მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრიგოჟინი რთული ბედის, მაგრამ ნიჭიერი კაცი იყო" - პუტინი ტვერში მომხდარი ავიაკატასტროფისას დაღუპულთა ოჯახებს "გულწრფელად უსამძიმრებს"
"პრიგოჟინი რთული ბედის, მაგრამ ნიჭიერი კაცი იყო" - პუტინი ტვერში მომხდარი ავიაკატასტროფისას დაღუპულთა ოჯახებს "გულწრფელად უსამძიმრებს"

ტვე­რის ოლ­ქში მომ­ხდა­რი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა მი­უ­სამ­ძიმ­რა და "ვაგ­ნე­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლის, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც "რო­სა­ვი­ა­ცი­ის" ცნო­ბით, თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე იმ­ყო­ფე­ბო­და და და­ღუ­პულ­თა შო­რი­საა.

პრი­გო­ჟინს პუ­ტინ­მა "რთუ­ლი ბე­დის, მაგ­რამ წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ჭკვი­ა­ნი კაცი უწო­და".

"უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მინ­და გულ­წრფე­ლი სამ­ძი­მა­რი გა­მო­ვუ­ცხა­დო ყვე­ლა და­ღუ­პუ­ლის ოჯახს. პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ იქ იყ­ვნენ "ვაგ­ნე­რის“ წევ­რე­ბი.

მინ­და ვთქვა, რომ ესე­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს უკ­რა­ი­ნა­ში ნე­ო­ნა­ცის­ტურ რე­ჟიმ­თან ბრო­ლა­ში ჩვენს სა­ერ­თო საქ­მე­ში. ჩვენ ეს გვახ­სოვს, ვი­ცით და ამას არ და­ვი­ვი­წყებთ.

პრი­გო­ჟინს ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია ვიც­ნობ­დი, 1990-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი­დან. რთუ­ლი ბე­დის კაცი იყო და ცხოვ­რე­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მე­ბი ჰქონ­და. მაგ­რამ ბევ­რს მი­აღ­წია რო­გორც პი­რა­დად, ასე­ვე სა­ერ­თო საქ­მე­ში და ასე­ვე სა­ზღვარ­გა­რეთ.

ის იყო ნი­ჭი­ე­რი კაცი, ნი­ჭი­ე­რი ბიზ­ნეს­მე­ნი", - აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა და ასე­ვე დას­ძი­ნა, რომ და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც მისი თქმით, კი­თხვებ­ზე პა­სუხს გას­ცემს, თუმ­ცა ამას დრო დას­ჭირ­დე­ბა.

ცნო­ბის­თვის, 23 აგ­ვის­ტოს ტვე­რის ოლ­ქში ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა მოხ­და, რო­მელ­ზეც რუ­სუ­ლი მხა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით "ვაგ­ნე­რის" წევ­რე­ბი, მათ შო­რის კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კაჩუბეი
1

პუტინი უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს?- და თვითმფრინავი კი პუტინის ბრძანებით არის ჩამოგდებული,ეს ხომ ცხადზე ცხადია!- ოჰ ერთი დროზე მანახა პუტინი და მისი გარემოცვა ჩამოგდებულ-გადაგდებული!

დ.ჯ.
9

საწყალი პრიგოჟინი, მოსკოვისკენ რომ წავიდა მაშინ უნდა მიმხვდარიყო რომ წააგო და განწირული იყო. კაი პრიგოჟინი კრგი იქნება უკვე ისტორიაა. ახლა 25000(სულ მცირე) ვაგნერელი რას იზამს ისაა საინტერესო. მეორე კაციც უტკინი ანუ ვაგნერიც მოკლეს, საინტერესოა სად და როგორ წავა დანარჩენები. კარგი იქნება რამოდენიმე ათასი, უკრაინის მხარეს გადავიდეს და ,,თავისუფალი რუსეთის არმიას,, შეურთდეს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"პრიგოჟინი რთული ბედის, მაგრამ ნიჭიერი კაცი იყო" - პუტინი ტვერში მომხდარი ავიაკატასტროფისას დაღუპულთა ოჯახებს "გულწრფელად უსამძიმრებს"

"პრიგოჟინი რთული ბედის, მაგრამ ნიჭიერი კაცი იყო" - პუტინი ტვერში მომხდარი ავიაკატასტროფისას დაღუპულთა ოჯახებს "გულწრფელად უსამძიმრებს"

ტვერის ოლქში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიუსამძიმრა და "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის შესახებ ისაუბრა, რომელიც "როსავიაციის" ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა და დაღუპულთა შორისაა.

პრიგოჟინს პუტინმა "რთული ბედის, მაგრამ წარმატებული და ჭკვიანი კაცი უწოდა".

"უპირველეს ყოვლისა, მინდა გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო ყველა დაღუპულის ოჯახს. პირველადი მონაცემები აჩვენებს, რომ იქ იყვნენ "ვაგნერის“ წევრები.

მინდა ვთქვა, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს უკრაინაში ნეონაცისტურ რეჟიმთან ბროლაში ჩვენს საერთო საქმეში. ჩვენ ეს გვახსოვს, ვიცით და ამას არ დავივიწყებთ.

პრიგოჟინს ძალიან დიდი ხანია ვიცნობდი, 1990-იანი წლების დასაწყისიდან. რთული ბედის კაცი იყო და ცხოვრებაში სერიოზული შეცდომები ჰქონდა. მაგრამ ბევრს მიაღწია როგორც პირადად, ასევე საერთო საქმეში და ასევე საზღვარგარეთ.

ის იყო ნიჭიერი კაცი, ნიჭიერი ბიზნესმენი", - აღნიშნა პუტინმა და ასევე დასძინა, რომ დაწყებულია გამოძიება, რომელიც მისი თქმით, კითხვებზე პასუხს გასცემს, თუმცა ამას დრო დასჭირდება.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს ტვერის ოლქში ავიაკატასტროფა მოხდა, რომელზეც რუსული მხარის ინფორმაციით "ვაგნერის" წევრები, მათ შორის კერძო სამხედრო კომპანიის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდნენ.