ავტორი:

"პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ "ვაგნერი“ კიდევ უფრო საშიში გახდება" - მატეუშ მორავეცკი

"პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ "ვაგნერი“ კიდევ უფრო საშიში გახდება" - მატეუშ მორავეცკი

პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ "ვაგნერი“ კიდევ უფრო საშიში გახდება,- ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ევგენი პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ “ვაგნერის” დაჯგუფების დაქირავებულ მებრძოლებზე კონტროლს უშუალოდ კრემლი აიღებს, რაც მათ უფრო საშიშს გახდის.

"კომენტარს არ გავაკეთებ, დამთხვევაა ეს თუ არა… ვფიქრობ, პოლონელებს თავად შეუძლიათ ამაზე პასუხი იპოვონ. "ვაგნერის“ ჯგუფზე კურატორობა უშუალოდ პრეზიდენტ პუტინთან გადადის. დაე, ახლა ყველამ თავისთვის გასცეს პასუხი, არის თუ არა "ვაგნერის“ ჯგუფი, რომელიც ბელარუსში დისლოცირდება, მეტი თუ ნაკლები საფრთხე“, - განაცხადა მორავეცკიმ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, პუტინის მეთვალყურეობის ქვეშ "ვაგნერის“ ჯგუფი კიდევ უფრო მეტად იქნება გამოყენებული პროვოკაციებისთვის, შანტაჟისთვის, თავდასხმებისთვისა და "უსაფრთხოების პოლიტიკისთვის ძირის გამოთხრაში ყველანაირი მოძრაობებისთვის“.