­ლი არ არის. მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. თუკი ინ­ფორ­მა­ცია და­დას­ტურ­დე­ბა, გა­მო­დის, რომ "ვაგ­ნე­რის“ მთა­ვა­რი დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი, იდე­ო­ლო­გი და ლო­ჯის­ტი­კა-მო­მა­რა­გე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ი­ღუპ­ნენ.

რაც, რა თქმა უნდა, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის უზარ­მა­ზა­რი დარ­ტყმაა. მე­ო­რე მხრივ, კომ­პა­ნი­ა­ში ათა­სო­ბით მებ­რძო­ლი, სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა, გა­მოც­დი­ლე­ბა და რაც მთა­ვა­რია, სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან და­დე­ბუ­ლი მოქ­მე­დი კონ­ტრაქ­ტე­ბია.

ამ­ჟა­მად "ვაგ­ნე­რი“ მუ­შა­ობს ბურ­კი­ნა-ფა­სო­ში, მა­ლი­ში, სუ­დან­სა და ლი­ბი­ა­ში. ასე­ვე არი­ან, ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში, სა­დაც სამ­ხედ­რო მი­სი­ას­თან ერ­თად ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის სა­დაზ­ვერ­ვო-მო­პო­ვე­ბის ლი­ცენ­ზია აქვთ.

შემ­დგო­მი მუ­შა­ო­ბის­თვის ყვე­ლა­ზე რე­ა­ლურ ქვე­ყა­ნად ნი­გე­რი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, სა­დაც სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მოხ­და. ქვეყ­ნის ახალ ლი­დე­რებს საფ­რან­გე­თი­სა და აშშ-ის სამ­ხედ­რო ძა­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არ სურ­დათ და რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ითხოვ­დნენ.

21 აგ­ვის­ტოს პრი­გო­ჟი­ნის ვი­დეო აფ­რი­კი­დან გავ­რცელ­და. ექ­სპერ­ტე­ბის ვა­რა­უ­დით, ის მა­ლი­ში იყო გა­და­ღე­ბუ­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, "ვაგ­ნე­რი“ ნი­გერ­ში შეს­ვლის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და.

ახლა კერ­ძო სამ­ხედ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცია დაქ­საქ­სუ­ლია. ნა­წი­ლი აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­ში, ნა­წი­ლი ბე­ლა­რუს­ში ბე­ლა­რუ­სის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს წვრთნის, ხოლო ნა­წი­ლიც შვე­ბუ­ლე­ბას ატა­რებს. უც­ნო­ბია, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა "ვაგ­ნე­რის“ ბედი.

გუ­შინ ტე­ლეგ­რამ-არ­ხებ­ში ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კომ­პა­ნი­ა­ში არ­სე­ბობს პრო­ტო­კო­ლი, თუ რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ მე­თა­უ­რე­ბი და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, თუკი მათი ლი­დე­რი და­ი­ღუ­პე­ბა. მაგ­რამ ახლა და­უ­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლი­დე­რი კი არა, ყვე­ლა მთა­ვა­რი ლი­დე­რი და­ი­ღუ­პა, შე­სა­ბა­მი­სად, რა­ღაც პე­რი­ო­დი კო­ორ­დი­ნა­ცი­ის­თვის დას­ჭირ­დე­ბათ. დღემ­დე ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა "ვაგ­ნერს“ ან პრი­გო­ჟი­ნის კონ­კორდ ჯგუფს არ გა­უ­კე­თე­ბია.

გუ­შინ პე­ტერ­ბურ­გში, სა­თაო ოფი­სის კე­დელ­ზე თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჯვა­რი გა­მო­სა­ხეს. ჯერ­ჯე­რო­ბით, ეს იყო მათი რე­აქ­ცია.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ვახტანგ კაპანაძე
0

Ჩემი კურსელი იყო აცხონოს ღმერთმა

გიო
1

რუსეთმა უდიდესი ცოდვა ჩაიდინა კაცობრიობის წინაშე, ამ ცოდვის ტარება მთელი ცხოვრება მოუწევთ. საბოლოოდ კი თანამედროვე სოდომი და გომორის ბედს გაიზიარებს.

ავტორი:

იდუმალი ჯარისკაცი და "სიკვდილის მანქანა" - ვინ იყო დმიტრი უტკინი, რომელიც ავიაკატასტროფისას დაღუპულთა სიაშია და რა ბედი ელის მეთაურების გარეშე დარჩენილ "ვაგნერს"

იდუმალი ჯარისკაცი და "სიკვდილის მანქანა" - ვინ იყო დმიტრი უტკინი, რომელიც ავიაკატასტროფისას დაღუპულთა სიაშია და რა ბედი ელის მეთაურების გარეშე დარჩენილ "ვაგნერს"

23 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტვერის ოლქში "ვაგნერის“ მფლობელის ბიზნეს-ჯეტი ჩამოვარდა. ბორტზე 10 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის 3 წევრი და 7 მგზავრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად ათივე გარდაიცვალა.

"როსავიაციის" ინფორმაციით, ბორტზე თვითმფრინავის მფლობელი, ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა. მოგვიანებით მგზავრების სრული სია გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ავიაკატასტროფის დროს ბორტზე"ვაგნერის“ სულის ჩამდგმელი, დმიტრი უტკინი და ორგანიზაციის სამხედრო ლოჯისტიის გენიოსი ვალერი ჩეკალოვიც იმყოფებოდნენ.

  • ვინ იყო დმიტრი უტკინი?

დმიტრი უტკინი - იდუმალებით მოცული, უაღრესად გამოცდილი ჯარისკაცი იყო და იმ ადამიანების რიგს მიეკუთვნებოდა, რომლებსაც ჩრდილში, შეუმჩნევლად ყოფნა ხიბლავთ. ამ "სიკვდილის მანქანას", ევგენი პრიგოჟინი "მსოფლიო ომების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მეომარს" უწოდებდა.

იყო თუ არა ასე, ეს სადავო საკითხია, თუმცა უტკინის საომარი გამოცდილება ნამდვილად კოლოსალურია. თანამედროვე რუსეთის ისტორიაში, მან თითქმის ყველა ომში მიიღო მონაწილეობა (2008 წელს, აგვისტოს ომში არ უომია): ჩეჩნეთში, 2014 წელს სირიაში, დონბასის ომებში და 2022 წლიდან "ვაგნერის“ ეგიდით უკრაინის სხვადასხვა მიმართულებებზე იბრძოდა.

2014 წელს როსტოვში დმიტრი უტკინი ვეტერან - ინსტრუქტორებთან ერთად აარსებს სამხედროების მომზადების ცენტრს.

გავრცელებული ვერსიებით, უტკინის საძახისი, რომელიც მესამე რეიხის რომანტიზებაში იყო შემჩნეული, "ვაგნერი" გახლდათ. ვაგნერი კი ჰიტლერის საყვარელი კომპოზიტორი იყო. სწორედ აქედან, სავარჯიშო-საწვრთნელ ცენტრს პირობითად “ვაგნერი” ეწოდა. უტკინი ამ ცენტრის ხელმძღვანელი იყო. მფლობელი - პრიგოჟინი. ანუ სამხედრო შემადგენელზე დმიტრი აგებდა პასუხს, ფინანსურ-მენეჯმენტზე - პრიგოჟინი.

ბიზნესმენი არც უარყოფდა, რომ მისი სამხედრო კომპანიის იდეოლოგი ნაცისტური გერმანიის მოტრფიალე იყო. რუსეთის უკრაინაში შეჭრის პერიოდში ჟურნალისტებმა მას "დმიტრის ვნებანზე" ჰკითხეს, რაზეც პრიგოჟინმა უპასუხა, რომ "მტრის იდეოლოგია ჯერ თავად უნდა შეიგრძნო, რომ მტერს უკეთ ეომო". ამაში კი პრიგოჟინი გულისხმობდა, რომ მისი აზრით, უკრაინელებიც "ნაცისტები“ იყვნენ და უტკინი ცდილობდა, უბრალოდ, უკეთ ჩაწვდომოდა მათ ბუნებას.

ჯერ კიდევ ომამდე ცნობილი იყო, რომ უტკინს სხეულზე ნაცისტური გერმანიის სიმბოლოები ჰქონდა ამოსვირინგებული.

