პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორი მდინარის შეერთების წერტილია იქ, სადაც ორი 52-სართულიანი კორპუსი უნდა ჩაიდგას... არ შეიძლება მდინარის ჭალაში ადამიანების კონცენტრაცია" - ხმაური თბილისის საკრებულოში
"ორი მდინარის შეერთების წერტილია იქ, სადაც ორი 52-სართულიანი კორპუსი უნდა ჩაიდგას... არ შეიძლება მდინარის ჭალაში ადამიანების კონცენტრაცია" - ხმაური თბილისის საკრებულოში

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ურ­ბა­ნუ­ლი და­გეგ­მა­რე­ბის და სა­ქა­ლა­ქო მე­ურ­ნე­ო­ბის კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე ხმა­უ­რი იყო. ხმა­უ­რი დღის წეს­რი­გით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხილ­ვას მოჰ­ყვა.

რო­გორც დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი­სა და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა, თეა გო­დო­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ორი მდი­ნა­რის შე­ერ­თე­ბის წერ­ტი­ლია იქ, სა­დაც ორი 52-სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სი უნდა ჩა­იდ­გას, ასე­ვე გან­მარ­ტა, რომ მშე­ნებ­ლო­ბა კო­ე­ფი­ცი­ენ­ტით კი არა უსაფრ­თხო­ე­ბით იწყე­ბა.

"შოვ­ში ეს ტრა­გე­დია რომ მოხ­და, რა­ტომ არ და­ფიქ­რდით?! რა­ტომ არ ფიქ­რობთ, რომ მშე­ნებ­ლო­ბა კო­ე­ფი­ცი­ენ­ტით კი არა უსაფრ­თხო­ე­ბით იწყე­ბა. სად უნდა აა­შე­ნოთ, რო­გორ უნდა აა­შე­ნოთ, რომ 20 კაცი არ მოკ­ლათ, რო­გორც 2015 წელს იყო…

ორი მდი­ნა­რის შე­ერ­თე­ბის წერ­ტი­ლია იქ, სა­დაც ორი 52-სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სი უნდა ჩა­იდ­გას. ეს 2015 წელს დატ­ბორ­ვის არე­ა­ლი იყო. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას აკე­თებთ ისეთ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც შემ­დეგ­ში ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფის საფრ­თხე შე­იძ­ლე­ბა იყოს, არ შე­გიძ­ლი­ათ ეს. ეს სპე­ცი­ა­ლის­ტმა უნდა გან­სა­ზღვროს, არ შე­იძ­ლე­ბა მდი­ნა­რის ჭა­ლა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია”, - აღ­ნიშ­ნა გო­დო­ლა­ძემ, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბა­საც თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რე­ბი შე­ძა­ხი­ლე­ბით შეხ­ვდნენ.

რო­გორც თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რმა, გივი ჩხარ­ტიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, "უბე­დუ­რე­ბა­ზე ქუ­ლე­ბის და­წე­რა სირ­ცხვი­ლია” და არას­წო­რია სი­ტყვა “მოკ­ლას” გა­მო­ყე­ნე­ბა.

"არას­წო­რად ამ­ბობთ, რას ჰქვია "მოკ­ლა?“ სირ­ცხვი­ლია! უბე­დუ­რე­ბა­ზე ქუ­ლე­ბის და­წე­რა სირ­ცხვი­ლია! - აღ­ნიშ­ნა გივი ჩხარ­ტიშ­ვილ­მა.

ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს ურ­ბა­ნუ­ლი და­გეგ­მა­რე­ბის და სა­ქა­ლა­ქო მე­ურ­ნე­ო­ბის კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე გე­ო­ლო­გებს და გა­რე­მოს დამ­ცვე­ლებს ბა­ნე­რი აქვთ მი­ტა­ნი­ლი წარ­წე­რით - "არა ურ­ბა­ნულ გე­ნო­ციდს“.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სალომე
0

კალაძემ რაო,ავაშენოთო?

გურია!
0

ისე თქვე დალოცვილებო მდინარეში და ხევში რომ არ ააშენოთ არ შეიძლება!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"ორი მდინარის შეერთების წერტილია იქ, სადაც ორი 52-სართულიანი კორპუსი უნდა ჩაიდგას... არ შეიძლება მდინარის ჭალაში ადამიანების კონცენტრაცია" - ხმაური თბილისის საკრებულოში

"ორი მდინარის შეერთების წერტილია იქ, სადაც ორი 52-სართულიანი კორპუსი უნდა ჩაიდგას... არ შეიძლება მდინარის ჭალაში ადამიანების კონცენტრაცია" - ხმაური თბილისის საკრებულოში

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე ხმაური იყო. ხმაური დღის წესრიგით გათვალისწინებული პროექტების განხილვას მოჰყვა.

როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ აღნიშნა, ორი მდინარის შეერთების წერტილია იქ, სადაც ორი 52-სართულიანი კორპუსი უნდა ჩაიდგას, ასევე განმარტა, რომ მშენებლობა კოეფიციენტით კი არა უსაფრთხოებით იწყება.

"შოვში ეს ტრაგედია რომ მოხდა, რატომ არ დაფიქრდით?! რატომ არ ფიქრობთ, რომ მშენებლობა კოეფიციენტით კი არა უსაფრთხოებით იწყება. სად უნდა ააშენოთ, როგორ უნდა ააშენოთ, რომ 20 კაცი არ მოკლათ, როგორც 2015 წელს იყო…

ორი მდინარის შეერთების წერტილია იქ, სადაც ორი 52-სართულიანი კორპუსი უნდა ჩაიდგას. ეს 2015 წელს დატბორვის არეალი იყო. როდესაც ადამიანების კონცენტრაციას აკეთებთ ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც შემდეგში ბუნებრივი კატასტროფის საფრთხე შეიძლება იყოს, არ შეგიძლიათ ეს. ეს სპეციალისტმა უნდა განსაზღვროს, არ შეიძლება მდინარის ჭალაში ადამიანების კონცენტრაცია”, - აღნიშნა გოდოლაძემ, რომლის განცხადებასაც თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების“ წევრები შეძახილებით შეხვდნენ.

როგორც თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების“ წევრმა, გივი ჩხარტიშვილმა აღნიშნა, "უბედურებაზე ქულების დაწერა სირცხვილია” და არასწორია სიტყვა “მოკლას” გამოყენება.

"არასწორად ამბობთ, რას ჰქვია "მოკლა?“ სირცხვილია! უბედურებაზე ქულების დაწერა სირცხვილია! - აღნიშნა გივი ჩხარტიშვილმა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე გეოლოგებს და გარემოს დამცველებს ბანერი აქვთ მიტანილი წარწერით - "არა ურბანულ გენოციდს“.