სიკვდილის არასდროს ეშინოდა და ფილოსოფიურად უდგებოდა. მაგალითად, სიმიონ პეგოვთან ინტერვიუში, როდესაც პრიგოჟინი და სიმიონი სიკვდილზე საუბრობდნენ, დიალოგში უტკინიც ჩაერთო. ის კადრში არ ჩანდა და გამოჩენა არ ისურვა, უბრალოდ, ჩაილაპარაკა, რომ "სიკვდილი რაღაც ახლის დასაწყისი“ იყო. პრიგოჟინს იდეა მოეწონა და მის მარჯვენა ხელს დაეთანხმა.

ზოგადად, უტკინი ფარული ცხოვრების ისეთი მოყვარული იყო, რომ მასზე ინტერნეტ-სივრცეში მწირი ინფორმაციაა. ერთადერთი, რაზეც ყველა თანხმდებოდა, არის ის, რომ გამორჩეული მებრძოლი და ხელმძღვანელი იყო. მას არ უყვარდა ინტერვიუების მიცემა, კამერაში გამოჩენა. მისი მეტ-ნაკლებად ყველაზე ცნობილი ორი სურათია, სელფი და პუტინთან, კრემლში გადაღებული ფოტო. მაშინ "ვაგნერის“ მეთაურები სირიაში წარმატების შემდეგ მიიწვიეს და დააჯილდოვეს, ერთ-ერთი კი უტკინი იყო.

  • რა იქნება შემდეგ?

24 აგვისტოს საღამოსთვის, ჯერ არ არის ოფიციალურად დადასტურებული, რომ გარდაცვლილები პრიგოჟინი, უტკინი და ჩეკალოვი არიან. ადამიანები ამ სახელებითა და გვარებით რეისზე მყოფთა სიაში წერია, თუმცა ექსპერტიზის პასუხები ჯერ ცნობილი არ არის. მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისი სამუშაოები. თუკი ინფორმაცია დადასტურდება, გამოდის, რომ "ვაგნერის“ მთავარი დამფინანსებელი, იდეოლოგი და ლოჯისტიკა-მომარაგების სპეციალისტი ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.

რაც, რა თქმა უნდა, ორგანიზაციისთვის უზარმაზარი დარტყმაა. მეორე მხრივ, კომპანიაში ათასობით მებრძოლი, სამხედრო ტექნიკა, გამოცდილება და რაც მთავარია, სხვადასხვა სახელმწიფოებთან დადებული მოქმედი კონტრაქტებია.

ამჟამად "ვაგნერი“ მუშაობს ბურკინა-ფასოში, მალიში, სუდანსა და ლიბიაში. ასევე არიან, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც სამხედრო მისიასთან ერთად ბუნებრივი რესურსების სადაზვერვო-მოპოვების ლიცენზია აქვთ.

შემდგომი მუშაობისთვის ყველაზე რეალურ ქვეყანად ნიგერი განიხილებოდა, სადაც სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყნის ახალ ლიდერებს საფრანგეთისა და აშშ-ის სამხედრო ძალებთან თანამშრომლობა არ სურდათ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ითხოვდნენ.

21 აგვისტოს პრიგოჟინის ვიდეო აფრიკიდან გავრცელდა. ექსპერტების ვარაუდით, ის მალიში იყო გადაღებული. სავარაუდოდ, "ვაგნერი“ ნიგერში შესვლისთვის ემზადებოდა.

ახლა კერძო სამხედრო ორგანიზაცია დაქსაქსულია. ნაწილი აფრიკის ქვეყნებში, ნაწილი ბელარუსში ბელარუსის შეიარაღებულ ძალებს წვრთნის, ხოლო ნაწილიც შვებულებას ატარებს. უცნობია, როგორ განვითარდება "ვაგნერის“ ბედი.

გუშინ ტელეგრამ-არხებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კომპანიაში არსებობს პროტოკოლი, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მეთაურები და თანამშრომლები, თუკი მათი ლიდერი დაიღუპება. მაგრამ ახლა დაუდასტურებული ინფორმაციით, ლიდერი კი არა, ყველა მთავარი ლიდერი დაიღუპა, შესაბამისად, რაღაც პერიოდი კოორდინაციისთვის დასჭირდებათ. დღემდე ოფიციალური განცხადება "ვაგნერს“ ან პრიგოჟინის კონკორდ ჯგუფს არ გაუკეთებია.

გუშინ პეტერბურგში, სათაო ოფისის კედელზე თანამშრომლებმა ჯვარი გამოსახეს. ჯერჯერობით, ეს იყო მათი რეაქცია.

ავტორი: ანრი კურტანიძე